Loading...
Close
16 აგვისტო 2018 18:31
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
ნიკა გვარამია - 'რუსთავი 2'-ის სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება ადამიანების რელიგიური მრწამსის პატივისცემას
19 მარტი 2018 19:35

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას გუშინდელ ეთერთან დაკავშირებით, დღეს გამართული პრესკონფერენციის გარდა, დამატებით განმარტებებს სოციალური ქსელის გვერდზე აკეთებს.

"1. ქრისტეზე, მუჰამედზე, ბუდაზე და ა.შ. ხუმრობა სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში.

2. მედია თვითონ განსაზღვრავს, მისი ედიტორიალისთვის ეს არის თუ არა მისაღები. რ2ის სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება, პირველ რიგში, სეკულარული სახელმწიფოს იდეას, მაგრამ, ამავე დროს, ადამიანების რელიგიური მრწამსის პატივისცემას.

3. მიუხედავად იმისა, რომ P.S. საავტორო გადაცემაა, მისი წამყვანი მაინც უნდა შემოიფარგლოს არხის სარედაქციო პოლიტიკით და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოს მაშინ, როდესაც საკითხი ეხება რელიგიური შინაარსის განცხადებებს. აღნიშნული რელევანტურია არა მხოლოდ რელიგიური უმცირესობების მიმართ (რის გამოც რამდენჯერმე გამოყენებულ იქნა სანქცია არხის ეთიკის კომისიის მიერ), არამედ რელიგიურ უმრავლესობისაც, რაშიც არ ვგულისხმობთ ფსევდორელიგიურ ექსტრემისტულ ჯგუფებს.

4. ზემოთქმულის მიუხედავად, არხს შეუძლია მხოლოდ ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილებით მოახდინოს რეაგირება და არც ერთ ვითარებაში და, მით უფრო, როდესაც განცხადება ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, ვერ და არ აიძულებს მის თანამშრომელს უკან წაიღოს ის ან ბოდიში მოიხადოს მის გამო.

5. ამ კონკრეტულ სიტუაციაში, რ2ის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება არავითარ კავშირში არაა განხორციელებულ თავდასხმასთან. წუხელ ტელეკომპანიაში განხორციელდა უამრავი ზარი ჩვენი მაყურებლების მხრიდან, რის გამოც დღეს დილით შეიკრიბა არხის ეთიკის საბჭო და მიიღო გადაწყვეტილება.

განცხადება ამ გადაწყვეტილების თაობაზე გაკეთდა ურგენტულ რეჟიმში მხოლოდ შექმნილი მდგომარეობის გამო. სხვა ვითარებაში, იგი დაიდებოდა ტელეკომპანიის ვებგვერდზე მას შემდეგ, რაც სარეზოლუციო ნაწილის დასაბუთება დასრულდებოდა", - წერს ნიკა გვარამია სოციალური ქსელის გვერდზე.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ნიკა გვარამია - ეთიკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიორგი გაბუნიას გამოეცხადოს საყვედური 
მთავარი თემა

რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
გია ხუხაშვილი: ერთადერთი კანდიდატი, ვისაც პრიორიტეტები მეტ-ნაკლებად სწორად აქვს დალაგებული, არის უსუფაშვილი
აგვისტოს ომის 'ნათელი' და ბნელი მხარეები - რა მოგვცა რუსეთ-საქართველოს ომმა და რა დაგვაკარგვინა
08.08.08 - რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
გიორგი გახარია, თეა წულუკიანი და ირაკლი შოთაძე  საგამოძიებო კომისიის პირისპირ - ხორავას ქუჩის საქმე 
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება
NDI: გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს
მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა - საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 
პრემიერი - 2020 წელს საქართველო შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს
პრემიერი - ჩემი ამოცანაა, გადასახადებისგან გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას
ხორავას ქუჩის საქმე და ახალი გარემოება - საგამოძიებო კომისიის წევრები განცხადებას აკეთებენ 
სპეციალური დანიშნულების რაზმი ჭუბერსა და ხაიშში - საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს 
ბახტაძე - ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ 'ქართულ ოცნებას' არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე 

ინტერვიუ
რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
2x2=? - ანუ, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?
ვიდეობლოგი
'მიხეილ სააკაშვილმა კი არა, მამაღმერთმა რომ მთხოვოს, არ დავთანხმდები' - ნიკა რურუა 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი