Loading...
Close
16 აგვისტო 2018 18:31
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
გია ნოდია - საქმე ეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ქალების სექსზე დაყოლიების მიზნით
20 მარტი 2018 00:22
"სამწუხაროდ, არავითარი საფუძველი არა მაქვს არ დავიჯერო ის, რასაც აბრალებენ.", - სახალხო დამცველის მიერ დასახელებული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ყოფილი კანდიდატის ზვიად დევდარიანის ირგვლივ სკანდალს პოლიტოლოგი, განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია ვრცელი facebook-პოსტით ეხმაურება.

"ვინც ამბობს, რომ ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებას ტყუილად აბრალებენ, ძირითადად ორი არგუმენტი მოყავს: რომ დამბრალებლები ანონიმურები არიან, და რომ აპრიორი არ უნდა დაუჯერო დამბრალებლებს. იქნებ ბრალდების ობიექტია მსხვერპლი - ოღონდ ცილისწამების?

მეც მირჩევნია, ის ქალები თავის იდენტობას საჯაროდ ასახელებდნენ. შეიძლება, ხვალ ასეც მოიქცნენ. მაგრამ ჩვენს კულტურულ კონტექსტში ეს თავშეკავება, როგორც მინიმუმი, არ უნდა გაგვიკვირდეს. გარდა ამისა, ანონიმურობა აქ შეფარდებითია: მათი ვინაობა იციან უფლებადამცველებმა, სახალხო დამცველსაც შეხვედრიან. ასეთ ვითარებაში „ანონიმშჩიკობის“ არგუმენტი ვერ იმუშავებს.

მეორე არგუმენტი უფრო სერიოზულია: მართლაც, აპრიორი რატომ უნდა დაუჯერო დამბრალებელს? კაცისა და ქალის ურთიერთობა რთულია, უცხოები მასში ადვილად ვერ გაერკვევიან. იქნებ რაღაც ირაციონალური ბოღმა თუ წყენა ამოძრავებს ქალს? მეც გამჩენია პროტესტი ზოგიერთი მსგავსი გახმაურებული ბრალდების დროს: მაგ., როდესაც ანიტა ჰილი, მაშინ ამერიკის უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს, კლარენს თომასს, რაღაცეებს აბრალებდა, ის კი უარყოფდა. (ეს ის შემთხვევა იყო, როცა გამოთქმა sexual harassment პირველად გახდა პოპულარული). მაშინ გვქონდა ერთი ადამიანის სიტყვა მეორის წინააღმდეგ და მე არ ვიცოდი, რატომ უნდა დამეჯერებინა ერთისთვის და არა მეორისთვის (ბოლოს, ამერიკის სენატმა კლარენს თომასი უზენაეს სასამართლოს წევრად დაამტკიცა და სწორადაც მოიქცა - თუნდაც ბევრს გულში ანიტას ვერსიისა უფრო სჯეროდა).

მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის. როდესაც ბევრი სხვადასხვა ქალი, ერთმანეთთან კავშირის გარეშე, ძალიან მსგავს ისტორიებს ყვება, ელემენტარული საღი აზრია, დაიჯერო, რომ პრობლემა რეალურია. ამის ალტერნატივაა, წარმოიდგინო რაღაც ფართომასშტაბიანი შეთქმულება ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ. თუ სხვას ვერაფერს გვეუბნებიან გარდა იმისა, რომ ასეთი საყოველთაო შეთქმულების მიზანი ბაია პატარაიას საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში გაყვანა იყო ზვიადის მაგივრად, ესე იგი მას და მის დამცველებს არგუმენტი არ ჰქონიათ.

ზვიადი ჩემი მეგობარი და ახლობელი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ვიცნობ და მის მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი ვიყავი. ძალიან ვწუხვარ ამ ყველაფრის გამო, მაგრამ, სამწუხაროდ, არავითარი საფუძველი არა მაქვს არ დავიჯერო ის, რასაც აბრალებენ.

და კიდევ ერთი რამ, რაც ბევრმა ვერ გაიგო: საქმე ეხება არა ბანალურ „ბაბნიკობას“ თუ „მექალთანეობას“, არამედ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ქალების სექსზე დაყოლიების მიზნით. შეიძლება აქ ფიზიკური ძალადობა არ იყოს, მაგრამ სურათი უამისოდაც საკმარისად მძიმეა, ასე რომ ამხელა სკანდალი ბუნებრივია. არ მეჩვენება, რომ აქ რამე „ხელოვნურად გაბერილია“.

ჩემი აზრით, დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ „ტაბულას“, მის ჟურნალისტ ხატია ღოღობერიძეს და ორგანიზაციებს, ვინც მათ ეხმარებოდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტის შექმნაში. მე მგონი, მათ ეს მაქსიმალური პროფესიონალიზმით და ეთიკის დაცვით გააკეთეს. ბოდიში კიდევ ერთი გრძელი პოსტისთვის", - აღნიშნავს გია ნოდია.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: სახალხო დამცველის შეხვედრა შესაძლო სექსუალური შევიწროების მსხვერპლებთან
მთავარი თემა

რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
გია ხუხაშვილი: ერთადერთი კანდიდატი, ვისაც პრიორიტეტები მეტ-ნაკლებად სწორად აქვს დალაგებული, არის უსუფაშვილი
აგვისტოს ომის 'ნათელი' და ბნელი მხარეები - რა მოგვცა რუსეთ-საქართველოს ომმა და რა დაგვაკარგვინა
08.08.08 - რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
გიორგი გახარია, თეა წულუკიანი და ირაკლი შოთაძე  საგამოძიებო კომისიის პირისპირ - ხორავას ქუჩის საქმე 
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება
NDI: გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს
მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა - საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 
პრემიერი - 2020 წელს საქართველო შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს
პრემიერი - ჩემი ამოცანაა, გადასახადებისგან გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას
ხორავას ქუჩის საქმე და ახალი გარემოება - საგამოძიებო კომისიის წევრები განცხადებას აკეთებენ 
სპეციალური დანიშნულების რაზმი ჭუბერსა და ხაიშში - საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს 
ბახტაძე - ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ 'ქართულ ოცნებას' არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე 

ინტერვიუ
რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
2x2=? - ანუ, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?
ვიდეობლოგი
'მიხეილ სააკაშვილმა კი არა, მამაღმერთმა რომ მთხოვოს, არ დავთანხმდები' - ნიკა რურუა 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი