Loading...
Close
19 ოქტომბერი 2018 22:56
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რა მოხდა დღეს
26 მარტი - გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა
26 მარტი 2018 12:07
ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში.

მამა – პეტრე დოჩანაშვილი(ექიმი), დედა – გულნარა ემხვარი (დიასახლისი). გურამ დოჩანაშვილი იზრდებოდა ზემელზე, რუსთაველზე, სოლოლაკსა და ვერაზე.

1946 წელს გურამ დოჩანაშვილი სასწავლებლად მიაბარეს ვაჟთა პირველ სკოლაში. გურამ დოჩანაშვილის თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გონჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე. 1956 წელს მათ თავს დაატყდათ „სუკ“-ის რისხვა სამშობლოს უსაზღვრო და გულწრფელი სიყვარულის გამო. გურამ დოჩანაშვილს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდა და მისჯილი ჰქონდა სამწლიანი პატიმრობა, რომელიც შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს.

1957 წელს ექსტერნად დაამთავრა 61-ე საშუალო სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი(ვიოლინოს კლასი). იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიის ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში. უკრავდა უნივერსიტეტის ორკესტრში. 1962 წელს დაამთავრა უნივერსიტეტი. 1962-75 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მონაწილეობდა 30-მდე ქვის ხანის არქეოლოგიურ ექსპედიციაში. 1975-85 წლებში იყო ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე. მეთაურობდა პროზის სექციას მწერალთა კავშირში. 1985 წლიდან დღემდე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარი რედაქტორია. მისი პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“ 1961 წელს.

უნივერსიტეტში სწავლისას გურამ დოჩანაშვილმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ნათელა სეფიაშვილი, რომელთანაც იქორწინა 1964 წელს 1966 წელს დაიბადა მისი პირველი შვილი, ქეთო (7 აპრილი), და გამოიცა პირველი წიგნი, „მთის გადაღმა“.

1968 წელს მიიღეს მწერალთა კავშირში, ამავე წლის 29 მაისს დაიბადა მისი უმცროსი ვაჟი, ირაკლი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა 1990 წელს.

გურამ დოჩანაშვილი სცენარის ავტორია ფილმების: "გამსვლელი პაიკი"(1970), "ბალადა მომღერალზე"(ანიმაციური, 1987), "ბესამე"(1989), "ჰავაური ვალსი"(1990); გადაღებულია ფილმში: "ახალი წელი"(1982). თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერალი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი
საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
2013 - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისათვის
2010 - ლიტერატურული პრემია "საბა", ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

არის და იყოც უცნაური, ადამიანიც, წუთისოფელიც

კეჟერაძეები: ოთხი მოთხრობა

ლოდი ნასაყდრალი

სამოსელი პირველი

მოთხრობები

განსმდგომი შუაკაცი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

გიორგი გახარია - წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი, რა იგეგმებოდა დესტაბილიზაციისთვის 
'ბევრი რამ არის ამ ადამიანის ილუზია' - პრემიერი მირზა სუბელიანის განცხადებებსა და ფარულ ჩანაწერებზე
'გამიშვით და მიშას დავბრიდავ, იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ' - მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი
გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი