Loading...
Close
23 სექტემბერი 2018 17:49
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი გედევან ფოფხაძის გუნდიდან წასვლას ეხმაურება
9 აპრილი 2018 11:32

''2012 წლის შემდეგ, საქართველოში შეიქმნა სრულიად ახალი რეალობა და ქვეყანა მართლაც დემოკრატიის გზას დაადგა. დღეს არის სრულიად სხვა ხარისხის თავისუფლება. არჩევნები არის თავისუფალი, მედია არის თავისუფალი, არასამთავრობო სექტორი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია და ამ გარემოში სრულიად არაბუნებრივია, რომ 115-კაციანი უმრავლესობა აბსოლუტურად ერთ ხმაზე იყოს ყველა საკითხთან დაკავშირებით'' - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გედევან ფოფხაძის მიერ უმრავლესობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

''დღეს ჩვენ ისეთ ქვეყანაში და იმ დემოკრატიის პირობებში ცხოვრებას ვსწავლობთ, რომლის მსგავსიც, პრინციპში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. ამიტომ, აბსოლუტურად ბუნებრივია ის პროცესები, რომლებიც დღეს პარლამენტში მიმდინარეობს.

აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, იქნება. მე ძალიან დამწყდება გული, თუ გედი ფოფხაძე დატოვებს უმრავლესობას. მე მას შევხვდი და ვთხოვე, არ დაეტოვებინა უმრავლესობა და იმედი მაქვს, არ დატოვებს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, დემოკრატიის ამ ხარისხის პირობებში უმრავლესობის ერთ ხმაზე ყოფნა გამორიცხულია და არასასურველიც არის. ვფიქრობ, ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ეს არის მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო და ამ მონაპოვარს სხვა ტიპის მართვაც სჭირდება.

რა თქმა უნდა, არის საკითხები, როდესაც კონსოლიდაცია საჭიროა, როგორიც იყო მაგალითად კონსტიტუციის მიღებისას, მაგრამ არის საკითხები, როდესაც ვერ მოხერხდება გუნდის ყველა წევრის ერთ აზრზე შეჯერება. ასეთ დროს არის ხოლმე თავისუფალი კენჭისყრაც და ა.შ. ამიტომ, შეხედეთ ამას, როგორც სიმდიდრეს, მონაპოვარს და არავითარ შემთხვევაში არა, - როგორც რაიმე განხეთქილების საბაბს.

არანაირი განხეთქილება უმრავლესობაში არ არის, არის ძალიან ნორმალური, დემოკრატიული პროცესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე და მონაპოვარია.

რა თქმა უნდა, ეს უცხოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამაზე სპეკულირებენ და ცდილობენ, წარმოაჩინონ, როგორც განხეთქილება. ეს მათთვის უცხოა, რადგან ხელისუფლებაში მათი ყოფნის პირობებში ასეთი რამ შეუძლებელი იყო. შესაბამისად, ის განსხვავება, რომელიც დღეს გვაქვს, არის ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ძალიან დიდი მონაპოვარი'', - განაცხადა პრემერმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ირაკლი კობახიძე - გედევან ფოფხაძემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მის თანაგუნდელებს და ეს გააკეთა რელიგიური თემით სპეკულირების ფონზე
მთავარი თემა

'ახლა 'ქართული ოცნება' არჩევანის წინაშეა' - 'ევროპული საქართველო' ხორავას ქუჩის საქმეზე უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვა
კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ
სალომე ზურაბიშვილი - როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?
საპატრიარქო - ეკლესია ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას ეწინააღმდეგება
შს სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს
სალომე ზურაბიშვილი – საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? – ცხადია, რუსეთმა
ილია მეორე - რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს
მამა დავით ისაკაძე - სააკაშვილის რეჟიმსაც ეგონა, რომ უძლეველი იქნებოდა, ასე უნდა იფიქროს დღევანდელმა ხელისუფლებამაც - ვერ გაიმარჯვებენ!
ფინანსთა მინისტრი 'იბერიას' საქმეზე - გინდა ვიდეო ჰქონდეთ, გინდა აუდიო - 50 მილიონი ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ
საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება
მთავრობა განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრული პროექტების განსახორციელებლად რესურსების მობილიზებას იწყებს
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა
'ქართული ოცნება' ზუგდიდის მერის და მისი მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მარიხუანას წარმოების გეგმის პარალელურად მისი მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა - შსს ინფორმაციას ავრცელებს 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი