Loading...
Close
16 ივლისი 2019 00:02
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
რა მოხდა დღეს
ხოცვა - ჟლეტა თბილისში - 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა
9 აპრილი 2018 10:11
საბჭოთა არმიის მიერ ანტი-საბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, ხოცვა-ჟლეტაში გადაიზარდა.

შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

რას მოჰყვა 9 აპრილის ტრაგედია

საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მოძრაობა საქართველოში 1988 წელს კიდევ უფრო გააქტიურდა. ანტისაბჭოთა მოძრაობის წევრები თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ. დაპირისპირება საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის 1989 წლის 18 მარტს კიდევ უფრო გამწვავდა, როცა ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ, ანტისაბჭოთა ჯგუფებმა საქართველოს მასშტაბით არასანქცირებული მიტიგნების სერია წამოწყეს. საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მებრძოლთა განცხადებით, საბჭოთა მთავრობა აფხაზურ სეპარატიზმს დამოუკიდებლობის მომხრეთა მოძრაობის საწინააღმდეგოდ იყენებდა.

ხოცვა - ჟლეტა თბილისში

1989 წლის 5 აპრილს კი თბილისში, მთავრობის სახლის წინ, რუსთაველის გამზირზე, ათობით ათასი ქართველი შეიკრიბა. მათ ხელმძღვანელობდა დამოუკიდებლობის კომიტეტი (მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გიორგი ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირაკლი წერეთელი და სხვები). აქციის წევრებმა აფხაზი სეპარატისტების დასჯისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით მშვიდობიანი დემონსტრაცია მოაწყვეს და შიმშილობა დაიწყეს. შედეგად, ადგილობრივმა საბჭოთა ხელისუფლებამ დედაქალაქში დაკარგა კონტროლი და საპროტესტო აქციებს ვეღარ აჩერებდა...

7 აპრილის, ე. ლიგაჩოვის თავმჯდომარეობით, გაიცა ბრძანება რეგულარული და შინაგან საქმეთა ჯარების თბილისში გადასროლის შესახებ. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალმა კოჩეტოვმა, გენერალ-პოლკოვნიკმა როდიონოვმა და საქართველოს კომპარტიის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა მიტინგის დარბევის ზოგადი გეგმა დასახეს. კერძოდ, 7 აპრილს, 21 საათზე პატიაშვილმა სსრკ-ის ხელმძღვანელობას დამხმარე ძალების გამოგზავნა თხოვა წესრიგის აღსადგენად. როდიონოვმა და კოჩეტოვმა გასცეს დაპირებები, რომ ოპერაცია ჩაივლიდა უსისხლოდ. ოპერციისთვის გაერთიანდა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები...

7 აპრილს დღისა და ღამის განმავლობაში თბილისში შევიდა: საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.

9 აპრილს, 11 საათზე გამოცხადდა კომენდანტის საათი თბილისში, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ადგილობრივი ტელევიზიით კომენდატის საათის მოქმედების შესახებ მიეწოდა მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე. ქალაქის სამხედრო კომენდანტად დაინიშნა როდიონოვი. აქციის დარბევისას გამოყენებულ იქნა მომაკვდინებელი იარაღი: ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები...

9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა სია

აზა ადამია, 22 წლის;
ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის;
ეკა ბეჟანიშვილი, 16 წლის;
ნატო გიორგაძე, 23 წლის;
თამუნა დოლიძე, 28 წლის;
თინა ენუქიძე, 70 წლის;
ნინო თოიძე, 25 წლის;
ზაირა კიკვიძე, 61 წლის;
მანანა ლოლაძე, 33 წლის;
თამარ მამულიშვილი, 50 წლის;
ვენერა მეტრეველი;
მამუკა ნოზაძე, 22 წლის;
ნანა სამარგულიანი, 41 წლის;
შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის;
მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის;
ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის;
თამარ ჭოველიძე, 16 წლის;
ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის;
მზია ჯინჭარაძე, 43 წლის;
მანანა მელქაძე, 23 წლის;
გია ქარსელაძე, 25 წლის...

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი

საბჭოთა კავშირი კარგავს კონტროლს აღმოსავლეთ ევროპაში, 1989 წლიდან მიმდინარეობს კომუნისტური იდეოლოგიის დაცემა. პოლონეთში ხელისუფლებაში „სოლიდარობის“ ლიდერი ლეხ ვალენსა მოდის, ჩეხოსლოვაკიაში ყოფილი დისედენტი ვაცლავ ჰაველი.

საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩნდება რამდენიმე ეთნიკური კონფლიქტი.

ლიტვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს, ნიშნად საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა რუსეთის იმპერიისგან და სსრკ-სგან. სსრკ-სგან დამოუკიდებლობა საქართველოში 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, თუმცა ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

20-21 ივნისის აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 პოლიციელი დააკავეს
პროტესტის 22-ე დღე - შს მინისტრ გიორგი გახარიას ინტერვიუ
6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
რუსეთის დუმამ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღებას მხარი დაუჭირა
მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს
რუსეთის საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას განცხადებაზე - ამას განვიხილავთ პროვოკაციად - ველოდებით ადეკვატურ რეაქციას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური თანამეგობრობისგან
დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
პრემიერი გაბუნიას მონოლოგს აფასებს - 'ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ'
არხი კატეგორიულად არ იზიარებს ბატონი გაბუნიას მიერ აზრის გამოხატვის ფორმას - ნიკა გვარამია
სა­პატ­რი­არ­ქო 'თბი­ლი­სი პრა­ი­დთან' და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს
უპასუხისმგებლო განცხადებები მოვისმინეთ პოლიტიკოსებისგან - გულზე მჯიღის ცემით ეკონომიკა არ შენდება - მამუკა ბახტაძე
თუ სახელმწიფოს დაცვას სტატუსი 'სისხლიანი ჯალათი' სჭირდება, მზად ვარ ეს ტვირთი ავიღო - გიორგი გახარია 
პრემიერი - 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა 'ნაციონალურმა მოძრაობამ' უნდა აიღოს
ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი