Loading...
Close
23 სექტემბერი 2018 17:50
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
კალაძე - შეიქმნა ვებგვერდი, რომლის მეშვეობით მოქალაქეები შეძლებენ როგორც ჯარიმების, ასევე პარკირების საფასურის გადახდას
10 აპრილი 2018 10:37
თბილისის სატრანსპორტო კომპანია სრულ მზადყოფნაშია, დღეიდან პარკირების მენეჯმენტი განახორციელოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"დღეს 10 აპრილია და როგორც ვთქვი, დღეიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. კომპანიაში არის სრული მზადყოფნა, რომ პარკირების სისტემის მენეჯმენტი ტრანსპორტირებამ განახორციელოს. მინდა მოგაწოდოთ რამდენიმე ინფორმაცია. შეიქმნა თბილისის პარკირების სისტემის ვებგვერდი, რომლის მეშვეობით მოქალაქეები შეძლებენ როგორც ჯარიმების, ასევე პარკირების საფასურის გადახდას, ასევე გაეცნობიან წესებს და სხვა ინფორმაციას. ასევე ამოქმედდება თბილისის პარკინგის ცენტრალური ოფისი, რომელიც იქნება ცაბაძის 2 ნომერში, სადაც მოქალაქეებს მოემსახურებიან. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ პარკირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახადის გადახდა იქნება შესაძლებელი სწრაფი გადახდის აპარატიდან და ბანკების მეშვეობით. თბილისის პარკინგის თანამშრომლები აღჭურვილები იქნებიან შესაბამისი ტექნიკით, რაც საქმიანობისთვის სჭირდებათ. შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირად გამართული იქნება პროცესი, რომელსაც კომპანია წარმართავს. მინდა ვთხოვო თბილისის მოსახლეობას, დაიცვან პარკირების მომსახურების სარგებლობისთვის აუცილებელი წესები. ჯარიმებიდან შემოსული ყველა თეთრი იქნება მიმართული თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის გაძლიერებისკენ და არსებული რეალობის შესაცვლელად. მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა, ზოგადად პარკირების სისტემის გამართვა, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის პარკირების ვებგვერდის მისამართია - TP.ge.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'ახლა 'ქართული ოცნება' არჩევანის წინაშეა' - 'ევროპული საქართველო' ხორავას ქუჩის საქმეზე უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვა
კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ
სალომე ზურაბიშვილი - როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?
საპატრიარქო - ეკლესია ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას ეწინააღმდეგება
შს სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს
სალომე ზურაბიშვილი – საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? – ცხადია, რუსეთმა
ილია მეორე - რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს
მამა დავით ისაკაძე - სააკაშვილის რეჟიმსაც ეგონა, რომ უძლეველი იქნებოდა, ასე უნდა იფიქროს დღევანდელმა ხელისუფლებამაც - ვერ გაიმარჯვებენ!
ფინანსთა მინისტრი 'იბერიას' საქმეზე - გინდა ვიდეო ჰქონდეთ, გინდა აუდიო - 50 მილიონი ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ
საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება
მთავრობა განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრული პროექტების განსახორციელებლად რესურსების მობილიზებას იწყებს
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა
'ქართული ოცნება' ზუგდიდის მერის და მისი მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მარიხუანას წარმოების გეგმის პარალელურად მისი მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა - შსს ინფორმაციას ავრცელებს 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი