Loading...
Close
25 აპრილი 2018 00:24
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს
დღის თემა
ბოძაშვილი პარლამენტს - ამ სიბრიყვის კეთებას, არ ჯობია მიიღოთ კანონი ეროვნული სიწმინდეებისა და საგანძურის დაცვის თაობაზე?!
ეკონომიკა
კომპანია Gebrüder Weiss-ი საქართველოში დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს
ახალი ამბები »»»
ვიდეო
სარგსიანი გადადგა - ერევანში ზეიმია
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
იზრდება გართობის, დასვენების, კულტურული ღონისძიებების ეკონომიკა - თბილისის ღამის ეკონომიკის პრეზენტაცია 
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
პოლიტიკა
ზარდიაშვილი - ანა დოლიძე ცდილობს გადაფაროს ის საშინელი შეწყალებები, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განახორციელა
გამოქვეყნების დრო – 16 აპრილი 2018 14:51
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისგანცხადებას პასუხობს, რომელიც მიიჩნევს, რომ ზარდიაშვილის მეუღლემ თანამდებობა უნდა დატოვოს. ვანო ზარდიაშვილი აბსურდულს უწოდებს ანა დოლიძის მოსაზრებას, რომ მისმა მეუღლემ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხზე.

„ჩემი მეუღლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობს იმ დროიდან, როდესაც მე საერთოდ აზრადაც არ მქონდა, რომ პოლიტიკაში მოვხვდებოდი. ჩემი მეუღლე იმ უწყებაში 8 წელზე მეტია მუშაობს და მუშაობა დაწყებული აქვს პირველი საფეხურიდან, სპეციალისტის რანგიდან. რაც შეეხება იმას, თუ რისთვის სჭირდება ანა დოლიძეს ეს განცხადებები, ვიცით, რომ ის არის პრეზიდენტის წარმომადგენელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გადაფაროს ის საშინელი შეწყალებები, რომელიც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განახორციელა ქორიძის და ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება თვითონ ანა დოლიძეს, კარგად მოიკითხოს თავისი ოჯახის ნათესავები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თუ სკოლაში და თუ ის იტყვის, რომ მისი ყოფილი ქმარი ახდენს მასზე ზეგავლენას, შემდეგ ვიმსჯელებ, შეიძლება თუ არა ეს იყოს ინტერესთა კონფლიქტი“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

ანა დოლიძის განცხადებით, მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

"ჩემთვის, როგორც საბჭოს წევრისთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ მოსამართლეთა შეფასების დეპარტამენტის დირექტორი თინათინ აბრალავა არის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვანო ზარდიაშვილის მეუღლე, ამავე დროს ფრაქციის თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ნათესავი. ეს ძალიან დიდ ზიანს აყენებს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს იმიტომ, რომ მოსამართლეების შეფასების დეპარტამენტში გროვდება მთელი ინფორმაცია საბჭოს წევრები როგორ აფასებენ მოსამართლეებს. მოსამართლეების შეფასების დეპარტამენტი არის დეპარტამენტი, სადაც გროვდება ყველანაირი ინფორმაცია, როგორიც არის მოსამართლეთა გადაწყვეტილებები, მათი ქულები, ჩვენ, საბჭოს წევრები რას ვფიქრობთ მოსამართლეებზე, რას ამბობენ მოსამართლეები გასაუბრებაზე, სად აქვთ სესხი, ყველა ეს ინფორმაცია გროვდება კონკრეტულად აი ამ თანამდებობის პირის ხელში და მუშავდება. გარდა ამისა, მის ხელშია ინფორმაცია, რომელზეც ჩვენ ვაყრდნობთ ჩვენს გადაწყვეტილებას. ამ დეპარტამენტის მიერ დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე საბჭოს წევრები იღებენ გადაწყვეტილებას დანიშნონ თუ არა მოსამართლე. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ დეპარტამენტის უფროსი არის "ქართული ოცნების" ორი ლიდერის მაღალი თანამდებობის პირის ახლო ნათესავი და ოჯახის წევრი, წარმოშობს საშიშროებას, რომ ეს პროცესი, რომელიც ძალიან მგრძნობიარეა, მოხვდეს პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და ამ პროცესს მეტი ჩრდილი არ სჭირდება“, - განაცხადა დოლიძემ.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მათიკაშვილი - ანა დოლიძეს ვურჩევდი, ყურადღება გაამახვილოს იმ ადამიანებზე, ვისაც პრეზიდენტი იწყალებს
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge