Loading...
Close
25 აპრილი 2018 00:57
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს
დღის თემა
ბოძაშვილი პარლამენტს - ამ სიბრიყვის კეთებას, არ ჯობია მიიღოთ კანონი ეროვნული სიწმინდეებისა და საგანძურის დაცვის თაობაზე?!
ეკონომიკა
კომპანია Gebrüder Weiss-ი საქართველოში დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს
ახალი ამბები »»»
ვიდეო
სარგსიანი გადადგა - ერევანში ზეიმია
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
იზრდება გართობის, დასვენების, კულტურული ღონისძიებების ეკონომიკა - თბილისის ღამის ეკონომიკის პრეზენტაცია 
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
სამართალი
რატომ გაათავისუფლა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვეფხია ბაქრაძე შეწყალების კომისიამ - პრეზიდენტის განცხადება
გამოქვეყნების დრო – 16 აპრილი 2018 15:13
რატომ გაათავისუფლა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვეფხია ბაქრაძე შეწყალების კომისიამ - შესაბამის თემაზე განმარტებები სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა.

''ბუნებრივია ძალიან მძიმე გადასატანია, ყოველი ასეთი შემზარავი ძალაოდბის ფაქტი. კიდევ უფრო მეტად მძიმეა ეს მოვლენა, იქიდან გამომდინარე, რომ ეჭვმიტანილი ამ დანაშაულში იქნა შეწყალებული ჩვენს მიერ. საზოგადოებას გაუჩნდა ლეგიტიმური კითხვები, რომელიც მოითხოვს ახსნას და მზად ვართ, ყველა დასმულ კითხვას ვუპასუხოთ. მზად ვართ მეც და ზვიად ქორიძე - შეწყალების კომისიის თავმჯდომარე. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჩვენ მაქსიმალურად ამომწურავი ინფომაცია გვინდა მივცეთ საზოგადოებას, დავიწყებთ ფაქტებით - 2014 წლის აგვისტოში მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობის აქტი თავისი მეუღლის მიმართ, თუმცა, მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ ორწლინახევრის შემდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო იქნა დაპატიმრებული, რომელსაც ორივე დანაშაულისთვის მიესაჯა სასჯელი. მან ერთხელ მიმართა შეწყალების კომისიას და მისი თხოვნა უარყოფილი იქნა. მეორე მიმართვის დროს კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი. პირველ რიგში აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, სადაც არის დასკვნები და არ არის მითითებული, რაიმე სულიერი აშლილობა. ამ ყველაფერს თან ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და ასევე ის, რომ იგი ოთხი შვილის მამა იყო. აქვე, დავამატებ რომ ამ თხოვნას თან ერთვოდა ოჯახის გამოხატული სურვილი, ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე. ეს ერთადერთი დეტალია, რომელზეც მეტ კონკრეტიკას ვერ მოგაწვდით.

კომისიამ მომმართა სრული გათავისუფლების თაობაზე. მე მხოლოდ გავანახევრე სასჯელი. რომ არ მომეკლო 6-7 თვე, ბრალდებული მოიხდიდა კალენდარულ სასჯელს. ჩვენ უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ ამ მოვლენას.

ჩვენ დროებით ვწყვეტთ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემას, სანამ არ გავივლით კონსულტაციას შეწყალების პროცესის ყველა აქტორთან, რაც თავის თავში მოიცავს არა მარტო სახელმწიფო უწყებებს, ვინც ჩვენ გვაძლევს დახასიათებებს, არამედ აგრეთვე იმ ჯგუფებს, რომლებიც სპეციფიკურად ძალადობაზე მუშაობენ, ქალთა მიმართ ძალადობაზე მუშაობენ და შესაძლოა, მოგვცენ უფრო მეტი დაკონკრეტებული რჩევა ამ თემების გააზრებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ამის შემდეგ აღადგენს კომისია გადაწყვეტილების მიღების პროცესს ძალადობრივ დანაშაულებებთან მიმართებაში", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: შს მინისტრის მოადგილე ვეფხია ბაქრაძის საქმეზე -  არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში იყო გამართლებული
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge