Loading...
Close
12 დეკემბერი 2018 05:51
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულ შსს-ს ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
16 აპრილი 2018 15:17
პროკურატურის მიერ ოჯახში ძალადობის ფაქტზე დაკავებულ შსს-ს ორ თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, - ამის შესახებ ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორი პირის მიმართ, მათ შორის, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სამორიგეო განყოფილების თანამშრომელს გ.ბ.-ს, ხოლო მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებულს, შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელს ი.ბ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გ.ბ. და ი.ბ. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად 11 აპრილს სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქალაქ ახალციხეში დააკავეს.

გამოძიებით დადგინა, რომ 2018 წლის 9 აპრილს, საღამოს საათებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ.ბ.-მ სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე ძმის მეუღლეს შ.ჩ.-სა და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც დაზარალებულებმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ხოლო აღნიშნულის შემდგომ მისმა ძმამ ი.ბ.-მ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს - შ.ჩ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რამაც შ.ჩ.-ს ძლიერი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ი.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით), ხოლო გ.ბ.-ს 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა და ორი პირის მიმართ) წარედგინათ.

ბრალდებულებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მამუკა ბახტაძე მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობს - Facebook-LIVE
საგარეო უწყება უარყოფს, რომ აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკსი საქართველოს მთავრობამ დაბლოკა
თეა წულუკიანი - არცერთი უცხოელის სახელზე დღეს მიწა არ დარეგისტრირებულა, ვნებათაღელვა და სხვა მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა საჭირო არ არის
პრემიერი - გუნდში არ იქნება მათი ადგილი, ვინც რეფორმების სწრაფ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს
ე.წ. შავი სიებიდან მოქალაქეების ამოწერა და ვალების განულება - პრემიერ-მინისტრის განცხადება
'თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ' - სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმის გაუქმება და პროტესტი იუსტიციის სახლთან
პური გაძვირდა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორ ია კერზაიასთან დაკავშირებით ოჯახის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს
კახა კახიშვილის ინფორმაციით, ინაუგურაციისთვის ძალაშია სამი ლოკაცია - თბილისი, თელავი და წინანდალი, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს შეეძლებათ
ილია მეორე - ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები - ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს?
გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს
თეა წულუკიანი - ოპონენტებს მივმართავ, თუ მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის გათავისუფლება დაგვავალა, რატომ არის დღეს დილით ის საპატიმროში 
ინაუგურაციის პარალელურად, შესაძლოა, ოპოზიციამ თელავში აქცია გამართოს
ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კი, არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე
პრემიერის განკარგულებით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი