ქალბატონ ანა დოლიძეს ვურჩევდი, რომელიც დიდი ხანი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, ყურადღება გაამახვილოს იმ ადამიანებზე, ვისაც პრეზიდენტი იწყალებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ანა დოლიძის საპასუხოდ განაცხადა.
„პრეზიდენტის მიერ შეწყალებულია მოძალადე, რომელმაც საშინელი დანაშაული ჩაიდინა. ქალბატონმა ანამ ურჩიოს პრეზიდენტს, რომ ცოტა მეტი დაფიქრება მართებს, ვიდრე კონსტიტუციით დისკრეციულ უფლებას გამოიყენებს და ვინმეს შეიწყალებს. ვანო ზარდიაშვილის მეუღლე 8 წელია იქ მუშაობს. მან მუშაობა პირველი საფეხურიდან დაიწყო. რას უსვამდა ხაზს ანა დოლიძე ვერ გეტყვით, რადგან 8 წლის წინანდელი ამბავია, რაც ქალბატონმა მუშაობა დაიწყო. ვანო ზარდიაშვილი თუ ელექტორატმა პარლამენტში აირჩია, რა უნდა ექნა მეუღლეს? ეს არის კიდევ ერთი მცდელობაა საკითხი გაურკვეველ სივრცეში გადაიტანონ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge