Loading...
Close
12 დეკემბერი 2018 06:03
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ჯო პაუელი ღია წერილს ავრცელებს - საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს გლობალური ლიდერი
16 აპრილი 2018 18:54
ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჯო პაუელი ღია წერილს ავრცელებს სადაც საუბრობს საქართველოს შედეგების შესახებ ბოლო წლების განმავლობაში. წერილს IDFI ავრცელებს.

''Freedom House-ის თანახმად, 2017 წელს, დემოკრატიამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სერიოზული კრიზისი განიცადა, როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, კანონის უზენაესობა და სამოქალაქო საზოგადოება დარტყმის ქვეშ მოექცა. ღია მმართველობის მხარდამჭერებმა ნახეს, თუ როგორ შეირყა ბევრ ქვეყანაში მათ მიერ დიდი ძალისხმევით მიღწეული წარმატებები, ხოლო ღიაობის მომხრე პოლიტიკოსებმა ბევრგან ვერ შეძლეს ჩაკეტილი მთავრობების აღზევების შეჩერება.

საქართველო სწორედ ამ კონტექსტში გახდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP–Open Government Partnership) თანათავმჯდომარე, რაც დიდი მიღწევა და აღიარებაა იმისა, თუ რამდენად წინ წავიდა ქვეყანა 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ და რამდენად სერიოზულად აღიქვამს იგი ღია მმართველობის პარტნიორობას. ივლისში, თბილისი უმასპინძლებს სახელმწიფოთა მეთაურებს, მინისტრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს 75-ზე მეტი ქვეყნიდან. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო შეხვედრა, რაც კი ოდესმე ჩატარებულა საქართველოში. ამ ღონისძიებაზე საქართველოს აქვს შესაძლებლობა მსოფლიოს უფრო იმედიანი გზა დაანახოს – გზა, რომელიც მოქალაქეზეა ორიენტირებული და რომელიც მიმართულია ღია მმართველობის რეფორმის გაღრმავებისკენ, რათა გაიზარდოს სახელმწიფო სერვისების ეფექტურობა და შემცირდეს კორუფცია.

საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მყოფ საქართველოს მის ბევრ წარმატებაზე შეუძლია ისაუბროს. ღია მმართველობის პარტნიორობის შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმის (Independent Reporting Mechanism – IRM) ბოლო ანგარიში გამორჩეულ პროგრესზე მიუთითებს: თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის ამოქმედება, მოქალაქეთა ჩართულობა აუდიტის პროცესში და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღება. 2017 წლის ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, ფისკალური გამჭვირვალობის მხრივ საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა, რითიც წინ უსწრებს ბევრ ძველ დემოკრატიას, მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. საქართველოს იუსტიციის სახლის იდეა, როგორც ერთიანი სივრცე, სადაც მოქალაქეებს მარტივად და ქრთამის გარეშე შეუძლიათ ძირითადი სამთავრობო სერვისების მიღება, რამდენიმე ქვეყანაში გავიდა ექსპორტზე. სხვა ქვეყნებს შეუძლიათ გაიზიარონ ამ რეფორმების შედეგად მიღებული გამოცდილება, რათა აღადგინონ მთავრობის მიმართ ნდობა, სამართლიანად განკარგონ ბიუჯეტი და შეამცირონ კორუფცია.

საქართველოს შემთხვევაში გამორჩეული კიდევ ის არის, რომ ღია მმართველობის დღის წესრიგში აღმასრულებლის გარდა ხელისუფლების სხვა შტოებიც არიან ჩართულნი, მათ შორის პარლამენტი, სასამართლო და სხვა საზედამხედველო დაწესებულებები, თბილისის მერია და ადგილობრივი თვითმმართველობები. „ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი“, სადაც სამოქალაქო საზოგადოება და სახელმწიფო უწყებები თანასწორუფლებიანები არიან , ღიაობის მხარდამჭერი ძლიერი კოალიციაა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქვეყნისთვის, რომელიც ჯერ კიდევ განიცდის გარე ჩარევებს მის პოლიტიკაში და რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია.

ასეთი წარმატების პირობებში, უმნიშვნელოვანესია, რომ ღია მმართველობის მოძრაობისთვის ამ გადამწყვეტ წელს საქართველო არ დაჯერდეს წარსულ მიღწევებს, და ამის ნაცვლად წარმოადგინოს მომავლის გაბედული ხედვა, რომელიც რეფორმების გაგრძელებას დაადასტურებს. დემოკრატიული უკანდახევა ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს; ეს საფრთხე ღია მმართველობის პარტნიორობის რამდენიმე წევრმა ქვეყანამ დაადასტურა ბოლო წლების განმავლობაში. საქართველოს მრავალი მოქალაქე და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია ითხოვს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნას; საჭიროა ელექტრონული პეტიციების ახალი პლატფორმის (Ichange) შესახებ ცნობიერების ამაღლება; უნდა შეიქმნას მოქალაქეთა მონაწილეობის ინსტიტუციური მექანიზმები მმართველობის ყველა დონეზე; უახლოეს თვეებში მოსალოდნელია დიდი ხნის განმავლობაში არსებული დაპირების შესრულება – ინფორმაციის თავისუფლების კანონის მიღება. გარდა ამისა, საქართველომ უნდა დაიწყოს 2016 წელს ლონდონის ანტიკორუფციულ სამიტზე აღებული ვალდებულებების განხორციელება; ესენია ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების ბენეფიციარი მფლობელების რეესტრის შექმნის შესაძლებლობის განხილვა და ღია კონტრაქტების სტანდარტის პრინციპების დანერგვა.

ეს ის რეფორმებია, რომლებიც პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეუძლია გამოაცხადოს თბილისის სამიტის გახსნით შეხვედრაზე, რათა დაარწმუნოს საქართველოს მოქალაქეები, რომ ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით მიდის და მაგალითი მისცეს მთელი მსოფლიოდან ჩამოსულ სხვა პოლიტიკურ ლიდერებს.

დემოკრატია და ღიაობა დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას. სწორედ ამიტომ არის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ ასეთი მნიშვნელოვანი. საქართველოს ცალსახად აქვს უნიკალური შესაძლებლობა, შეითავსოს ლიდერის ფუნქცია და მსოფლიოს შესთავაზოს განსხვავებული გზა – მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ტოტალიტარული მმართველობიდან დემოკრატიაზე წარმატებით გადასვლა და მოქალაქესა და ხელისუფლებას შორის ახალი შეთანხმების ჩამოყალიბება. 2018 შეიძლება იყოს ის წელი, როდესაც საქართველო გააორმაგებს მის ძალისხმევას და მსოფლიოს დაანახებს, თუ რატომ არის ღიაობა ასეთი მნიშვნელოვანი", - ნათქვამია წერილში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მამუკა ბახტაძე მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობს - Facebook-LIVE
საგარეო უწყება უარყოფს, რომ აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკსი საქართველოს მთავრობამ დაბლოკა
თეა წულუკიანი - არცერთი უცხოელის სახელზე დღეს მიწა არ დარეგისტრირებულა, ვნებათაღელვა და სხვა მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა საჭირო არ არის
პრემიერი - გუნდში არ იქნება მათი ადგილი, ვინც რეფორმების სწრაფ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს
ე.წ. შავი სიებიდან მოქალაქეების ამოწერა და ვალების განულება - პრემიერ-მინისტრის განცხადება
'თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ' - სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმის გაუქმება და პროტესტი იუსტიციის სახლთან
პური გაძვირდა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორ ია კერზაიასთან დაკავშირებით ოჯახის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს
კახა კახიშვილის ინფორმაციით, ინაუგურაციისთვის ძალაშია სამი ლოკაცია - თბილისი, თელავი და წინანდალი, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს შეეძლებათ
ილია მეორე - ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები - ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს?
გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს
თეა წულუკიანი - ოპონენტებს მივმართავ, თუ მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის გათავისუფლება დაგვავალა, რატომ არის დღეს დილით ის საპატიმროში 
ინაუგურაციის პარალელურად, შესაძლოა, ოპოზიციამ თელავში აქცია გამართოს
ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კი, არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე
პრემიერის განკარგულებით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი