Loading...
Close
19 აპრილი 2019 02:23
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
მიხეილ სააკაშვილი - იმ ხალხმა, ვინც ცუდად იცის ისტორია, პოპულიზმად მონათლა ჩემი შეტევა მევახშეებზე
17 აპრილი 2018 11:11
"ცნობისთვის - 1933 წლის 4 მარტის ინაუგურაციის შემდეგ, რუზველტმა პირველ რიგში მოიწვია კონგრესის სპეციალური სესია, რომელმაც 100 დღის განმავლობაში შეიმუშავა ახალი კურსის საკანონმდებლო საფუძვლები კრიზისის მოთოკვის მიზნით", - შესაბამის პოსტს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის პირად გვერდზე აქვეყნებს.

''იმ ხალხმა, ვინც ცუდად იცის ისტორია, პოპულიზმად მონათლა ჩემი შეტევა მევახშეებზე. და ისე, ცნობისთვის - 1933 წლის 4 მარტის ინაუგურაციის შემდეგ, რუზველტმა პირველ რიგში მოიწვია კონგრესის სპეციალური სესია, რომელმაც 100 დღის განმავლობაში შეიმუშავა ახალი კურსის საკანონმდებლო საფუძვლები კრიზისის მოთოკვის მიზნით. კანონპროექტების უმეტესობა "გონების ტრესტის" მიერ ჯერ კიდევ არჩევნებამდე შემუშავდა. ახალი კურსის პირველ კანონებს უნდა აღედგინათ მოსახლეობის ნდობა მთავრობისადმი, მხარი დაეჭირათ ეროვნული ვალუტისთვისა და ეკონომიკისათვის მთლიანობაში ფასების დაცემის შეჩერების მიზნით. იგეგმებოდა უმუშევრებისთვის დახმარების გაწევა, უმთავრესად _ მშენებლობის სტიმულირების მასშტაბური პროგრამის ჩარჩოებში, აგრეთვე უმუშევრებისადმი დახმარების ფედერალური მხარდაჭერის პროგრამის მეშვეობით, რომლებსაც შტატები ანხორციელებდნენ. მთლიანობაში რუზველტის ამოცანა იყო ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა კერძო მეწარმეობის სისტემის შენარჩუნების თანხლებით.

1933 წლის 6 მარტს პრეზიდენტმა ოთხდღიანი საბანკო "არდადეგები" გამოაცხადა. კონგრესმა რუზველტის ინიციატივა მოიწონა და ფინანსთა სამინისტროს ბანკების შემოწმება დაავალა. ჩატარებული რევიზიის შემდეგ, მხოლოდ პირველი თვის განმავლობაში ახალმა ადმინისტრაციამ მილიარდზე მეტი დოლარი დამალული აღმოაჩინა. გლას-სტიგალის კანონმა 1933 წელს გააფართოვა ფედერალური სარეზერვო სისტემის მმართველთა საბჭოს უფლებამოსილებანი, რომელიც საბანკო სისტემას აკონტროლებდა. ამ ორგანომ ბანკები აიძულა გაეყოთ სადეპოზიტო და საინვესტიციო ფუნქციები, დააწესა დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია. სახლის მფლობელთა კორპორაციამ (შეიქმნა 1933 წელს) შემდგომი სამი წლის განმავლობაში მილიონ სახლის მეპატრონეს გადასცა სესხი 2 მილიარდზე მეტი დოლარის ოდენობით. რუზველტმა გააუქმა ოქროს სტანდარტი იმ იმედით, რომ საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებში დოლარის ღირებულება დაეცემოდა, ხოლო შიგა ფასები გაიზრდებოდა. ამ ზომებმა მართლაც გამოიწვია ფასების ზრდა, დოლარის ღირებულების საერთაშორისო ბაზრებზე, ოღონდ _ ხანმოკლე ვადით. ფასების მომატების კამპანიის წარმატების შეწირვით გარისკვა რუზველტს არ სურდა, ამიტომაც რუზველტმა უარყო ლონდონის ეკონომიკური კონფერენციის წინადადება ვალუტების საერთაშორისო კურსის სტაბილიზების თაობაზე (1933 წ.). კანონებმა ფასიანი ქაღალდებისა (1933 წ.) და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის შესახებ (1934 წ.) ინვესტორები თაღლითური გარიგებებისაგან დაიცვა, რომელმაც საფონდო ბაზარი 1920-იანი წლებში საგრძნობლად შეასუსტა. კანონმა ბანკების შესახებ (1935 წ.) კიდევ უფრო გააძლიერა ფედერალური კონტროლი ბანკებზე, საკრედიტო სისტემებზე და ფასიანი ქაღალდების ბრუნვაზე. ამ ზომებმა თანდათან აღადგინეს ნდობა საფინანსო სისტემებისადმი. სხვა კანონებთან შესაბამისად, შეიქმნა პოტენციურ მომხმარებლებზე სახსრების გადანაწილების სააგენტოები. საგანგებო დახმარების გაწევის ფედერალურმა ადმინისტრაციამ ჰარი ჰოპკინსის მეთაურობით, შტატებს 200 მილიონი დოლარი უმუშევრებისთვის პირდაპირი დახმარების გაწევისათვის გადასცა'', - წერს მიხეილ სააკაშვილი პირად გვერდზე.


Image may contain: 1 person, sitting, table and indoor

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ეკონომიკის მინისტრმა პოსტი დატოვა - გიორგი ქობულია განცხადებას ხვალ გააკეთებს
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 'საერთო სასამართლოების შესახებ' კანონპროექტში შესწორებები შევიდა
შენობით ფორმით მიმართვის გამო ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო
კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ, უნდათ ფირის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ - გადაღებვის ვაუჩერს
ლევან მურუსიძე - კარგი იქნებოდა, რომ გირგვლიანის საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ შემხვდა - მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადის შემცირებას სთავაზობს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ (ფოტო)
გიორგი გახარია - გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით, საქართველო ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში
'იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობას' აშშ-იც უარყოფს - ლევან იზორია
'კლანი უნდა წავიდეს' - NGO-ები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 
პრემიერი - ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა
დავით მაღრაძე - ჩვენთან ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილები!
გია გაჩეჩილაძე - სანდრო გირგვლიანი, მკვდარი კაცი ამ ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას
მაია ცქიტიშვილი - ეს არ არის ოპონენტების დევნა - ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი