Loading...
Close
21 სექტემბერი 2018 19:45
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პერსონა
ცხოველთა დამცველი, რომელსაც სახლში 40 კატა და 2 ძაღლი ჰყავს
17 აპრილი 2018 11:25
სპეციალურად ''ეურუსისთვის'' - ჟურნალისტი ეკა ჯანიაშვილი


თიკო კვალიაშვილი 27 წლის მუსიკოსია, რომელიც უკვე 4 წელზე მეტია სამოქალაქო აქტივიზმის სფეროში საქმიანობს, ცხოველთა უფლებების დაცვის კუთხით. თიკო საკუთარი გვერდის მეშვეობით იმ ცხოველებს პოულობს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ და ხშირად საკუთარ სახლშიც მიჰყავს რეაბილიტაციისთვის. ამბობს, რომ ცხოველთა დაცვისას მრავალი საინტერესო და სარისკო თავგადასავალი გადახდენია. გარდა ამისა, 27 წლის მუსიკოსი მონაწილეობს როგორც ცხოველთა, ისე ადამიანთა უფლებების დაცვის მრავალ აქციაში. ამ და სხვა თემებზე თიკო „ეურუსს“ ესაუბრა.

: რა როლს თამაშობენ ცხოველები თქვენს ცხოვრებაში და როდის და რატომ დაინტერესდით ამ საქმიანობით?

- ცხოველები ბავშვობიდან მიყვარდა. ყოველთვის მყავდა ოჯახში ძაღლი, კატა, მგლის ლეკვიც კი. რამდენიმე წლის წინ, როდესაც სოციალურ ქსელში გავაქტიურდი, გავიცანი ცხოველთა მოყვარული ადამიანები, რომლებიც შესაბამის ჯგუფში გაწევრიანებული იყვნენ. იყო შემთხვევა, როცა ლეკვები სასწრაფოდ უნდა გაჩუქებულყო. ამისთვის ე.წ. ივენთი შევქმენი, რომელმაც იმდენად კარგად იმუშავა, რომ შევძელი დამატებით რამდენიმე ცხოველის გაჩუქება. ამის დახმარებით შემოვიკრიბე გარკვეული სეგმენტი ცხოველთა მოყვარული ადამიანებისა, რომლებმაც მირჩიეს გვერდის, „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის“ შექმნა, რომელსაც 42 ათასზე მეტი მომწონებელი ჰყავს და ცხოველთა მოყვარული ხალხის მობილიზებით ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ ცხოველებს. ზოგადად, არც საკუთარი ორგანიზაცია მაქვს და, გულწრფელი ვიქნები, არც ამის სურვილი გამაჩნია. თავს ძალიან კომფორტულად და თავისუფლად ვგრძნობ სამოქალაქო აქტივისტის ამპლუაში.

- რამდენად ეფექტურია თქვენი გვერდი და ზოგადად, საიდან იგებთ დახმარების საჭიროების მქონე ცხოველთა შესახებ?

- ამ გვერდის საშუალებით ძალიან ბევრი ცხოველთა მოყვარული შევკრიბე და ძალიან ბევრი ცხოველი გადავარჩინეთ საერთო ძალებით, ფინანსური თუ ფიზიკური რესურსების მობილიზებით. იმ ცხოველთა შესახებ კი, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, სოციალური სივრცის საშუალებით ვიგებ. არის მომენტები, როდესაც მირეკავენ. ვცდილობ, რომ ჩემი ნომერი ბევრმა არ იცოდეს, რადგან ერთი ადამიანი ვარ და არ მაქვს რესურსი. ადამიანებს ჰგონიათ, რომ როცა რამეს აკეთებ, შეგიძლია ბევრ რამეს მოედო და ყველაფერი ერთად შეასრულო, მაგრამ რობოტი არ ხარ. როცა უარს ეუბნები დახმარებაზე, სწყინთ. უმეტესობა კი ცდილობს შენს დისკრედიტაციას და საქმიანობის შეურაცხყოფას. ამიტომ მირჩევნია, უფრო სოციალური ქსელით მქონდეს კონტაქტი.

- რა გამორჩეული ისტორიები უკავშირდება თქვენს საქმიანობას?

- ჩემი საქმიანობა თავგადასავლებითაა სავსე. არ მახსოვს არცერთი გასვლა ცხოველის დასახმარებლად, რომ განსაკუთრებული სიტუაციით არ დამთავრებულიყო. მაგ.; ჩავრჩენილვართ სოფელში ავარიაში მოყოლილი, აგრესიული ძაღლით, შემდეგ კი ევაკუატორი გამოგვიძახებია.
იყო შემთხვევა, როცა 20 მეტრის სიღრმეზე მღვიმეში ჩავედი ჩაყრილი ძაღლების ამოსაყვანად. საქართველოში ხალხის ნაწილი ცხოველს ნივთად მიიჩნევს- როცა აღარ სჭირდებათ, ყრიან. განსაკუთრებით, ეს პრობლემა რეგიონებში გვხვდება. თერჯოლის რაიონში, გაუქმებულ მღვიმეში ნაგავთან ერთად ძაღლები ჰყავდათ ჩაყრილი. მე და ჩემი მეგობრები მათ დასახმარებლად პალეონტოლოგების ჯგუფთან ერთად წავედით. საკმაოდ რთული იყო ჩემი იქ ჩასვლა, რადგან სიმაღლის შიში მაქვს და პირველად თოკის მართვაც რთულია, მაგრამ გავრისკე.
ვხვდები, რომ ზოგჯერ ჩემს სიცოცხლეს ვუქმნი საფრთხეს, მაგრამ არის ისეთი სიტუაციები, როცა ცდილობ გადაარჩინო და აღარ ფიქრობ იმაზე, რომ შენც შეიძლება დაზიანდე. მაგალითად, ერთხელ ავტობანზე დავინახე მანქანით გატანილი ძაღლი, გადმოვხტი და ძაღლს გადავეფარე დიდი მოძრაობის მიუხედავად.

- რა დამოკიდებულება გაქვთ ცხოველთა თავშესაფრების მიმართ, რამდენად ხვდებიან თქვენ მიერ ნაპოვნი ცხოველები ამ დაწესებულებებში?

- ცხოველები თავშესაფრებში არ მიგვყავს, თუ არ იქმნება განსაკუთრებული სიტუაცია. არის რამდენიმე გზა: ვეძებთ ფასიან შემფარებლებს, პირადად მე მიმყავს სახლში, ან გვყავს კლინიკებში. მიმაჩნია, რომ თავშესაფრები ისედაც გადავსებულია და ძნელდება დაავადებებისა და ჰიგიენის კონტროლი. ამიტომ არ მსურს, რომ ჩემი ცხოველებით კისერზე დავაწვე თავშესაფარს. ნაპოვნ ცხოველებს დახმარების აღმოჩენის შემდეგ ვაჩუქებთ, ამის შედეგად ძალიან ბევრი ცხოველია დაბინავებული. თუმცა, გვყავს ერთი ფიზიკური ნაკლის მქონე, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ გავაჩუქეთ, რადგან არავინ ისურვა.

- როგორც ახსენეთ, ცხოველები ზოგჯერ მოსავლელად სახლში მიგყავთ. როგორია თქვენი ოჯახისა და მეგობრების დამოკიდებულება ამის მიმართ?

- მეგობრები ხშირად არანორმალურად მიმიჩნევენ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პატივს სცემენ ჩემს საქმიანობას და ძალიან ბევრი სწორედ ამ სფეროში გავიცანი. ისინი ხშირად მეხმარებიან, გვერდში მიდგანან. სახლში 40 კატა და 2 ძაღლი მყავს და ოჯახის წევრები ხშირად ხედავენ ტრავმირებულ ცხოველებს. ზოგადად, როცა არ ხარ ამ საქმიანობაში მთლიანად ჩართული, ძალიან რთულია მისი გაცნობიერება და აღქმა, თუმცა მათ სხვა გზა არ აქვთ, ჩემი არჩევანის გათვალისწინებით. როდესაც დახმარება მჭირდება, ყოველთვის ვპოულობ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც გვერდში მიდგებიან.

- როგორ უმკლავდებით ამდენი ცხოველის მოვლას და ზოგადად, რა ძირითადი დაბრკოლებები გხვდებათ ამ საქმიანობაში?

- ეს ყველაფერი ძალიან რთულია, თუმცა ვფიქრობ, რომ ცხოველთა მოყვარულის სტანდარტს ვაკმაყოფილებ. ყველა ცხოველი სტერილურია, არ მრავლდებიან, იკვებებიან და არიან ვაქცინირებულები. არ ვაპირებ სხვა ცხოველების აყვანას, რადგან ჩემი რესურსებით მათ ვეღარ გავწვდები და ეს იქნება შემგროვებლობა, რაც, ჩემი აზრით, დაავადებაა.
რაც შეეხება დაბრკოლებებს, ძირითადი პრობლემა ფინანსების მობილიზებაა. გვჭირდება ტრანსპორტი თუ კლინიკების ხარჯის დაფარვა. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკები გარკვეულ შეღავათებს გვიკეთებენ, ეს საქმიანობა, ფინანსური თვალსაზრისით, მაინც საკმაოდ რთულია.

- როგორია საზოგადოების განწყობა თქვენი საქმიანობის მიმართ და თქვენი აზრით, რა დონეზეა საქართველოში ცხოველთა დაცვა?

- საზოგადოების უმეტესობა იწონებს ჩემს საქმიანობას და ცდილობს, რომ დამეხმაროს. თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ცხოველის დახმარებამდე ადამიანებს უნდა დავეხმაროთ. ვფიქრობ, რომ ადამიანებს ისედაც ბევრი დამხმარე ჰყავთ, პირველყოვლისა, საკუთარი თავი. რაც კი გამიჩნდა აქტივიზმისკენ მიდრეკილება, ყოველთვის ვიყავი უმცირესობაში მყოფი დაჩაგრული არსებების მხარეს. ადამიანებსაც ვეხმარები და ცხოველებსაც, თუმცა ჩემთვის მთავარი ცხოველია, რადგან ყველაზე ნაკლებად მათზე ზრუნავენ ჩვენს ქვეყანაში.

ცხოველთა დაცვის მხრივ საქართველოში საკმაოდ რთული ვითარებაა. კანონის 259-ე მუხლი რეალურად ძალიან სუსტი კანონია. არ გვაქვს ის ბერკეტები, რომელიც ცხოველზე მოძალადეს საკადრისად დასჯის. მაშინ, როდესაც ძაღლის ცემისთვის საბერძნეთში ან 25 000 ევროს გადახდა უწევთ, ან სამი წლით ციხეში წასვლა, საქართველოში ძაღლის მოკვლაზე 500 ლარით აჯარიმებენ ადამიანს და ეს მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც საზოგადოება და მედია ჩაერთვება პროცესში. არასდროს ვიყავი მომხრე, რომ მსგავსი ბერკეტებით დასჯილიყვნენ ადამიანები, თუმცა სხვა გამოსავალი არაა.

- კონსერვატორიაში სწავლობდით და მუსიკოსი ხართ. როგორ უთავსებდით ამ ორ საქმიანობას ერთმანეთს და ახლა რა ეტაპზე ხართ მეორე პროფესიაში?

- კონსერვატორიაში პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც დავიწყე ცხოველების დაცვა. ადამიანები მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ნიჭი ვერ გამოვიყენე და „ძაღლებს გადავყევი“. მუსიკა მოითხოვს პუნქტუალობას, მეცადინეობას. ძალიან რთულია იყო მუსიკოსი, როცა მეორე საქმიანობა ასეთი გაქვს და სტრესულ გარემოში ხარ.

- რა პროექტები უკავშირდება თქვენს სახელს ცხოველთა დაცვის სფეროში და მომავალში რას აპირებთ ამ კუთხით?

- ვმართავთ აქციებს „დააპურე დაუცველი“. ვირჩევთ კონკრეტულ ადგილმდებარეობებს, სადაც ვაგროვებთ საკვებს, სხვადასხვა ნივთს და ვურიგებთ იმათ, ვისაც უჭირთ და ბევრი ცხოველი ჰყავთ. ზოგჯერ, რეგიონებშიც გაგვიგზავნია. მომავალში სხვა აქციებსაც ვგეგმავთ.
მეუბნებიან, რომ ეს საქმიანობა არ უნდა დავტოვო, რადგან ვარ ის ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც ხშირად ახსენებენ, როდესაც ცხოველს დახმარება სჭირდება. ბევრს აქვს ჩემი იმედი, თუმცა მინდა, რომ განვვითარდე და ჩემს ცხოვრებასაც მივხედო. ალბათ, გარკვეული დროის შემდეგ ჩემი საქმით, მუსიკით დავკავდები. ამ საქმიანობის წამოწყებას არ ვნანობ, რადგან თითოეული გადარჩენილი ცხოველი ახალი ენერგიითა და დადებითი ემოციებით მავსებს. დაბრკოლებების მიუხედავად, მთავარი ისაა, რომ ამ წლების განმავლობაში ასეულობით ცხოველი მყავს გადარჩენილი.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'ახლა 'ქართული ოცნება' არჩევანის წინაშეა' - 'ევროპული საქართველო' ხორავას ქუჩის საქმეზე უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვა
კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ
სალომე ზურაბიშვილი - როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?
საპატრიარქო - ეკლესია ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას ეწინააღმდეგება
შს სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს
სალომე ზურაბიშვილი – საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? – ცხადია, რუსეთმა
ილია მეორე - რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს
მამა დავით ისაკაძე - სააკაშვილის რეჟიმსაც ეგონა, რომ უძლეველი იქნებოდა, ასე უნდა იფიქროს დღევანდელმა ხელისუფლებამაც - ვერ გაიმარჯვებენ!
ფინანსთა მინისტრი 'იბერიას' საქმეზე - გინდა ვიდეო ჰქონდეთ, გინდა აუდიო - 50 მილიონი ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ
საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება
მთავრობა განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრული პროექტების განსახორციელებლად რესურსების მობილიზებას იწყებს
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა
'ქართული ოცნება' ზუგდიდის მერის და მისი მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მარიხუანას წარმოების გეგმის პარალელურად მისი მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა - შსს ინფორმაციას ავრცელებს 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი