Loading...
Close
25 აპრილი 2018 00:51
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს
დღის თემა
ბოძაშვილი პარლამენტს - ამ სიბრიყვის კეთებას, არ ჯობია მიიღოთ კანონი ეროვნული სიწმინდეებისა და საგანძურის დაცვის თაობაზე?!
ეკონომიკა
კომპანია Gebrüder Weiss-ი საქართველოში დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს
ახალი ამბები »»»
ვიდეო
სარგსიანი გადადგა - ერევანში ზეიმია
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
იზრდება გართობის, დასვენების, კულტურული ღონისძიებების ეკონომიკა - თბილისის ღამის ეკონომიკის პრეზენტაცია 
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
Facebook
ნათია ფანჯიკიძე - ქალებს უყვართ სხვისი ხელით ჩადენილი მკვლელობა, ამიტომაც პოულობენ მკვლელები მხარდაჭერას ქალებში
გამოქვეყნების დრო – 17 აპრილი 2018 12:01
''არავის აჩვენოთ შიში და ტკივილი, ეს მოძალადეში არ იწვევს სიბრალულს, მეტად აღვიძებს სადისტს. აჩვენეთ ბრაზი და ეშვები'', - ამ კომენტარით ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფემიციდის თემას სოციალური ქსელის პირად გვერდზე ეხმაურება.

''ხანდახან ქალებს არაცნობიერად ისიც შურთ, როცა სხვა ქალს კლავენ. გშურდათ კარმენის? რა გშურდათ? მისი თავისუფალი ნება, თუ ის, რომ იმდენად მომაჯადოებელი იყო, იმდენ ვნებას იწვევდა, მოკლეს. იქნებ ორივე ერთად? ხანდახან ქალები იმედგაცრუებული რჩებიან, თუ ქალს არ კლავენ, კიდევ უფრო იმედგაცრუებული, თუ ქალი თავს არ იკლავს. ქალებს უყვართ სხვისი ხელით ჩადენილი მკვლელობა. ამიტომაც პოულობენ მკვლელები მხარდაჭერას ქალებში. ამიტომაც არსებობენ ესესელი ქალები თუ ზონდერ-ქალები ნებისმიერ დროს და უხვად.
ყველა ქალი, რომელსაც მსხვერპლზე გადააქვს დანაშაული, მკვლელი არაა, უბრალოდ მშიშარაა. იმდენად ეშინიათ, მსხვერპლი არ გახდნენ, რომ მიზეზს ეძებენ, რომელსაც "თუ არავის მისცემენ, გადარჩებიან". თუმცა მეორე მხრივ, ყველა მხდალი პირდაპირ თუ ირიბად, მკვლელია.
არ არსებობს მიზეზი, რომელიც ვინმეს თქვენი მოკვლის უფლებას ანიჭებს. ნუ ჩხრიკავთ მიზეზებს და მოიშორეთ უმწეობა.
"ადამიანი მტაცებელი ცხოველია, დანარჩენი ყველაფერი მლიქვნელობაა" - მაქს ფრიში.
გაგიკვირდებათ და ჩვენც ადამიანები ვართ, მაშასადამე მტაცებლები. ხოდა, არავის აჩვენოთ შიში და ტკივილი, ეს მოძალადეში არ იწვევს სიბრალულს, მეტად აღვიძებს სადისტს. აჩვენეთ ბრაზი და ეშვები. ის ყველას გვაქვს, საკმარისად ბასრი", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge