Loading...
Close
25 აპრილი 2018 00:51
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
ნიკოლ ფაშინიანი მზადაა, სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდეს
დღის თემა
ბოძაშვილი პარლამენტს - ამ სიბრიყვის კეთებას, არ ჯობია მიიღოთ კანონი ეროვნული სიწმინდეებისა და საგანძურის დაცვის თაობაზე?!
ეკონომიკა
კომპანია Gebrüder Weiss-ი საქართველოში დამატებით 2 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს
ახალი ამბები »»»
ვიდეო
სარგსიანი გადადგა - ერევანში ზეიმია
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
იზრდება გართობის, დასვენების, კულტურული ღონისძიებების ეკონომიკა - თბილისის ღამის ეკონომიკის პრეზენტაცია 
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
საზოგადოება
შეღავათიანი სამგზავრო ბარათების უკანონოდ გამოყნებაზე კონტროლი მკაცრდება
გამოქვეყნების დრო – 17 აპრილი 2018 13:17

თბილისის მერიის ინიციატივით, 2018 წლის 13 აპრილს ცვლილებები შევიდა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში N6-25, რომელიც არეგულირებს მუნიციპალურ ტრანსპორტში შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის წესებს. ცვლილება განაპირობა შეღავათიანი სამგზავრო ბარათების არაკეთილსინდისიერად გამოყენების გახშირებულმა შემთხვევებმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეტანილი ცვლილების შედეგად, სამგზავრო ბარათის არაბენეფიციარის მიერ გამოყენების შემთხვევაში, თბილისის სატრანპორტო კომპანიის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს დააჯარიმოს დამრღვევი და არასწორად გამოყენებული ბარათი ავტომატურად დაბლოკოს 6 თვის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ბარათი ექვემდებარება ავტომატურ, უფასო განბლოკვას.

იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმა გასაჩივრების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაუქმდება, ბარათის კანონიერ მფლობელს შეუძლია მიმართოს მერიის შესაბამის სტრუქტურას განცხადებით, მოითხოვოს ბარათის განბლოკვა და მასზე სამგზავრო ფუნქციის აღდგენა, რაც განცხადების დარეგისტრირებიდან არაუგვიანეს 4 სამუშაო დღეში განხორციელდება.


საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge