Loading...
Close
19 აპრილი 2019 02:36
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ნადირაშვილი - პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ არაადეკვატური და ისტერიული ტონი გამოიყენა
17 აპრილი 2018 13:27
„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ცდილობს, პასუხისმგებლობა აირიდოს იმ მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც მის მიერ შეწყალებულმა პირმა ჩაიდინა. პარტია "ევროპული საქართველო" პრეზიდენტს ურჩევს, რომ სამართლიან კრიტიკაზე ისტერიული და არაადეკვატური პასუხები არ გამოადგება.

„არაადეკვატური და ისტერიული ტონით პასუხი კრიტიკაზე „ქართული ოცნების“ სტილია, რისგანაც ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და მხარში ვედექით პრეზიდენტს. სამწუხაროა, რომ დღეს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ ზუსტად ასეთივე არაადეკვატური და ისტერიული ტონი გამოიყენა, როცა ჩვენ ის სრულიად სამართლიანად გავაკრიტიკეთ. ფაქტია, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პირმა, ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული, 25 წლის ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს და მის შვილებს გამოუსწორებელი ტრავმა მიაყენა. როდესაც მას ამ თემაზე აკრიტიკებ და პასუხად არაადეკვატურ განცხადებას ისმენ, ეს არის ძალიან სამწუხარო. პრეზიდენტმა იმაზე უნდა იფიქროს, რომ ასეთი ფაქტები მომავალში აღარ გამეორდეს და არა იმაზე, რომ პასუხისმგებლობა აიცილოს. ჩვენ ვიცით წინა შემთხვევებიც, როცა მის მიერ შეწყალებულმა ნათესავებმა დანაშაული ხელახლა ჩაიდინეს. ასეთი შემთხვევების დროს პასუხისმგებლობისგან გამოძრომა ლამაზი არ არის – ეს კიდევ უფრო უთავმოყვარეო საქციელია, ვიდრე ის ქმედება, როცა კონსტიტუციას ხელი მოაწერა“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ოთარ კახიძე - მარგველაშვილის ფიგურის დისკრედიტაციას თავად მარგველაშვილი ახდენს
მთავარი თემა

ეკონომიკის მინისტრმა პოსტი დატოვა - გიორგი ქობულია განცხადებას ხვალ გააკეთებს
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ 'საერთო სასამართლოების შესახებ' კანონპროექტში შესწორებები შევიდა
შენობით ფორმით მიმართვის გამო ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელიას მიკროფონი გამოურთო
კახა კალაძე - ტაქსის მძღოლებს ორი ალტერნატივა ექნებათ, უნდათ ფირის ვაუჩერს აიღებენ, უნდათ - გადაღებვის ვაუჩერს
ლევან მურუსიძე - კარგი იქნებოდა, რომ გირგვლიანის საქმის განხილვა არ შემხვედროდა, მაგრამ შემხვდა - მე მივიღე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უნდა მიმეღო კანონით
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის 10-წლიანი ვადის შემცირებას სთავაზობს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ხანძრის შემდეგ (ფოტო)
გიორგი გახარია - გზებზე დაკარგული ადამიანების რაოდენობით, საქართველო ლიდერია როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში
'იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობას' აშშ-იც უარყოფს - ლევან იზორია
'კლანი უნდა წავიდეს' - NGO-ები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 
პრემიერი - ჩვენ ნებისმიერი ძალის წინააღმდეგ დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და 3 ოქროს მედალი მოიპოვა
დავით მაღრაძე - ჩვენთან ყოველთვის იქნებიან ამირეჯიბები, გაჩეჩილაძეები, მაღრაძეები, აქ, არ იქნებიან მურუსიძეები, ზარდიაშვილები!
გია გაჩეჩილაძე - სანდრო გირგვლიანი, მკვდარი კაცი ამ ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას
მაია ცქიტიშვილი - ეს არ არის ოპონენტების დევნა - ოპოზიციის დევნა ნანახი გვაქვს 2012 წლამდე

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი