სომხეთის დედაქალაქში ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
სომხეთის პარლამენტში პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის განხილვა და კენჭისყრა დღეს არის დაგეგმილი. გუშინ კოალიციურმა ძალებმა პრემიერის პოსტზე ოფიციალურად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი წარადგინეს.
მომიტინგეებს პარლამენტის შენობის ბლოკირება და კენჭისყრის ჩაშლა სურთ.
„სომხეთში რევოლუციური სიტუაცია შეიქმნა. მე აქ და ახლა ვაცხადებ ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების შესახებ“, - შესაბამისი განცხადება ერევანში მიმდინარე მიტინგების ორგანიზატორმა, პარტია „სამოქალაქო თანხმობის“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge