Loading...
Close
22 სექტემბერი 2018 16:41
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
შს მინისტრის კომენტარი ბარნოვის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით 
17 აპრილი 2018 14:14
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული და გამოძიება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა თქმა უნდა უმკაცრესი ღონისძიებები უნდა იყოს გატარებული, გამოძიება უნდა დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად. მსგავს ტრაგიკულ შემთხვევებში მონაწილე პირები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ!

ის ინფორმაცია, რომელიც სამართალდამცველებმა შემთხვევამდე მიიღეს, მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გაცემის საშუალებას იძლეოდა. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, ის დღეის მდგომარეობით არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი შს სამინისტროს ხელში, რათა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის პრევენცია მოვახდინოთ. სამი თვის განმავლობაში 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიცა და ასევე სამი თვის განმავლობაში ოჯახური ძალადობის კონტექსტში 800-ზე მეტი ადამიანი იყო დაკავებული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რა ინფორმაციაც მიიღეს იმ მომენტში პოლიციელებმა, იძლეოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოცემის საშუალებას და ეს არის ფაქტი. რაც შეეხება შს სამინისტროს პასუხისმგებლობას, ჩვენ არასდროს არ მოგვიხდენია პასუხისმგებლობის პერსონალიზაცია ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა მინისტრმა.

13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'ერთმანეთზე გადაბრალება სწორი არ არის' - კახა კახიშვილის პოზიცია ვეფხია ბაქრაძის საქმეზე
მთავარი თემა

'ახლა 'ქართული ოცნება' არჩევანის წინაშეა' - 'ევროპული საქართველო' ხორავას ქუჩის საქმეზე უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვა
კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ
სალომე ზურაბიშვილი - როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?
საპატრიარქო - ეკლესია ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას ეწინააღმდეგება
შს სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს
სალომე ზურაბიშვილი – საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? – ცხადია, რუსეთმა
ილია მეორე - რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს
მამა დავით ისაკაძე - სააკაშვილის რეჟიმსაც ეგონა, რომ უძლეველი იქნებოდა, ასე უნდა იფიქროს დღევანდელმა ხელისუფლებამაც - ვერ გაიმარჯვებენ!
ფინანსთა მინისტრი 'იბერიას' საქმეზე - გინდა ვიდეო ჰქონდეთ, გინდა აუდიო - 50 მილიონი ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ
საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება
მთავრობა განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრული პროექტების განსახორციელებლად რესურსების მობილიზებას იწყებს
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა
'ქართული ოცნება' ზუგდიდის მერის და მისი მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მარიხუანას წარმოების გეგმის პარალელურად მისი მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა - შსს ინფორმაციას ავრცელებს 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი