Loading...
Close
18 დეკემბერი 2018 10:35
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
ლიკა ბაქრაძე - იმ დროს ის ადამიანი არ იყო, რომელსაც მამაჩემი ჰქვია! რასაც იმსახურებს, უნდა მიესაჯოს
17 აპრილი 2018 14:24
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის შვილმა ლიკა ბაქრაძემ განაცხადა, რომ მამასთან კონტაქტი არ ჰქონია და მასთან ძალიან ბევრი კითხვა აქვს.

"მამაჩემთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს ვნახო, მასთან ბევრი კითხვა მაქვს. ჯერჯერობით არც ადვოკატთან არ მქონია კომუნიკაცია. რა სასჯელს იმსახურებს როგორ გითხრათ? ცხოვრება დაგვინგრია, თავის თავს დაუნგრია, შვილებს, თაკოს, თაკოს დას დაუნგრია, ყველას დაგვინგრია და რა სასჯელს უნდა იმსახურებდეს? რასაც იმსახურებს, აუცილებლად უნდა მიესაჯოს. მეც დედა ვარ და ანალოგიურად რომ გამიკეთოს ჩემმა მეორე ქმარმა, მცემოს, სიკვდილამდე მიმიყვანოს და ისევ იმ მამაკაცთან დავიწყო ცხოვრება, ჩემს შვილებს მეც ვერ ვეტყვი ნებაყოფლობით ვიყავი მასთან და ნებაყოფლობით ვიქორწინეო.

ზუსტად ის მაინტერესებს, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი და რატომ დაგვენგრა ჩვენ შვილებს, შვილიშვილებს ცხოვრება? მათ პირადში მე არასდროს ჩავრეულვარ, არც დავინტერესებულვარ თუნდაც 2014 წელს რა მოხდა, საერთოდ არ მაინტერესებდა. მე პირადად კითხვაც კი არ დამისვამს თუ რა მოხდა. ახლა იმიტომ ვერევი და იმიტომ მაინტერესებს, რომ გავიგო რისი მიზეზით მოხდა ეს ყველაფერი, ამ ადამიანმა ეს რატომ გააკეთა? მე შემეხო, ჩემს შვილებს შეეხო, თაკოს, მის შვილებს შეეხო. ჩემი და თაკოს ურთიერთობაც კი საკმარისია იმისთვის რომ ამ ყველაფერში ვერევი და ამას ყოველთვის გავარკვევ, რადგან თაკოს წინაშე მართალი ვიყო, თაკოს მკვლელი მამაჩემია, თაკო კი ჩემთვის დაზე ძვირფასი იყო. ცოლთან კონფლიქტს არ შევსწრებულვარ, ფიზიკურს მითუმეტეს, შეიძლება სიტყვიერი იყო. თაკოსთან პირადი კონფლიქტი არ ჰქონია, მხოლოდ ამ ურთიერთობის, დედის გამო ხდებოდა კონფლიქტები. თაკოს დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან ყოველთვის წინააღმდეგი იყო და არ უნდოდა ერთად ყოფილიყვნენ. მე და თაკოს ისეთი ურთიერთობა გვქონდა, ამაზე არც ვლაპარაკობდით. უბრალოდ, ვიცოდი რომ თაკოს არ უნდოდა. შეიძლება მოტივი ესეც გამხდარიყო, ვერ გეტყვით.

იმ დროს ის ადამიანი არ იყო, რომელსაც მამაჩემი ჰქვია. მე ამას ვერ დავიჯერებ, რომ მამაჩემმა საღ ჭკუაზე ეს ყველაფერი ჩაიდინა. არანაირი გამართლება არ აქვს იმ დანაშაულს. თაკოს რაც არ უნდა ეთქვა, ეს არ უნდა გაეკეთებინა, მითუმეტეს, ბავშვებიც იქ იყვნენ. ჩემს თვალწინ იზრდებოდნენ ის ბავშვები. თუ რამის დაშავება უნდოდა, დაეშავებინა იმისთვის, ვინც ამას იმსახურებდა", - აღნიშნა ბრალდებულის შვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზურა მიქაძეს და დავით იაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდათ
გიორგი ვაშაძე არ გამორიცხავს, რომ დავით კირკიტაძის შემდეგ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დააკავონ
ლაშა ჟვანია ადმინისტრაციის უფროსად, დიმიტრი გაბუნია საპარლამენტო მდივნად დაინიშნა, პრესასთან ურთიერთობას კი ნათია პავლიაშვილი აგრძელებს
ნინო ლომჯარია - აქციის მონაწილეების ქმედებებიც გაცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს
მამუკა ბახტაძე - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ძალადობაში შემჩნეული ნებისმიერი პირი, კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს!
დავით კირკიტაძე დააკავეს
კახა კალაძე - იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლ ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს - იტრიალონ საკუთარ საწოლებში რამდენიც უნდათ 
ლავროვი - რუსეთი არ დაუშვებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესიას - დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ბატალიონებით არსად შეყოფენ ცხვირს 
'ხვალ ვიწყებთ უწყვეტ აქციებს!' - გაერთიანებული ოპოზიციის გეგმა ცნობილია
ნათია მეზვრიშვილი - ყველა ის ადამიანი, ვინც რაიმე ფორმით გუშინ კანონს არღვევდა, დაბარებული იქნება პოლიციაში
აშშ-ს წარმომადგენლობითმა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი მიიღო
გიორგი მარგველაშვილმა მე-5 პრეზიდენტს უფლებამოსილება გადააბარა
გიორგი გახარია - ვპირდები ჩემს პოლიციელებს, ხვალიდან ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჰყავს - სალომე ზურაბიშვილის სრული სიტყვა ფიცის დადების შემდეგ 
არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი