Loading...
Close
23 სექტემბერი 2018 17:50
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება მეფედრონი - 'თეთრი ხმაურის მოძრაობა' მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს
24 აპრილი 2018 15:29
''თეთრი ხმაურის მოძრაობა'' ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების მეფედრონის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართავს.

"ვრცელდება ინფორმაცია მოქალაქეების მძიმე ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - მეფედრონით. აღნიშნული ნივთიერება ინტერნეტში, სხვადასხვა ვებ-გვერდების საშუალებით არის ხელმისაწვდომი. ვავრცელებთ ინფორმაციას ამ ნივთიერების მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების და აუცილებელი რეკომენდაციების შესახებ.

მეფედრონი, იგივე 4-methyl methcathinone (4-MMC) ან 4-methylephedrone, სინთეთიკური სტიმულატორია ამფეტამინის და კათინონის ჯგუფიდან. მას იცნობენ, როგორც აბაზანის მარილს. სხვა სახელები: Meph, meow, miaow-miaow, m-cat, plant food, drone, bubbles, kitty cat.

მეფედრონი თეთრი ფხვნილის სახით არსებობს, მას მოიხმარენ ორალურად, სასუნთქი გზების საშუალებით და ინტრავენურად. ყველაზე უსაფრთხო მოხმარებად მისი საჭმელთან ერთად მიღება ითვლება. სასუნთქი გზების საშუალებით მიღებული ნივთიერება რამდენიმე წუთში იძლევა ეფექტს და პიკს ნახევარ საათში აღწევს, ორალური გზით კი 45 წუთში. ინტრავენური მოხმარება მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული.

➤ უსაფრთხო, მცირე დოზად მიჩნეულია 50-100მგ, საშუალო დოზად 100-200მგ, ძლიერ დოზად 150-300მგ, 300მგ-დან ჩნდება ზედოზირების მომატებული რისკი, მათ შორის გარდაცვალების. რეგულარული მოხმარება იწვევს დამოკიდებულებას, პარანოიას, დეპრესიას, ჰალუცინაციას, მძიმე პანიკურ შეტევას, გულის მწვავე უკმარისობას.

➤ მეფედრონით თრობის დროს დამახასიათებელი სიმპტომებია: ეიფორია, ენერგიის მატება, აღგზნება, გადამეტებული აქტიურობა, პულსისა და სუნთქვის გახშირება, ცხვირიდან სისხლდენა, არტერიული წნევის მატება, შფოთვა, პარანოია, გულღიაობა, ლაპარაკის სურვილი, მოუსვენრობა, კონკრეტული ნარკოტიკული ნივთიერების მიმართ დაუძლეველი შიმშლი.

➤ ძლიერად გამოხატული ზედოზირების დროს შემდეგი სიმპტომები ვლინდება: კიდურების მოძრაობის შეზღუდვა, კრუნჩხვები, გულმკერდის არეში ტკივილი, გულის არითმია, გაუწყლოება, ტინიტუსი, ვასკულიტი ანუ სისხლძარღვების ანთება, სუნთქვის შეჩერება.

მიეფედრონის სხვა ნივთიერებასთან ერთად მიღება შესაძლოა გახდეს სიცოცხლისათვის საშიში, ზოგიერთი კომბინაციის ლეტალური რისკი შესაძლოა დაბალი დოზების მოხმარებით იქნეს თავიდან აცილებული, მაგრამ მაინც არ გამოირიცხება სიკვდილიანობის რისკი. საშიში კობინაციებია: მეფედრონი +

▩ NBOMe: გონების დაკარგვა, კრუნჩხვები, გაზრდილი არტერიული წნევა, სისხლძარღვების შევიწროვება, გულისცემის აჩქარება, უკიდურეს შემთხვევაში გულის უკმარისობა.
▩ ალკოჰოლი: ინტოქსიკაციის მაღალი რისკის გამო ერთ-ერთი ყველაზე საშიში კომბინაციაა. ამაღლებს სიკვდილიანობის რისკს.
▩ DXM: ამ კომბინაციას შეუძლია გამოიწვიოს გულის აჩქარება და პანიკური შეტევა.
▩ MXE: გულისცემის აჩქარება და მაღალი სისხლის წნევა.
▩ ტრამადოლი: იწვევს კრუნჩხვებს.
▩ MDMA: მაღალი რისკის შემცველი კომბინაციაა, იწვევს სიკვდილიანობის რისკს.
▩ კოკაინი: იწვევს გულის შეტევას.

თუ ამის შემდეგ მაინც გადაწყვეტთ ამ ნივთიერების მოხმარებას, გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

➤ პირველ რიგში, ნარკოტიკული საშუალების მიღებამდე გაარკვიეთ თუ რა ნივთიერებას მოიხმართ.
➤არ მიიღოთ მეფედრონი გულ–სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებმა.
➤ დაბალი ტოლერანტობის დროს არ მოიხმაროთ 50მგ-ზე მეტი.
➤არ მოიხმაროთ ალკოჰოლთან, ენერგეტიკულ სასმელთან ან სხვა ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად კომბინაციაში, შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს.
➤ დეჰიდრატაციის [გაუწყლოების] ასაცილებლად მიიღეთ ჭარბი რაოდენობის წყალი ან ნატურალური წვენი.
➤ ნივთიერების მოხმარების დროს არ დარჩეთ მარტო.
➤ სუსტად გამოხატული ზედოზირების დროს, მშვიდ და გრილ გარემოში მოთავსდით, წამოწექით და ნელა ისუნთქეთ. ეს თუ ვერ შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

და ბოლოს, გვახსოვდეს, რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა არის ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბაზარზე უფრო და უფრო საშიში და ზიანის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ჩნდება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.


თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებს კლუბ "ბასიანის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი ეხმაურება.

''გთხოვთ ყველამ გაავრცელეთ, მაქსიმალურად ბევრ ადამიანთან რომ მივიდეს ეს ინფორმაცია. #მეფედრონი #ზრუნვადასჯისნაცვლად

"და გვახსოვდეს, რეპრესიული და არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა არის ის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბაზარზე უფრო და უფრო საშიში და ზიანის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ჩნდება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს'', - წერს ნაჯა ორაშვილი.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'ახლა 'ქართული ოცნება' არჩევანის წინაშეა' - 'ევროპული საქართველო' ხორავას ქუჩის საქმეზე უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვა
კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ
სალომე ზურაბიშვილი - როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?
საპატრიარქო - ეკლესია ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას ეწინააღმდეგება
შს სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს
სალომე ზურაბიშვილი – საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? – ცხადია, რუსეთმა
ილია მეორე - რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს
მამა დავით ისაკაძე - სააკაშვილის რეჟიმსაც ეგონა, რომ უძლეველი იქნებოდა, ასე უნდა იფიქროს დღევანდელმა ხელისუფლებამაც - ვერ გაიმარჯვებენ!
ფინანსთა მინისტრი 'იბერიას' საქმეზე - გინდა ვიდეო ჰქონდეთ, გინდა აუდიო - 50 მილიონი ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ
საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება
მთავრობა განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრული პროექტების განსახორციელებლად რესურსების მობილიზებას იწყებს
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა
'ქართული ოცნება' ზუგდიდის მერის და მისი მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მარიხუანას წარმოების გეგმის პარალელურად მისი მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა - შსს ინფორმაციას ავრცელებს 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი