Loading...
Close
19 იანვარი 2019 03:56
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
პრემიერი - მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი
24 აპრილი 2018 17:43
მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია, სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა თითოეული თქვენგანის წვლილს და გთხოვოთ, მაქსიმალური გახსნილობით შევუდგეთ კიდევ უფრო ძლიერი საქართველოს მშენებლობას. დღეს, მოგეხსენებათ, მედიასაშუალებებში პოზიტივი არამოდურია. სამწუხაროდ, ყოველთვის ნეგატივზე კეთდება აქცენტი, თუმცა, როდესაც თვალს გადავავლებთ რა გაკეთდა, ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩვენგანს აქვს საამაყო გაკეთებული საქმეების გამო. სწორედ აქ გაივლის აღმოსავლეთ-დასავლეთის ცენტრალური შემაერთებელი მაგისტრალები, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის რეგიონებს შორის მიმოსვლა გაცილებით მარტივი გახდება. ინფრასტრუქტურის განვითარებით ჩვენი მოსახლეობის ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. იცით, რომ ჩვენ ვგეგმავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის კიდევ უფრო გაფართოებას, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე. იმერეთში ძალიან მზარდი ტენდენციაა ტურისტების შემოდინების კუთხით. მხოლოდ გასულ წელს იმერეთში შემოსულ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 600 000-მდე გაიზარდა, რაც წელიწადში 25%-იან ზრდას ნიშნავს. ქუთაისის საერთაშორისო ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია - განახლებული ტერმინალი, 2019 წლის დასაწყისში, აეროპორტის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ გაიხსნება და ერთდროულად სამჯერ მეტ მგზავრს მიიღებს. 2019 წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტთან, ტრასიდან 700 მეტრის მოშორებით სარკინიგზო სადგურის მშენებლობა, რომელსაც აეროპორტთან დააკავშირებს გადახურული ესკალატორის სისტემა. ამ არეალში აშენდება ტურისტული ცენტრი, სადაც იქნება 2 და 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების მთელი ქსელი, ტურისტების საინფორმაციო ცენტრი და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ასევე რიკოთის უღელტეხილის საგზაო მონაკვეთის მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ მონაკვეთების მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობის ზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შეამცირებს მგზავრობის დროს“, - განაცხადა პრემიერმა, რომლის განმარტებითაც, იმერეთის რეგიონში, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის მხოლოდ ბოლო 2 წლის განმავლობაში 322 მილიონი ლარი დაიხარჯა, მათ შორის, აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურის ობიექტებს, ასევე, საზოგადოებრივი ცენტრებს.

"გაზიფიცირდა 113 სოფელი და დამატებით 50 000-მდე ოჯახს მიეცა ბუნებრივი აირით სარგებლობის საშუალება, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი იმერეთში მინიჭებული აქვს 52 სოფელს, რომლის მოსახლეობაც სახელმწიფოს მიერ დაწესებული მთელი რიგი შეღავათებით სარგებლობს, რაც პარლამენტის მიერ მთის კანონის მიღების შედეგია. წარმატებით ხორციელდება სახელმწიფო პროგრამები: „აწარმოე საქართველოში“, ,,დანერგე მომავალი", „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პროგრამა“ და „ახალგაზრდა მეწარმე“.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობა არასდროს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს - სასამართლოს საქმიანობაში
აფეთქება დიდ დიღომში – შსს-მ 'ყაზტრანსგაზის' ორი თანამშრომელი დააკავა
კალაძე - მთაწმინდიდან გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ - ხაბეიშვილს, მიშას, შალიკოს შეუძლიათ ავიდნენ
წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება
'არ ვაპირებდით სამძიმრის გარდა რაიმეზე საუბარს!' - გიგი უგულავა კახა კალაძეს პასუხობს
ანა დოლიძე - იმედი მქონდა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში გიგა ბოკერიამ რაიმე ისწავლა, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა
'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი