Loading...
Close
22 მაისი 2018 15:50
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში პოზიციები დაახლოვდა'
დღის თემა
კონგრესმენი კონოლი - არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს არ დაუბრუნდება ტერიტორიები და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას - ხელები შორს საქართველოს ისტორიიდან!
ძიუდის ფედერაციის პრეზიდენტის სკამი, რომელიც ქუჩაში მოისროლეს, მოქალაქემ წაიღო
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
Facebook
გიგი თევზაძე - რომ არა სირიის ამბები, რუსეთის ჯარი აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა ერევნის მიტინგების ჩახშობაში
გამოქვეყნების დრო – 24 აპრილი 2018 18:10
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გიგი თევზაძე სომხეთში განვითარებულ პროცესებს სოციალური ქსელის პირად გვერდზე ეხმაურება.

''არ ვარ პოლიტოლოგი, თუ ექსპერტი, როგორც ამ საქმიანობის ხალხს საქართველოში უწოდებენ. მაგრამ, როგორც სოციოლოგიის და ანთროპოლოგიის კვლევის მეთოდების გამოცდილების მქონემ, სომხეთის ამბებზე ორიოდე დაკვირვება მინდა გაგიზიაროთ:

1. ვფიქრობ, რომ ერევნის პროტესტის კონტექსტი ყარაბაღული წარმოშობის პოლიტიკოსების და ბიზნეს ელიტის ხანგრძლივი მმართველობისადმი წინააღმდეგობაა: სერჟ სარგსიანი და მისი წინამორბედი პრეზიდენტ-პრემიერები (შეიძლება იყო რამდენიმე უმნიშვნელო გამონაკლისი) ყარაბაღიდან არიან. შესაბამისად, ყარაბაღული წარმოშობის ბიზნეს წრეების წარმომადგენლების გავლენა მთელ სომხეთზე დიდია; ამიტომ, ნელ-ნელა, წლების განმავლობაში, მოსახლეობის თვალში, მოხდა სომხეთის ცუდი მდგომარეობის გაიგივება ყარაბაღელ მმართველებთან/ბიზნეს ელიტასთან; არ ვიცი, თუმცა ვუშვებ "ყარაბაღელების პარტიის" და სომხეთის დიასპორის დაპირისპირებასაც;

2. ცხადია, ყარაბაღული ლობის ძირითადი წარმმართველი ძალა რუსეთია: სწორედ რუსეთს აწყობს სომხეთი "ყარაბაღულ ხაფანგში": როდესაც სომხეთის მმართველები ყარაბაღელი პოლიტიკოსები და ბიზნეს წრეები არიან, ყარაბაღის პრობლემის რამენაირი გადაწყვტა გამორიცხულია;

3. გრანდიოზულ მიტინგებს სჭირდება შესაბამისი დაფინანსება. თუნდაც ლოჯისტიკური. ვვარაუდობ, რომ ერევნის მიტინგების კაკსადის დამფინანსებლები არა-ყარაბაღული, ანუ, ერევნულ/ადგილობრივ სომხური წარმოშობის ბიზნესმენები უნდა იყვნენ, რომლებსაც მობეზრდათ ყარაბაღელების უპირობო ლიდერობა;

4. ვფიქრობ, ამით აიხსნება ოპოზიციის ლიდერის, პაშინიანის (ერევანშია დაბადებული) სიტყვები, სარგსიანის გადადგომის შემდგომ მიტინგზე, "ჩვენ ყარაბაღის პრობლემას მოვაგვარებთო": ეს ფრაზა მინიშნება უნდა იყოს სომხეთის მოსახლეობისათვის ახალი, არა-ყარაბაღული წესრიგის შესაძლებლობაზე;

5. ჯერ შორია არა-ყარაბაღულ პოლიტიკამდე: მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის ახლანდელი შემსრულებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარაპეტიანიც ყარაბაღელია; ვფიქრობ, ამიტომაც მოითხოვს ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას: იმედი აქვთ, რომ მოახერხებენ რუსეთის გავლენის შესუსტებას და "ერევნის (არა-ყარაბაღული) პარტიის" გამარჯვებას;

6. ვერ ვიტყვი, დაემთხვა, თუ გათვლაა, მაგრამ სომეხმა ოპოზიციონერებმა ძალიან კარგი დრო შეარჩიეს გამოსვლებისათვის: სირიის შემდგომი პუტინი არ არის იგივე, რაც აშშ-ს და მოკავშირეების მიერ სირიაში სამხედრო ბაზების დაბობვამდე: ჩემთვის ცხადია, რომ, რომ არა სირიის ამბები, რუსეთის ჯარი აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა ერევნის მიტინგების ჩახშობაში. ახლა კი რუსეთი იძულებულია "მშვიდად" უყუროს საკუთარი "პარტიის" წინააღმდეგ, ჯერ-ჯერობით წარმატებულ გამოსვლებს და მხოლოდ დიპლომატიური და სემი-დიპლომატიური ჩარევა გამოიყენოს;

7. რა იქნება - ძნელი სათქმელია. თუმცა ინდიკატორი ცხადი: ჩატარდება არჩევნები, მოიგებს არა-ყარაბაღული პარტია, მაშინ, ეს, ვფიქრობ, უპირობოდ, რუსეთის შესუსტება იქნება და შანსი რეგიონში მეტი მშვიდობისათვის. ისევ ყარაბაღელები დარჩებიან მმართველობაში - არაფერი ახალი".

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: პესკოვი - სომხეთი ჩვენთვის ღირებული პარტნიორია, ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანაში წესრიგი შენარჩუნდება
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge