Loading...
Close
22 მაისი 2018 15:35
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში პოზიციები დაახლოვდა'
დღის თემა
კონგრესმენი კონოლი - არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს არ დაუბრუნდება ტერიტორიები და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას - ხელები შორს საქართველოს ისტორიიდან!
ძიუდის ფედერაციის პრეზიდენტის სკამი, რომელიც ქუჩაში მოისროლეს, მოქალაქემ წაიღო
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
საზოგადოება
სამსახურის მაძიებელი მოქალაქეები მოთხოვნად სპეციალობებში გადამზადდებიან - მერიის ინიციატივა
გამოქვეყნების დრო – 25 აპრილი 2018 11:18
თბილისის მერიის ინიციატივით, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეები მოთხოვნად სპეციალობებში გადამზადდებიან. თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით, დაიწყო მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“.

''სამუშაო ადგილები არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება. დასაქმება, რომელიც არის ყველაზე მოთხოვნადი და ყველაზე პრობლემას წარმოადგენს ქვეყანაში. ამ მიზნით, პროფესიულ კოლეჯებთან თანამშრომლობით, დაიწყო მასშტაბური პროფესიული გადამზადების პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“. ამ პროგრამის მიზანია, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების გადამზადება მოთხოვნად სპეციალობებში და მათი დასაქმების ხელშეწყობა. ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტულ მიმართულებებზე არის ძალიან დიდი მოთხოვნა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ადამიანების კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი არ არის მოთხოვნის შესაბამისი. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წამოვიწყოთ ეს კონკრეტული პროექტი, რათა ხელი შევუწყოთ ადამიანების გადამზადებას.

მსურველების გადამზადება ტურიზმის, მომსახურებისა და სამშენებლო სფეროს 15 სპეციალობაში მოხდება. 18 წლიდან ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს შეეძლება ჩაერთოს ამ პროეტში. მთავარია, მოქალაქე რეგისტრირებული იყოს თბილისში. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანის ოჯახის წევრებს, მარჩენალდაკარგულებს, დედით ან მამით ობოლ პირებს და მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს. რეგისტრაცია 4 მაისამდე გაგრძელდება და გთავაზობთ მიიღოთ მონაწილეობა შესარჩევ პროცესში. რაც მთავარია, ყველა თანხას თავის თავზე აიღებს თბილისის მერია. ჩვენ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ ადამიანებს პროფესიულ გადამზადებაში, ვისაც სურვილი აქვს, რომ იყოს დასაქმებული. ჩვენ გვჭირდება მეტი კვალიფიციური ადამიანები, ასე რომ იაქტიურეთ , ეს თქვენს მომავალ საქმიანობას გამოადგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge