Loading...
Close
22 სექტემბერი 2018 16:49
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
Freedom House-მა ტელეკომპანია 'იმედთან' დაკავშირებით დაშვებული ორი შეცდომა აღიარა
16 მაისი 2018 16:05
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა 2017 წლის ანგარიშში მედიაჰოლდინგ „იმედთან“ დაკავშირებით გამოქვეყნებული ორი მცდარი ფაქტი აღიარა და შენიშვნის სახით გაასწორა. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე ჩანაწერი 14 მაისს გაჩნდა. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.11 აპრილს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-მა გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების თვალსაზრისით ტენდენცია გაუარესებულია, რის დასტურადაც ორგანიზაციას რამდენიმე მცდარი ფაქტი ჰქონდა მითითებული. ერთ-ერთი იყო ის, თითქოს დაიხურა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეორე არხი, რომელიც პირდაპირ ეთერში პარლამენტის სხდომებს გადასცემდა. 13 აპრილს, ორგანიზაციამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომა აღიარა.

11 აპრილის გამოქვეყნებულ ანგარიშში ორგანიზაცია ასევე წერდა, რომ თითქოს 2012 წლამდე ტელეკომპანია „იმედი“ კრიტიკული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიმართ და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ლოიალური გახდა მოქმედი ​​​​მთავრობისადმი. საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშს მედიაჰოლდინგი „იმედი“ განცხადებით გამოეხმაურა.

14 მაისს Freedom Houses-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შენიშვნაში ვკითხულობთ: „ამ ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში შეცდომით ეწერა, რომ ტელეკომპანია „იმედზე“ საკუთრების უფლება გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაუბრუნა. სინამდვილეში, ტელეკომპანიაზე კონტროლი ოჯახს დაუბრუნა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მას შემდეგ რაც ის 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა. ასევე, ამ ანგარიშის თავდაპირველ ვერსიაში არასწორად იყო აღნიშნული, თითქოს ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროს“ და GDS-ის გაერთიანება „შერწყმის“ შედეგი იყო, როდესაც სინამდვილეში ეს კომბინაცია ორი გარიგების რეზულტატია“.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ირაკლი კობახიძე Freedom House-ის ანგარიშზე - ძალიან კარგია, რომ თანდათანობით ხდება ამ შეცდომების აღიარება 
მთავარი თემა

'ახლა 'ქართული ოცნება' არჩევანის წინაშეა' - 'ევროპული საქართველო' ხორავას ქუჩის საქმეზე უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვა
კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ
სალომე ზურაბიშვილი - როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?
საპატრიარქო - ეკლესია ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას ეწინააღმდეგება
შს სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს
სალომე ზურაბიშვილი – საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? – ცხადია, რუსეთმა
ილია მეორე - რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს
მამა დავით ისაკაძე - სააკაშვილის რეჟიმსაც ეგონა, რომ უძლეველი იქნებოდა, ასე უნდა იფიქროს დღევანდელმა ხელისუფლებამაც - ვერ გაიმარჯვებენ!
ფინანსთა მინისტრი 'იბერიას' საქმეზე - გინდა ვიდეო ჰქონდეთ, გინდა აუდიო - 50 მილიონი ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ
საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება
მთავრობა განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრული პროექტების განსახორციელებლად რესურსების მობილიზებას იწყებს
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა
'ქართული ოცნება' ზუგდიდის მერის და მისი მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მარიხუანას წარმოების გეგმის პარალელურად მისი მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა - შსს ინფორმაციას ავრცელებს 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი