Loading...
Close
22 მაისი 2018 16:01
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
'ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით უმრავლესობაში პოზიციები დაახლოვდა'
დღის თემა
კონგრესმენი კონოლი - არ მოვისვენებთ, ვიდრე საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოს არ დაუბრუნდება ტერიტორიები და რუსული ოკუპაცია არ დასრულდება
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე - ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება
ახალი ამბები »»»
ვიდეო
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას - ხელები შორს საქართველოს ისტორიიდან!
ძიუდის ფედერაციის პრეზიდენტის სკამი, რომელიც ქუჩაში მოისროლეს, მოქალაქემ წაიღო
ლეგალიზება #მშვიდობისთვის - ბერა ივანიშვილის უახლესი სიმღერა აქციების ფონზე
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
საზოგადოება
კალაძე - დღისითაც აკავებენ ნარკორეალიზატორებს და ეს მოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე? გავაჩეროთ ყველაფერი?
გამოქვეყნების დრო – 16 მაისი 2018 16:39
ღამის ეკონომიკის განვითარებასთან ნარკოტიკებს არანაირი შეხება არ აქვს და საერთოდ კავშირში არ არის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ღამის ეკონომიკის პროექტი საკმაოდ მასშტაბურია და ბევრი მიმართულებისგან შედგება. როდესაც პირველად გავაჟღერე ეს ინფორმაცია, მხოლოდ კლუბებზე, ცეკვა-თამაშზე და გართობაზე ჰქონდათ ყურადღება, თუმცა, ეს ასე არ არის. გართობა და კლუბები ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია ღამის ეკონომიკის განვითარების. მერიის მხრიდან იქნება მხარდაჭერა და თანადგომა საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით. როდესაც ახალგაზრდები ღამის კლუბში მიდიან, იქედან დაბრუნება არის შეუძლებელი, რადგან იმ საათებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს. ამ მიმართულებით გვაქვს ხედვა, როგორ უნდა მოხდეს ხელშეწყობა. ახალს და განსხვავებულს არაფერს ვიგონებთ, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია ამ დარგებთან მიმართებაში, იგივეს ვაკეთებთ. ჩემთვის საუკეთესო მაგალითი ლონდონია, თუ როგორ არის განვითარებული ღამის ეკონომიკა. როგორ არის დედაქალაქის მერიის მხრიდან ხელშეწყობა. როდესაც მიმართულებებზე ვსაუბრობთ, აქ არის კულტურული ღონისძიებები, მუზეუმები, სპორტული ღონისძიებები.

როდესაც ვსაუბრობთ სამუშაო ადგილებზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე, ახალგაზრდების ჩართულობით, შესაძლოა სტარტაპები დავაფინანსოთ ღამის ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით და თანხები მერიამ გამოყოს.

ბოლო დღეების განმავლობაში არასწორი ინტერპრეტაციები და სპეკულირებაა, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმები. გულწრფელად გეტყვით, რომ ღამის ეკონომიკის განვითარებასთან ნარკოტიკებს არანაირი შეხება არ აქვს და საერთოდ კავშირში არ არის.

ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ დამოკიდებულება ნარკომომხმარებლების მიმართ. კი არ უნდა დავსაჯოთ და გავაუბედუროთ, პირიქით, ჩვენი პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ახალგაზრდები დავიცვათ ნარკოტიკებისგან. ძალიან ხისტები უნდა ვიყოთ და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს“, - განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის განხორციელებაში ის გადაუჭრელ პრობლემებს ვერ ხედავს.

"შეიძლება პატარა დაბრკოლებები იყოს, არის გამოწვევები, მაგრამ ამას გავუმკლავდებით, ღამის ეკონომიკა ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ერთ-ერთი წარმატებული პროექტი და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყანა და რეგიონი, მთელი მსოფლიო ილაპარაკებს ამაზე", - განაცხადა კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრისას.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ შეაფერხებს ეს ღამის ეკონომიკის განვითარებას, კალაძე პასუხობს:

"დღისითაც აკავებენ ნარკორეალიზატორებს და ეს მოქმედებს ეკონომიკის განვითარებაზე? გავაჩეროთ ყველაფერი?", - ამბობს კალაძე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ კავკასიის უნივერსიტეტის ახლადგახსნილი შენობა დაათვალიერა და სტუდენტებს შეხვდა. კახა კალაძე სტუდენტებს დედაქალაქის გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, უნივერსიტეტი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, სადაც ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა განათლება მიიღონ.

„მინდა, მადლობა გადავუხადო კავკასიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს. დაახლოებით, 4000-მდე სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, განათლება სასიამოვნო გარემოში მიიღოს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის თანამედროვე უნივერსიტეტი, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია და ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა განათლება მიიღონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კავკასიის უნივერსიტეტში 4000-მდე სტუდენტი სწავლობს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება სულ ათ – ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ასევე, ახალი კინოსა და ეკონომიკის სკოლებს აერთიანებს.

კახა კალაძესთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტში მერის მოადგილე მაია ბითაძე, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში რიმა ბერაძე იმყოფებოდნენ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge