Loading...
Close
21 თებერვალი 2019 18:25
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სპორტი
მიხეილ ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებს
16 მაისი 2018 17:35
საქართველოს პარლამენტისა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ.

"მინდა გამოვეხმაურო, გუშინდელ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან.

მოხარული ვარ, მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომ ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა ხდება უმთავრეს პრიორიტეტულ მიმართულებად ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი უკვე დიდი ხანია ამ მიზნით მუშაობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ექსპერტთან და ადგილობრივ სპეციალისტთან ერთად. ჩვენ უკვე მივიღეთ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამუშაო სტრატეგია და დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოში სპორტის და ახალგაზრდული საქმეთა პოლიტიკის ეროვნული სტრატეგიების შესაქმნელად.

მე, როგორც ყოფილი პროფესიონალი სპორტსმენი და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დარწმუნებული ვარ, რომ განვითარებული მასობრივი სპორტი არის ამ ორივე დარგის ქვაკუთხედი, რომლის სისტემაში მოქცევა ქვეყანას მოუტანს ძალიან ბევრ სიკეთეს, როგორც პირდაპირ სპორტული მიღწევების მხრივ, ისე სხვა მიმართულებებითაც, როგორებიცაა: ჯანდაცვა, განათლება, კრიმინოგენული სიტუაცია, სპორტული ტურიზმი, ეკონომიკა და განსაკუთრებით ქვეყნის უსაფრთხოება.

ღრმად მწამს, რომ ჩვენი ამ გადაწყვეტილებით მივაღწევთ იმ მიზანს, რომელიც ჯერ კიდევ კომიტეტის სამუშაო პროცესში გამოიკვეთა და რაც გულისხმობს სპორტში ჩართული ჩვენი თანამოქალაქეების რაოდენობის მინიმუმ ორჯერ გაზრდას. ჩვენი გუნდის ერთერთი ამოცანაა, მთელი საქართველოს მასშტაბით შეიქმნას თანამედროვედ აღჭურვილი სპორტული კომპლექსები, რომლებიც ფინანსურად ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და რომელთა მართვის სტრატეგია იქნება მაქსიმალურად ეფექტიანი. ასევე უმნიშვნელოვანესია, სასკოლო სპორტის რეფორმირება. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ სპეციალური პროგრამები სკოლებში მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის მიმართულებით.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების, მთავრობის შესაბამისი უწყებების, ადგილობრივი თვითმმართველობების და რაც მთავარია, საზოგადოების ჩართულობით, ჩვენ შევძლებთ ძალიან დიდ წინსვლას ამ მიმართულებებით, რაც აუცილებლად აისახება ქვეყნის შემდგომ განვითარებაში",- ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: პრემიერი - დღეიდან 3 წლის განმავლობაში ჩვენ უნდა გავაორმაგოთ სპორტულ აქტივობებში ჩართულ ადამიანთა მაჩვენებელი
მთავარი თემა

ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეზე - ჩვენ რომ 'ნაცმოძრაობას' ვებრძოდით, გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა
მურუსიძე - თუ რამეში დამნაშავე ვარ დაიწყოს გამოძიება, ეს გამიადვილებდა ამ ქვეყანაში ცხოვრებას 
'თიბისი ბანკის' საქმე - ბადრი ჯაფარიძე განცხადებას ავრცელებს 
ეკა ბესელიას კანონპროექტის განხილვა პარლამენტში
'თიბისი ბანკი' ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს გადაიხდის
'სიტყვის თავისუფლება, ივანიშვილის გავლენები, არაფორმალური მმართველობა' - 'ფრიდომ ჰაუსი' საქართველოზე კრიტიკულ ანგარიშს აქვეყნებს
მამუკა ხაზარაძე - მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული
მამუკა ხაზარაძე - მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე
ლანჩხუთელი მასწავლებელი ლადო აფხაზავა 'მასწავლებლის გლობალური ჯილდოს' 10 საუკეთესო მასწავლებელს შორის დასახელდა
ეკა ბესელია - მე ვერავინ გამრიცხავს, თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს, ამ ტონით ჩემთან არავინ საუბრობს!
ვოლსკი - ურთიერთობაში სერიოზული ბზარი გაჩნდა - ერთად ყოფნის პერსპექტივას ნაკლებად ვხედავ
ეკა ბესელიას პირველი კომენტარი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ - არასწორია ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ ინიციატივის თაობაზე
ეკა ბესელიას და კიდევ 8 დეპუტატის კანონპროექტი ვერ მიიღებს მმართველი გუნდის მხარდაჭერას - განცხადება პარტიის ოფისში
რიგითი ხაზარაძის გადასარჩენად
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი ყოველთვის იქნება საქართველოს გვერდით, როგორც ეს იყო ადრე და როგორც ეს იყო 2008 წელს

ინტერვიუ
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი