Loading...
Close
16 ნოემბერი 2018 22:43
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე - რატომ უნდა შეხვდეს მას რუსეთის პრეზიდენტი?! გიორგი მარგველაშვილმა მინიმუმ 4 წლით დააგვიანა
16 მაისი 2018 17:49
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც რუსეთის ლიდერთან შეხვედრის მზაობას ეხებოდა.

„პირველი რიგში, მიხარია, რომ პოლიტიკოსები როგორმე მიდიან იმ აზრამდე, რომ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან დიალოგი არის საჭირო და აუცილებელი. როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, სამშობლოს მოღალატედ მაცხადებდნენ და ლამის დასახვრეტად მიმეტებდნენ. დღეს იგივეს ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. თუმცა, როგორც ჩანს, გიორგი მარგველაშვილს დაავიწყდა, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - როდესაც ის იყო ახლად არჩეული პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის მზად იყო შეხვედროდა საქართველოს ახლად არჩეულ ლიდერს. თუმცა მაშინ გიორგი მარგველაშვილმა სამარცხვინო პასუხი გასცა, ჯერ დავეკითხებიო ჩემს დასავლელ პარტნიორებს და თუ უფლებას მომცემენ, მერე შევხდები ვლადიმერ პუტინსო. ეს იყო სამარცხვინო საქციელი სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტის მხრიდან“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი მარგველაშვილის ამ შეთავაზებას არ მიიღებს, რადგან მისთვის უკვე საინტერესო არ არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც რამდენიმე თვე დარჩა ვადის ამოწურვამდე.

„ახლა ძალიან დაგვიანებული ხომ არ არის მარგველაშვილის მზადყოფნა, როდესაც მისი ვადის ამოწურვამდე სულ რაღაც თვეებია დარჩენილი, რატომ უნდა შეხვდეს მას რუსეთის პრეზიდენტი?! გიორგი მარგველაშვილმა, მინიმუმ 4 წლით დააგვიანა და დღეს ის სასაცილო და არასერიოზულ ვითარებაში იყენებს თავსაც და ქვეყანასაც. ამის გარდა, მარგველაშვილი ამბობს, რომ შეხვედრას და დიალოგს ტერიტორიების დეოკუპაციის შემდეგ აქვს აზრი. ესეც არარაციონალური და სულელური განაცხადია, რადგან დიალოგი სწორედ იმისთვის არის საჭირო რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან გავიდეს. ამას არავინ გააკეთებს,ვიდრე დიალოგი არ შედგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებას არანაირი რეალური შედეგი არ მოყვება, გიორგი მარგველაშვილს მინიმუმ 4 წლით დააგვიანდა“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: 'ასე ჩვენ დავლაგდებით' - პრეზიდენტი რუსეთის ლიდერთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს
მთავარი თემა

ანა დოლიძე - ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა და უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას
კახა კალაძე - ჩვენს ჯარისკაცებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება
ზემო ფონიჭალაში 7 საათიანი ძებნის შემდეგ დედა და მისი ცხრა თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
თბილისში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ბანერები გამოჩნდა 
წულუკიანი - რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ამიტომ ოთხშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება
ზურაბიშვილი - არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია - ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის 
ევროპარლამენტის ანგარიში - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მოითხოვს
მამუკა ბახტაძე - ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია
ანა გომეში სალომე ზურაბიშვილზე - მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძეზე - ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია
'მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა' - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში
'ჩამოდით დაბლა!' - პანკისელების აქცია 'ქართული ოცნების' ოფისთან
სალომე სამადაშვილი - ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ ჰააგაში დადგინდეს ქართული მხარის ბრალეულობა 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი