Loading...
Close
23 სექტემბერი 2018 18:42
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
გიორგი კიკონიშვილი - სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ - საზოგადოებას და ჩვენს თავსაც ავარიდეთ შესაძლო არეულობა! 
17 მაისი 2018 14:44
''ჩვენ მივიღეთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვართ ამ აქვეყნის მტრები'', - ამ კომენტარით "თანასწორობის მოძრაობის" წევრი გიორგი კინონიშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება 17 მაისს აქციაზე არ გასულიყვნენ და ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე არ აღენიშნათ.

"ჩვენ გვქონდა წინასწარი კომუნიკაცია შსს-სთან, მოგვცეს პირობა რომ უსაფრთხოება იქნებოდა დაცული. თუმცა, ჩვენ გვახსოვს 2013 წლის 17 მაისი, როდესაც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პირადად მოგვცა დაპირება რომ უსაფრთხოება იქნებოდა დაცული, თუმცა, ყველას გვახსოვს რაც მოხდა. თუმცა, ეს არ ყოფილა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მივიღეთ უმძიმესი გადაწყვეტილება, დაგვეთმო კონსტიტუციური უფლება, გამოხატვის თავისუფლება, არამედ, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და მღელვარება გახდა მიზეზი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა. ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადებოდნენ "ქართული მარშის" წევრები. ძალაუფლება არც იქ არის თანაბრად გადანაწილებული - სხვადასხვა პოლიტიკური ძალები დგანან მათ უკან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, რომ გამოიძიონ, ვინ დგანან მათ უკან. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ მოძრაობის უკან დგანან რუსული სპეც-სამსახურები.

ერთდროულად რამდენიმე პოლიტიკური ძალა იყო დაინტერესებული რომ 17 მაისს არა უბრალოდ შეზღუდულიყო ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, არამედ უბრალოდ არეულობაში გადაზრდილიყო. ჩვენ მივიღეთ სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვართ ამ ქვეყნის მტრები. ჩვენ საზოგადოებას, მოქალაქეებს და ჩვენს თავსაც ავარიდეთ შესაძლო არეულობა, რომლისთვისაც ერთდროულად რამდენიმე პოლტიკური ძალა ემზადებოდა", - განაცხადა კიკონიშვილმა ტელეკომპანია "პირველის" გადაცემაში "დღის ამბები".
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს აქცია აღარ ჩატარდება
მთავარი თემა

'ახლა 'ქართული ოცნება' არჩევანის წინაშეა' - 'ევროპული საქართველო' ხორავას ქუჩის საქმეზე უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვა
კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ
სალომე ზურაბიშვილი - როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?
საპატრიარქო - ეკლესია ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას ეწინააღმდეგება
შს სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს
სალომე ზურაბიშვილი – საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? – ცხადია, რუსეთმა
ილია მეორე - რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს
მამა დავით ისაკაძე - სააკაშვილის რეჟიმსაც ეგონა, რომ უძლეველი იქნებოდა, ასე უნდა იფიქროს დღევანდელმა ხელისუფლებამაც - ვერ გაიმარჯვებენ!
ფინანსთა მინისტრი 'იბერიას' საქმეზე - გინდა ვიდეო ჰქონდეთ, გინდა აუდიო - 50 მილიონი ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ
საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება
მთავრობა განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრული პროექტების განსახორციელებლად რესურსების მობილიზებას იწყებს
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა
'ქართული ოცნება' ზუგდიდის მერის და მისი მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მარიხუანას წარმოების გეგმის პარალელურად მისი მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა - შსს ინფორმაციას ავრცელებს 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი