Loading...
Close
15 ივლისი 2018 19:16
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
ლონდა თოლორაია - შსს არის სრულ მზადყოფნაში, რათა დაიცვას ყველა პირის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება
17 მაისი 2018 18:55
„დღევანდელ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ადგილზეა, იმიტომ რომ ჩვენ გავაკონტროლოთ და დავაკვირდეთ რამდენად დაცულია ყველა პირის გამოხატვის თავისუფლება", - ეს განცხადება შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებთან გააკეთა.

''მობილიზებულია პოლიცია, იმისთვის რომ უზრუნველყოს ყველა იმ პირის უსაფრთხოება რომელიც აქციაზე გამოცხადდება. ჩვენ გვქონდა ინტენსიური და ხშირი მოლაპარაკებები ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლებიც აორგანიზებდნენ დღევანდელ აქციას. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ორგანიზატორთა გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა აღნიშნულ აქციაში ჩართვაზე, ჩვენი მხრიდან არაფერი არ შეცვლილა და შინაგან საქმეთა სამინისტრო არის სრულ მზადყოფნაში, რათა დაიცვას ყველა პირის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება.

ჩვენ გუშინ გავაკეთეთ აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო განცხადება, აღვნიშნავთ იმასაც, რომ ორგანიზატორთა იმ ნაწილმა, რომლებმაც უარი თქვა აღნიშნულ აქციაში მონაწილეობაზე ჩაანაცვლეს ეს აქცია სხვა ღონისძიებებით. მინდა გითხრათ, რომ ამ ღონისძიებების გარკვეული ნაწილი უკვე ჩატარებულია და ყველა ღონისძიებამ ჩაიარა ექსცესების გარეშე.

დიახ, დღეს გამოცხადებული პოლიციელების რაოდენობა ადასტურებს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, იმისათვის რომ ამ პირების უსაფრთხოება იქნეს დაცული.
რაც შეეხება დღის განმავლობაში ღონისძიებებსა და აქციებზე ნაწილი პირების დაკავებული არიან ადმინისტრაციულად, ნაწილი პირები გადაყვანილი არიან გამოკითხვაზე, ვინაიდან მათ მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარება. დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით მოგვიანებით“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: დღის განმავლობაში შსს-მ 30-მდე პირი განყოფილებაში გადაიყვანა, რომელთა ნაწილიც ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული
მთავარი თემა

საქართვ​ელოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა
20 წლის კოკა კობალაძის საქმეზე პოლიციის 4 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს
გიორგი მარგველაშვილი - პოლიტიკური კურიოზია, მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს
სააკაშვილი - ბრაზი მახრჩობს - მე საქართველოსთვის ვაკეთებდი, ივანიშვილი კი ყველაფერს პირადი ბედნიერების მოსაწყობად აკეთებს!
იენს სტოლტენბერგი - შევთანხმდით, რომ განვაგრძოთ მუშაობა, რათა საქართველო NATO-ს წევრობისთვის მოვამზადოთ
დონალდ ტრამპი - საქართველოს წარმომადგენლებმა NATO-ს სამიტის ყველა მონაწილეზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინეს
კახა კახიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა - პირველი განცხადება
პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა
NATO - რუსეთს მოვუწოდებთ, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება
ახალი მთავარი პროკურორის ვინაობა ცნობილია
პროკურორი - კობაურმა 4 წლის შვილის თანდასწრებით, დამიზნებით ესროლა რაიან სმიტს თავში
'ევროპული საქართველო' და 'ნაცმოძრაობა' შეთანხმდნენ, რომ მეორე ტურში გასულ ერთმანეთის საპრეზიდენტო კანდიდატს მხარს დაუჭერენ
სალომე ზურაბიშვილი - არასრულწლოვნებისგან ძალიან ცოტა რეალური ინფორმაცია მივიღეთ, დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ
იენს სტოლტენბერგი – საქართველოს ნამდვილად კარგი პროგრესი აქვს, საქართველო NATO-ს წევრი გახდება
პროკურორი - რამაზ მარგოშვილმა დაადასტურა, რომ სირიაში ჩატაევთან იმყოფებოდა, საიდანაც კონკრეტული დავალებებით დაბრუნდა

ინტერვიუ
14 წელი სამშობლოს გარეშე - ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ბასილიასთან
იაგო კაჭკაჭიშვილის ერთი რჩევა ხელისუფლებას და ოპოზიციას
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
ციტატები/ფრაზები
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი