Loading...
Close
24 ივნისი 2018 07:20
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
საზოგადოება
გუგული მაღრაძემ  სტუდენტური პარლამენტის ინიციატივით შეხვედრა გამართა
გამოქვეყნების დრო – 23 მაისი 2018 11:02
საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ინიციატივით, შეხვედრა შედგა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან გუგული მაღრაძესთან.

პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ცალკეულ დეპუტატებსა და სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრები დაინტერესდნენ დეპუტატის საქმიანობითა და აქტივობებით. გუგული მაღრაძემ ახალგაზრდებს ფილანტროპიისა და ქველმოქმედების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით თავისი მუშაობა გააცნო.

სტუდენტები ასევე, დაინტერესდნენ მედიაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადდა და უახლოეს მომავალში პარლამენტს წარედგინება. გუგული მაღრაძემ, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა და მედიაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებს დაწვრილებით ესაუბრა მედიაციის პროცესის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მან გარკვეული დადებითი როლი ითამაშოს სხვადასხვა კონფლიქტების მოგვარებაში.

საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლები დაინტერესდნენ თუ როგორ ხედავს დეპუტატი განათლების დღევანდელ მდგომარეობას და რა ტიპის ცვლილებებს მიიჩნევს იგი მიზანშეწონილად, რაზეც გუგული მაღრაძემ საკუთარი მოსაზრება და ხედვა წარუდგინა ახალგაზრდებს.

შეხვედრის ბოლოს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

საქართველოს სტუდენტური პარლამენტი სტუდენტთა გაერთიანებას წარმოადგენს, რომლის მიზანია, საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ, სტუდენტთა ცნობიერების დონის ამაღლებას ასევე, სტუდენტთა მიერ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებასა და წარდგენაა საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტებში. მათი საქმიანობის სფერო ასევე ეხება საქართველოს მასშტაბით რაიონული შეხვედრების მოწყობას ახალგაზრდებთან , მათი პრობლემების გაცნობიერებას და მომავალი აქტივობის დაგეგმვაში ხელშეწყობას. საქართველოს სტუდენტურ პარლამენტს გააჩნია საქართველოს პარლამენტის მსგავსი სტრუქტურა და კომიტეტები.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge