Loading...
Close
24 ივნისი 2018 07:16
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - შეუძლებელია სტრასბურგის სასამართლომ მიიღოს რამე სხვა გადაწყვეტილება, თუ აქ ძალიან დიდი პოლიტიკა არ ჩაერთო
გამოქვეყნების დრო – 23 მაისი 2018 13:17
შეუძლებელია სტრასბურგის სასამართლომ მიიღოს რამე სხვა გადაწყვეტილება, თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევის აღიარება და აგრესორის გამტყუნება, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"შეუძლებელია სხვაგვარი გადაწყვეტილება თუ აქ ძალიან დიდი პოლიტიკა არ ჩაერთო. მე სტრასბურგის სასამართლოს მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის და სამართლიანობის იმედი მაქვს. ის ყველაზე მაღალი და ყველაზე ავტორიტეტული ინსტანციაა საერთაშორისო დონეზე. შეუძლებელია სხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ აქ არის ძალიან მკაფიოდ დადასტურებული ეთნიკური წმენდა, ადამიანების წამება, მკვლელობები, ღირსების შემლახავი მოპყრობა ქართველი ჯარისკაცების თუ რიგითი მოქალაქეების მიმართ. სახეზეა ასევე ნგრევა და სახლების შეგნებული დაწვა იმისთვის, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ იქ დაბრუნების საშუალება და პრაქტიკულად საზღვრების გავლება, რომლის გადაკვეთის საშუალება ადამიანებს არ აქვთ. ეს ეხება როგორც ცხინვალის მიმართულებას, ასევე კოდორის ხეობას. რაც შეეხება აღსრულებას, ეს არ არის მხოლოდ საქართველოზე დამოკიდებული. ამისთვის არსებობს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელსაც აქვს ყველა ის ბერკეტი, რითიც შეუძლია ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე და აიძულოს გადაწყვეტილებების შესრულება. შეიძლება ეს არ იყოს მარტივი საქმე და არ იყოს 3-თვიანი პროცედურა, თუმცა ზეწოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი თავის მხრივ, აშანტაჟებს ევროპულ სახელმწიფოებს იმით, რომ შეწყვეტს ევროსაბჭოს დაფინანსებას, გავა საერთოდაც ევროსაბჭოდან, მაგრამ დემოკრატიული სამყაროს ძალა მეტია, ვიდრე რუსეთის შანტაჟი" - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ზეპირი მოსმენა დაიწყო. საქმეზე დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა იმართება. სხდომის შემდეგ სასამართლო სათათბიროდ გავა, გადაწყვეტილება კი სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გამოცხადდება.

საქართველოს რუსეთს ედავება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და შემდგომ პერიოდშიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი ოქმებით გარანტირებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეშ და მასობრივ დარღვევებს. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების შესახებ ევროკონვეციის მუხლები დაარღვია.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge