Loading...
Close
25 მარტი 2019 15:51
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამართალი
პროკურორი - ვინმეს მიმართ საცემრად გაწევა, მითუმეტეს, ქალბატონის მიმართ, შეურაცხმყოფელი განცხადებაა
26 მაისი 2018 19:08
სასამართლოზე დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით დაიკითხა. პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში ისეთ გარემოებებზეა საუბარი, რაც საქმესთან კავშირში არ არის.

"მინდა აღვნიშნო, რომ ექსპერტმა მის მიერ რამდენიმე დღის წინ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე დასმულ კითხვებთან მიმართებით სამჯერ მოითხოვა შესვენების გამოცხადება. ხვალისთვისაც პროცესი იმ მოტივით გადაიდო, რომ ექსპერტმა მის მიერ დაწერილ დასკვნაში დაფიქსირებული გარემოებების თაობაზე დრო ითხოვა, რათა გაეცნოს რა დაწერა იმ დასკვნაში. ექსპერტი საუბრობს ისეთ დეტალებზე, რომელიც მან ან არ იცის, ან არ ახსოვს. შესაბამისად, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თაობაზე ჩვენ განცხადებას გავაკეთებთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დასრულდება ექსპერტის დაკითხვა. ხსენებულ დასკვნაში ისეთ გარემოებებზეა საუბარი, რაც საერთოდ არაა კავშირში საქმესთან. მასზე დაყრდნობით შეუძლებელია რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ექსპერტს არ შეუძლია ელემენტარულად განსაზღვროს რომელია ნაჩხვლეტ/ნაკვეთი ჭრილობა და სხვა ჭრილობები. მას არ შეუძლია განსაზღვროს და ისაუბროს იმ გარემოებებზე თუ რა მიზეზით მოხდა გარდაცვალება. ექსპერტს ელემენტარულად გვამის გამოკვლევა არ ჩაუტარებია. ეს არის მხოლოდ მისი მოსაზრება და მის ვარაუდებზე დაყრდნობილი განცხადება,"- განაცხადა პროკურორმა.

ზვიად ფხაკაძემ ასევე უარყო ინფორმაცია, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა მაია ნიკოლეიშვილისა და ადვოკატ ინგა შარაშენიძის მიმართ ზეწოლასა და მუქარას.

"ეს კითხვა ჩემთვის შეურაცხმყოფელია. რაც რეალობაში არ მომხდარა იმასთან დაკავშირებით რა კომენტარის გაკეთება შეიძლება. ვინმეს მიმართ საცემრად გაწევა, მითუმეტეს ქალბატონის მიმართ, ეს ჩემთვის შეურაცხყოფელი განცხადებაა. ეს არის პატივისა და ღირსების შელახვა, მაგრამ ვარ პროკურორი და მაქვს თმენის ვალდებულება. ყველა პიროვნება ვის ქმედებაშიც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, მიეცემა პასუხისგებაში, მაგრამ ეს არ მითქვამს ქალბატონ ნიკოლეიშვილზე", - აღნიშნა ფხაკაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მაია ნიკოლეიშვილი - ქალბატონმა პროკურორმა ადვოკატის საცემად გაიწია
მთავარი თემა

ირაკლი ღარიბაშვილი - 'ქართული ოცნების' მიერ წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ
იენს სტოლტენბერგი - იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში
'მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე' - ლადო აფხაზავას ემოციური გზავნილი ცერემონიალის შემდეგ
'მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019'-ის გამარჯვებული ცნობილია 
სააკაშვილი - ცხრა წელი იყო არა `სისხლიანი`, არამედ - ყველაზე წარმატებული
'სახელმწიფოს ვერ მოუგებ, თან ასეთ ქვეყანაში, როცა სამართალი მართლა საძებნელია'
'ნაციონალური მოძრაობის' ყრილობა
ანაკლიასთან პარტნიორობა მამუკა ხაზარაძესთან ერთად სანაპიროზე სეირნობა არ არის - მაია ცქიტიშვილი
'სამწუხაროდ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ნახევრად სიმართლე მიზნების მისაღწევად სერიოზული ინსტრუმენტია'
ირაკლი კობახიძე - რამდენიმე არასამთავრობო არის 'ნაცმოძრაობის' 'გონგო', რომელიც მასთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა
'ხომ გახსოვთ წერილზე ბრალდებას რა რეაქცია მოჰყვა 'თიბისი' ბანკის მფლობელებისგან? 'არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია' - გიორგი გახარია 
პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს
ფადი ასლი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიოს
'ევროპულმა საქართველომ' და 'თავისუფალმა დემოკრატებმა' ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის ოლქში საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი