Loading...
Close
24 ივნისი 2018 07:19
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
Facebook
გელა ჩარკვიანი - ვაჭრუკანული საზომის გამოყენება ისეთი ამაღლებული ცნების შეფასებისას, როგორიც ქვეყნის დამოუკიდებლობაა, სამარცხვინოა
გამოქვეყნების დრო – 26 მაისი 2018 20:24
ქართველი მთარგმნელი, დიპლომატი, პედაგოგი გელა ჩარკვიანი საზოგადოებას პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ულოცავს.

"ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე არ მახსოვს ჩვენ ხალხს აღენიშნოს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი თარიღი, ვიდრე საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის ასი წლისთავია. სწორედ მაშინ, 1918 წლის 26 მაისს, ასრულდა ქართველთა მრავალი თაობის ოცნება. მართალია, ოცნება დაამსხვრია რუსეთიდან შემოჭრილმა ჯარმა, მაგრამ ის არ ჩამქრალა და შემდგომი 70 წლის მანძილზე ხან ბჟუტავდა, ხანაც გიზგიზებდა ქართველთა გულებში. დღეს ჩვენ კვლავ თავისუფალი ერი ვართ და ამ თავისუფლების შენარჩუნება უნდა იქცეს ყველა ქართველის უპირველეს ამოცანად. ძალიან ვღიზიანდები როცა მესმის დამოუკიდებლობამ რა მომცაო. მან მოგცა საშუალება თავად განკარგო შენი ბედი და, რაც მთავარია, მან დაგიბრუნა ღირსება. ვაჭრუკანული საზომის გამოყენება ისეთი ამაღლებული ცნების შეფასებისას, როგორიც ქვეყნის დამოუკიდებლობაა, სამარცხვინოა, რადგან ეს ცნება, ერის თავისუფლება, ყოველგვარი მატერიალური სარგებლის მოსაზრებათა გარეშე, თავისთავად წარმოადგენს უმაღლესი რანგის ღირებულებას. ყველას გილოცავთ ამ დიად დღესასწაულს!", - წერს გელა ჩარკვიანი Facebook-ის პირად გვერდზე.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge