Loading...
Close
24 ივნისი 2018 07:16
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოების ღირსეულ რიგში ჩადგეს
გამოქვეყნების დრო – 27 მაისი 2018 08:54
პარტია „ქარული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ულოცავს.

პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ივანიშვილმა კომენტარი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე გააკეთა.

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ 100 წლის წინ, როდესაც ქართული რესპუბლიკა დაფუძნდა იმ უზარმაზარ სივრცეში, რასაც ევრაზია ჰქვია, უიშვიათესი მოვლენა იყო დემოკრატიულ საფუძვლებზე დაფუძნებული სახელმწიფოების რაოდენობა. ქართული დემოკრატიული რესპუბლიკა ყველაზე პროგრესულ და ხალხის სამსახურში მყოფი სახელმწიფოების რანგში შეიძლება მოვიხსენიოთ და ეს არ იყო შემთხვევითი, რამეთუ ქართული რესპუბლიკა დაფუძნდა და მემკვიდრე იყო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოსი. მსოფლიო ცივილიზაციის გარიჟრაჟზე არსებობდა კოლხეთი, ძლიერი და განვითარებული სახელმწიფო, სადაც ეგულებოდათ ოქროს საწმისი, ცოდნისა და სიბრძნის სიმბოლო და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებული სახელმწიფოების ღირსეულ რიგში ჩადგეს და ჩვენს უზარმაზარ, ოცდაათსაუკუნოვან სახელმწიფოებრივ ტრადიციას და კულტურას შესატყვისი პატივი მივაგოთ. კიდევ ერთჯერ ვულოცავ მთელ საქართველოს დღევანდელ დღესასწაულს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge