Loading...
Close
23 სექტემბერი 2018 17:49
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
პრემიერი - დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე პროგრამა ხორციელდება
27 მაისი 2018 11:16
მინდა იცოდეთ, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა თითოეული თქვენგანისთვის, – შესაბამისი სიტყვებით საქართველოს მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმის მონაწილეებს.

„თანამედროვე მსოფლიოში იზრდება დიასპორების როლი საკუთარი ქვეყნების განვითარების საქმეში. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, მჭიდრო კავშირი შევინარჩუნოთ საქართველოდან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზით წასულ, მთელს მსოფლიოში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან და ხელს ვუწყობთ მათ, აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოში მიმდინარე პროცესებში. ამის ნათელი დადასტურება გახლავთ საქართველოს კონსტიტუციაში სრულიად განსაკუთრებული ჩანაწერის გაჩენა და დიასპორის თემის წამოწევა უკვე უმაღლეს საკანონმდებლო დონეზე. 2018 წელს პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, იზრუნოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რომელიც ქართულ სახელმწიფოს აქვს თავისი თანამემამულეების მიმართ. მინდა გითხრათ, რომ მუდმივი კავშირი გვაქვს ჩვენს მრავალრიცხოვან დიასპორულ ორგანიზაციებთან. სახელმწიფო ზრუნავს იმისთვის, რომ ქართულმა დიასპორამ შეინარჩუნოს მშობლიური ენა და ეროვნული თვითმყოფადობა.

დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე პროგრამა ხორციელდება, რომლებიც წარმატებით მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი პროგრამა გახლავთ „მომავლის ბანაკი“, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოზარდების ისტორიულ სამშობლოსთან კავშირის განმტკიცებას და ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ასევე, 16 ქვეყანაში ხორციელდება ახალგაზრდა ელჩების პროგრამა, რომელშიც ჩართული არიან საზღვარგარეთ მცხოვრები საზოგადოებრივად აქტიური ქართველი ახალგაზრდები. ეს არის სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება და ამასთან, ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას უცხოეთში.

მშობლიური ენის შენარჩუნებასა და შესწავლას უდიდესი დატვირთვა აქვს დიასპორებისთვის და მაგალითად თურქეთსა და საბერძნეთში საჯარო სკოლებში უკვე ისწავლება ქართული ენა და შედგენილია სათანადო სახელმძღვანელოები. ასევე, საკვირაო სკოლებისთვის პირველად შემუშავდა ერთიანი სასწავლო პროგრამა და მზადდება ინტეგრირებული სახელმძღვანელოები.

წელს განხორციელდება დიასპორის საკითხებზე სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობის პროექტი, რომლის მიზანია დიასპორასთან დაკავშირებული კვალიფიციური ინფორმაციის რაოდენობის გაზრდა და არსებულ პრობლემათა გადაჭრის ინოვაციური მიდგომების დანერგვა. ასევე, საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო ასამაღლებლად მუშავდება დიასპორული ორგანიზაციების მართვის სპეციალური პროგრამა. ეს და კიდევ სხვა მრავალი პროექტი, რომლის განსახორციელებლადაც საგარო საქმეთა სამინისტრო ძალიან ბევრ საინტერესო ნაბიჯს დგამს, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს ქართული დიასპორების გაძლიერებას, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველი თქვენგანის, დიასპორის თითოეული წარმომადგენლის წარმატება ჩვენი სამშობლოს წარმატება გახლავთ“, – განაცხადა პრემიერმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: პრემიერი - გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს ევროპული, დემოკრატიული ფასეულობების მნიშვნელობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით
მთავარი თემა

'ახლა 'ქართული ოცნება' არჩევანის წინაშეა' - 'ევროპული საქართველო' ხორავას ქუჩის საქმეზე უმრავლესობის მიერ მომზადებული დადგენილების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს
2019 წლის იანვრიდან პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გადმოვა
კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული კანონპროექტი შესაძლოა, პარლამენტიდან გაიწვიონ
სალომე ზურაბიშვილი - როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში?
საპატრიარქო - ეკლესია ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას ეწინააღმდეგება
შს სამინისტრო საგამოძიებო სისტემის რეფორმას იწყებს
სალომე ზურაბიშვილი – საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო? – ცხადია, რუსეთმა
ილია მეორე - რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს
მამა დავით ისაკაძე - სააკაშვილის რეჟიმსაც ეგონა, რომ უძლეველი იქნებოდა, ასე უნდა იფიქროს დღევანდელმა ხელისუფლებამაც - ვერ გაიმარჯვებენ!
ფინანსთა მინისტრი 'იბერიას' საქმეზე - გინდა ვიდეო ჰქონდეთ, გინდა აუდიო - 50 მილიონი ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ
საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება
მთავრობა განათლების რეფორმის ფარგლებში განსაზღვრული პროექტების განსახორციელებლად რესურსების მობილიზებას იწყებს
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულ პირებზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა
'ქართული ოცნება' ზუგდიდის მერის და მისი მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მარიხუანას წარმოების გეგმის პარალელურად მისი მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა - შსს ინფორმაციას ავრცელებს 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი