Loading...
Close
19 ოქტომბერი 2018 22:48
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
გარემო
თეა გოდოლაძე - ვერეს ხეობის დატბორვის არეალში გაცემულია სამშენებლო ნებართვები, რაც კატასტროფაა
7 ივნისი 2018 13:04
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და ეროვნული სეისმური ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, ვერეს ხეობაში, დატბორვის არეალში გაცემულია სამშენებლო ნებართვები, რაც მისი თქმით, არის კატასტროფა. გოდოლაძის განმარტებით, კატეგორიულად დაუშვებელია მდინარის ჭალაში მშენებლობები.

თეა გოდოლაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ვარაზისხევში, ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიის კომპლექსური კვლევა წარმოადგინა.

„არაერთი სამოქალაქო აქტივობის შემდეგ, როცა ყველა ვთანხმდებით, რომ იქ მშენებლობები საშიშია, დეველოპერების მიერ შეტანილია მოთხოვნები, რომ გაიცეს სამშენებლო ნებართვები. ეს იქნება კატასტროფა ხეობისთვის. ამ დატვირთვას ხეობა ვერ გაუძლებს, არ შეიძლება იქ მშენებლობა. სამწუხაროდ, მოსახლეობასაც, გადაწყვეტილების მიმღებსაც და საზოგადოებასაც მახსოვრობის პრობლემა აქვს. რაც მოხდა წარსულში, ადამიანები მარტივად ივიწყებენ. ვერეს ხეობაში განვითარებული მეწყრის შემდეგ ფაქტიურად, ისევ გაიცემა ნებართვები და ხალხი ისევ ცდილობს მდინარის ჭალაში აწარმოოს განაშენიანება, რაც დაუშვებელია ყველა საერთაშორისო ნორმით“, - განაცხადა გოდოლაძემ, რომელმაც კვლევის ფარგლებში გაკეთებულ მოდელირებულ ვიდეოგამოსახულებაზეც ისაუბრა.

''მდინარის ჭალაში სამშენებლო პროცესის გაგრძელდების შემთხვევაში, იმ ფონზე, რომ ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა, წყალმოვარდნის განმეორების დროს უარესი შედეგი იქნება, ვიდრე 2 წლის წინ იყო", - აღნიშნა გოდოლაძემ.

ჟვანიას ქუჩაზე წყალმოვარდნის მოდელირების სცენარის მიხედვით: „კოლექტორიდან 1 კილომეტრში ჩამოწოლილმა მეწყრულმა მასალამ კოლექტორის შეგუბება დაიწყო 6 წუთსა და 40 წამში. შეგუბებიდან დაახლოებით 5 წუთში კოლექტორის მიდამოები გაავსო და წყალმა დაიწყო გადმოსვლა. მეწყრის ჩამოწოლიდან არაუგვიანეს 15 წუთში, (დაახლოებით 12-13 წუთში), პირველივე კორპუსებთან სტიქიამ დამანგრეველი სახე მიიღო, რადგან კორპუსების ეზოებში დაფიქსირდა რამდენიმე მ/წმ სიჩქარით მოძრავი დაახლოებით 0.5 მეტრი სიმაღლის წყლის ნაკადი. სტიქიის დაწყებიდან 21 წუთზე ცოტა მეტ დროში წყალმოვარდნის ტალღამ ჭავჭავაძის ქუჩამდე მიაღწია. 24 წუთში ვერეს ხეობის გზის მონაკვეთი დატბორა და რამდენიმე წამში გმირთა მოედნამდეც ჩავიდა. წყალმოვარდნის ტალღას დასჭირდა დაახლოებით 30 წუთი რათა მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან (ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან) მტკვარს შეერთებოდა“.

„გამოსავალი არის რეგულაციებში. გეოტექნიკური კვლევების ავტორებს უნდა გააჩნდეთ პასუხისმგებლობა იმაზე, რასაც აწერენ ხელს. უნდა მიმდინრეობდეს მათი საქმიანობის ლიცენზირება საერთაშორისო მექანიზმებით იმიტომ, რომ ნეპოტიზმს აქვს ადგილი ამ სფეროში, რადგან ყველა ყველას იცნობს. ერთმანეთის ხათრით არ საუბრობენ მოსალოდნელ პრობლემებზე. ის იმის მეგობარია, ის იმის ახლობელია და ერთმანეთს უმაგრებენ მხარს. ხმას არავინ არ იღებს და ყველა ყველაფერს აწერს ხელს. ასე არ შეიძლება, კატასტროფამდე მიგვიყვანს ასე გაგრძელება.

ვერეს ხეობასა და ვარაზისხევში არსებულ არამდგრად ნიადაგს საფრთხე შეიძლება შეუქმნას წყალმოვარდნებმა და მიწისძვრამ. ამის მაგალითია 2 დღის წინ აზერბაიჯანში მომხდარი მიწისძვრის ბიძგები, რის შედეგადაც სახალხო დამცველის ოფისი დაზიანდა. თუ თბილისის ეპიცენტრში 4.5 ბალით განმეორდება მოწისძვრა, აღნიშნულ პერიმეტრზე ბევრი შენობა და მათ შორის ომბუდსმენის შენობა სერიოზული საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს“, - განაცხადა გოდოლაძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

გიორგი გახარია - წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი, რა იგეგმებოდა დესტაბილიზაციისთვის 
'ბევრი რამ არის ამ ადამიანის ილუზია' - პრემიერი მირზა სუბელიანის განცხადებებსა და ფარულ ჩანაწერებზე
'გამიშვით და მიშას დავბრიდავ, იარაღს არ გამოვიყენებ, ისე დავბრიდავ' - მირზა სუბელიანის მორიგი ფარული აუდიოჩანაწერი
გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი