Loading...
Close
26 აგვისტო 2019 09:47
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პერსონა
დიმიტრი ცეცხლაძე - არ მომწონს, როდესაც პოეტი სიღარიბეზე წუწუნებს - მოეშვან დამნაშავის გარეთ ძებნას
10 ივლისი 2018 14:44
ავტორი: მარიამ ადამია



70-იანი წლების როკ-მუსიკა მიწისქვეშა გადასასვლელებში; საქმიანობა, რომელიც საკუთარი თავის რეალიზაციის გარდა, შემოსავლის წყარო გახდა - ეს დიმიტრი ცეცხლაძეა, ქუჩის მუსიკოსი, რომელსაც ძირითადად მიწისქვეშა გადასასვლელებში შეხვდებით. დიმიტრი დაოჯახებულია და ერთი შვილი ჰყავს. დიმიტრი ცეცხლაძე „ეურუსს“ უყვება, რომ მუსიკას თავადაც წერს და როგორც ამბობს, ეს არის ის ერთადერთი საქმიანობა, რის გამოც შეუძლია თქვას - „ცოცხალი ვარ!“.


: დიმიტრი, როგორ ან როდის გადაწყვიტეთ ქუჩაში დაკვრა და რა პარალელები შეგიძლიათ გაავლოთ თქვენსა და იმ მუსიკოსებს შორის, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა მოაწყონ კონცერტები, ჩაწერონ სიმღერები და თუნდაც, საზოგადოებისთვის უფრო პოპულარულები იყვნენ?

- ქუჩაში დაკვრა მაშინ გადავწყვიტე, როდესაც მივხვდი, რომ მჭირდებოდა შემოსავალი და უნდა მემუშავა. მუსიკა მანამდეც ჩემი პროფესია იყო, ოღონდ ამას მატერიალური შემოსავლისთვის არ ვიყენებდი.

მგონია, რომ საქართველოში დღეს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების უმეტესობა ასოციალურები არიან, საზოგადოებისთვის უცხო და შესაბამისად ვერ ქმნიან პროდუქტს, რომელიც ავთენტური იქნება საქართველოს რეალობისთვის. ქუჩაში დაკვრას ეს პლიუსი აქვს, რომ შეგიძლია ძალიან ღრმად და ძალიან პატარა ნიუანსებში დაინახო საქართველო, ქართველები და არა მარტო სოციალური მხარე, ფსიქოლოგიურიც, გაიმდიდრო შენი გონება და შენი დასკვნები გამოიტანო ხალხთან მიმართებაში.

თვითგამოხატვას მთლიანად ხელოვნებით ვახერხებ, თუმცა ქუჩაში ვდგავარ და ვუკრავ მხოლოდ არსებობისთვის, მატერიალური შემოსავლისთვის. მუსიკოსი ვარ და ეს არის ჩემი სფერო, თუმცა, იმ ხელოვნებას, რომელიც მთლიანად დაცლილია მატერიალურისგან, ცალკე ვაკეთებ.

- როგორია მატერიალურისგან დაცლილი თქვენი მუსიკა?

- ვწერ მუსიკას კლასიკურ ჟანრში - ეს არის ერთადერთი საქმიანობა, რომლის გამოც მე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ცოცხალი. ამით განისაზღვრება ჩემი სიცოცხლისუნარიანობა.

- რა სირთულეები ახლავს ამ საქმიანობას? არაკომფორტულ ზონაში დაკვრა, ამინდი, საზოგადოების განწყობები - რა გახსენდებათ?

- ქუჩაში დაკვრას სირთულეები ახლავს, თუმცა ამ სირთულეებს ჩვენ შევეგუეთ. დღეს, მე მგონი, ქუჩის მუსიკოსებს არ აქვთ უფლება ისაუბრონ საქმიანობის სირთულეზე, როდესაც სხვა სფეროს წარმომადგენლები ძალიან იჩაგრებიან - მუშათა კლასს ვგულისხმობ. თავისუფალი ხალხი ვართ, უფროსები არ გვყავს, - ეს არის ყველაზე მთავარი. ზოგჯერ წუხდება ხალხი. ამბობენ, - გაჩუმდით, დავიღალეთ და ა.შ. თუმცა, ისეთი გადამწყვეტი დისკომფორტი არ არის, აუტანელი რომ იყოს.

- იმედგაცრუება თქვენს საქმიანობაში - რა გახსენდებათ და თუ გქონიათ შემთხვევა, როდესაც მოტივაცია დაგიკარგავთ?

- არა, რადგან ორიენტირებული არ ვარ წარმატებაზე. მაგალითად რომ მინდოდეს დავიპყრო ქართული სცენა, მაშინ ალბათ მექნებოდა იმედგაცრუებაც. იმედგაცრუება იქნებოდა მაშინ, ერთ დღესაც რომ მივმხვდარიყავი, რომ - მუსიკას ვეღარ ვწერ.

- საქართველოდან წასვლაზე თუ გიფიქრიათ?

- ვიყავი საზღვარგარეთ წასული, მაგრამ დავბრუნდი. საცხოვრებლად ალბათ არ წავიდოდი.

- რამდენად რთულია დღეს ნიჭიერი ადამიანისთვის საკუთარი თავის რეალიზაცია და რას ურჩევთ თაობას - როგორ უნდა იპოვონ შემოქმედებითი თუ პროფესიული წარმატებისკენ გზა?

- რთული გზა აქვთ, მაგრამ არ მომწონს, როცა ამით იმართლებენ თავს. არ მომწონს, როდესაც პოეტი სიღარიბეზე წუწუნებს. პირველ რიგში, მოეშვან დამნაშავის გარეთ ძებნას, ხელოვან ადამიანებს ამაზე დიდი დაბრკოლება ჰქონიათ, სიკვდილით დასჯის რისკიც კი ჰქონიათ, მაგრამ მაინც წერდნენ და მაინც ჰქონდათ პოზიცია.

- რა როლი აქვს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის განვითარების პროცესში?

- ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ენიჭება ხელოვან ხალხს, მაგრამ ხშირად ამ პასუხისმგებლობას კონფორმიზმის გამო ირიდებენ. ნამდვილი ხელოვანი ამ ბრძოლაში წინა ხაზზე დადგება, ალბათ...

- ნარკოპოლიტიკა დღეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა- თქვენ რა პოზიცია გაქვთ?

- არ უნდა იჭერდნენ მომხმარებლებს, თუმცა, ლეგალიზაციის შემთხვევაში, სრულიად ახალგაზრდობა გადაერთვება ამაზე, ამისთვის კი მზად არ ვართ. ახალგაზრდობას არანაირი გასართობი არ გააჩნია... ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ სასტიკად უნდა იდევნებოდნენ ნარკოტიკების გამსაღებლები.

- რას გვეტყვით ოჯახის როლზე შემოქმედი ადამიანის ცხოვრებაში?

- მე მგონია, რომ ოჯახს ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში და მით უმეტეს- თუ ხელოვანია. ხელოვანისთვის გარემო, რომელშიც გამოდის და ცხოვრობს, დღეს ძალიან უხეშია. ხელოვანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს „სახლი“, აქ კი ფიზიკურ სახლს არ ვგულისხმობ, არამედ ადგილს, სადაც მივა და მშვიდად იქნება. ამისთვის ყველაზე კარგი საშუალება არის ოჯახი. მეუღლეს დიდი როლი და მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერ ადამიანს ეპარება ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში - ხომ არ არის სუსტი თავის საქმეში და როდესაც არსებობს ადამიანი, რომელსაც სჯერა შენი, გარეთ გაძლიერებული გამოდიხარ.



საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

ნიკა გვარამიას 'რუსთავი 2'-ის საქმეზე ბრალი წარედგინება - განცხადება პროკურატურაში
რუსეთის საგარეო უწყება - საქართველომ და დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან გაკვეთილი ვერ ისწავლეს
მმართველმა გუნდმა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის საკითხზე ცვლილებათა პროექტი წარმოადგინა
'რა ფული მოვიპარე? არ დაგავიწყდეთ, მეც მაქვს პრეტენზიები 'რუსთავი 2'-ის მიმართ' - ნიკა გვარამია დაიკითხა
დავით კეზერაშვილი ახალ სატელევიზიო პლატფორმას აფუძნებს - ბოლო პერიოდის მოვლენებმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისკენ მიბიძგა 
მამუკა ბახტაძე - ლარი ზედმეტად გაუფასურებულია
'შინდისი' - ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლინდა
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალს 'რუსთავი 2'-ის 40%-იანი წილი შესთავაზა
ნიკა გვარამია - გადავწყვიტე, რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია
20 ივნისის საქმე - შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა
ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით არის დაკავებული
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა
'გადაწყვეტილება შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელია'- ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება
თეა წულუკიანი - 'რუსთავი 2'-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით - სტრასბურგის სასამართლომ დაუშვებლად სცნო 'რუსთავი2'-ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა
შსს-მ 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 3 პირი დააკავა

ინტერვიუ
'საქართველო გაყიდული იყო, გაყიდული - ქართველების მიერ' - მერაბ მამარდაშვილი
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი