Loading...
Close
12 დეკემბერი 2018 05:01
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა
13 ივნისი 2018 18:50
"დღეს არის დრო, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება გუნდი დააკომპლექტოს, როგორი ხედვებიც მას გააჩნია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. სიტყვის ბოლოს კი გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

"ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხები, რომელზეც მქონდა პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას. დღეს არის დრო, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება გუნდი დააკომპლექტოს, როგორც მას გააჩნია.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, ამ ორწელიწადნახევრის განმავლობაში მთავრობამ გაატარა სასიცოცხლო მნიშვნელობის ეკონომიკური პრობლემები. მიუხედავად რეგიონში არსებული რთული ვითარებისა, შევძელით შეგვექმნა სტაბილური გარემო და განვითარების სწორ გზაზე დაგვეყენებინა ქვეყანა. დღეს რეგიონში გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამას აღიარებს მსოფლიოს ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია. დღეს ორი ოკუპირებული რეგიონის პირობებში, ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგად, შექმნილია უსაფრთხო გარემო. დღეს ჩვენ ვართ ყველაზე უფრო ახლოს ევროკავშირთან და ნატოსთან, ვიდრე ოდესმე. გვაქვს აშშ-ს და ევროკავშირის უპრეცენდენტო მხარდაჭერა. გამოვხატეთ მზაობა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით, ჟენევის ფორმატში. ეს მოიტანს გარკვეულ შედეგებს ადრე თუ გვიან.

ძალიან კარგად ვიცი როგორ უჭირს ხალხს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ოჯახი, რომელიც ყოველდღური ცხოვრების ურთულეს პირობებში ზრუნავს, რათა რამენაირად იშოვოს ლუკმა-პური საკუთარი ოჯახისათვის, საუთარი შვილებისათვის და გადაირჩინონ თავი. ეს ასეა, მაგრამ ისიც აბსოლუტურად ზუსტად ვიცი, რომ არა ჩვენი ეს პოლიტიკა, ამ ხალხისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის შესაძლებლობა კიდევ ბევრი წლით გადავადდებოდა. ამის უფლებას მე არასოდეს მივცემდი ჩემს საკუთარ თავს. ვფიქრობ, რომ გუნდიც ძალიან მოტივირებული იყო ამ მიზნით მოქმედებისთვის. ხშირ შემთხვევაში საჭიროა არაპოპულარული ნაბიჯების გადადგომა. მე როგორც ქვეყნის პერმიერმა სწორედ ასეთი პოლიტიკა ავირჩიე.

ჩემთვის ეს თანამდებობა ყოველთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე დიდი პასუხისმგბელობა, რაც კი შეიძლება მოქალაქეს დაეკისროს. ყოველთვის ვცდილობდი უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა ნაბიჯი და გადაწყვეტილება იყო ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცვალა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. ვხედავ, გუნდში განწყობებს და აქედან გამომდინარე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს.

მე ვტოვებ ჩემს თანამდებობას, მინდა აუცილებლად მადლობა გადავუხადო იმ უამრავ ძალიან კარგ ადამიანს, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში გავიცანი, მინდა ჩემს თანამშრომლებს გათენებული ღამეებისთვის და გაწეული შრომისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. მადლობა მინისტრებს, გუნდის წევრებს, მათ ძალიან დიდი შრომა გასწიეს. მინდა საპარლამენტო გუნდს გადავუხადო მადლობა და ასევე პარტიის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ მომეცა საშუალება მემსახურა საქართველოსთვის ჯერ მინისტრის და შემდგომ პრემიერის თანამდებობაზე. მინდა გუნდის ხელმძღვანელს ვუსურვო წარმატება ქვეყნის სასარგებლოდ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯში. ღმერთი ფარავდეს საქართველოს. მე მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი და განვითარებული სახელმწიფო", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მამუკა ბახტაძე მოქალაქეების შეკითხვებს პასუხობს - Facebook-LIVE
საგარეო უწყება უარყოფს, რომ აშშ-ს ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკსი საქართველოს მთავრობამ დაბლოკა
თეა წულუკიანი - არცერთი უცხოელის სახელზე დღეს მიწა არ დარეგისტრირებულა, ვნებათაღელვა და სხვა მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა საჭირო არ არის
პრემიერი - გუნდში არ იქნება მათი ადგილი, ვინც რეფორმების სწრაფ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს
ე.წ. შავი სიებიდან მოქალაქეების ამოწერა და ვალების განულება - პრემიერ-მინისტრის განცხადება
'თუ მოთხოვნები არ შესრულდება, აჯანყებისთვის მზადებას დავიწყებთ' - სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მორატორიუმის გაუქმება და პროტესტი იუსტიციის სახლთან
პური გაძვირდა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორ ია კერზაიასთან დაკავშირებით ოჯახის კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს
კახა კახიშვილის ინფორმაციით, ინაუგურაციისთვის ძალაშია სამი ლოკაცია - თბილისი, თელავი და წინანდალი, რომელზე დასწრებაც მოქალაქეებს შეეძლებათ
ილია მეორე - ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი სიტყვები, რომ მოიპარეს ხმები - ქალბატონ სალომეს ხომ არ მოუპარავს?
გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პრეზიდენტის ფონდი არ გააუქმოს
თეა წულუკიანი - ოპონენტებს მივმართავ, თუ მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის გათავისუფლება დაგვავალა, რატომ არის დღეს დილით ის საპატიმროში 
ინაუგურაციის პარალელურად, შესაძლოა, ოპოზიციამ თელავში აქცია გამართოს
ნინო ლომჯარია - ხორავას ქუჩის საქმეზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კი, არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე
პრემიერის განკარგულებით, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი