Loading...
Close
25 მარტი 2019 16:38
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ პრეზიდენტს სიმშვიდისკენ
14 ივნისი 2018 11:56
მოვუწოდებ პრეზიდენტს სიმშვიდისკენ. გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური და ღირსეული განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბათუმში მიმდინარე მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე არ მინდოდა დღეს მესაუბრა სამთავრობო ცვლილებებზე, რომელიც ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის იმ ფორმატის შემადგენელი ნაწილი, რა ფორმატშიც დღევანდელი კონფერენცია იმართება, თუმცა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, თავს მოვალედ მივიჩნევ, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ამასთან დაკავშირებით - საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა. საქართველო არის მაღალი სტანდარტებით ჩამოყალიბებული დემოკრატიული სახელმწიფო და აქ სახელმწიფო იმართება სწორედ ამ სტანდარტების შესაბამისად. სამთავრობო ცვლილებების პირობებში ჩვენთვის მთავარია სწორედ სტაბილური ცვლილებების უზრუნველყოფა. გასული 6 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს ყველა მიმართულებით და ეს ხდებოდა სხვადასხვა პრემიერ-მინისტრის მმართველობის პირობებში. პრემიერ-მინისტრების ცვლა, მთავრობების ცვლა არ იწვევდა ქვეყნის ძირითადი კურსიდან გადახვევას და იმ პროგრესული მიმართულებიდან გადახვევას, რომლისკენაც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ აიღო გეზი.

2012 წლამდე საქართველო არ იყო დემოკრატიული სახელმწიფო, ავტოკრატიული მეთოდების გამოყენებით იმართებოდა. ჩვენ ეს პრაქტიკა შევცვალეთ რადიკალურად, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა იმართება ხელისუფლების დანაწილების პრინციპის შესაბამისად, საქართველოში დამკვიდრდა დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და რადიკალურად, დრამატულად გაიზარდა ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხი. ეს არის საპარლამენტო მმართველობა, სადაც სამთავრობო ცვლილებების არის ნორმალური მოვლენა. დემოკრატია, ეკონომიკა, სოციალური მიმართულებება, საგარეო პოლიტიკა - ყველა მიმართულებით გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი და ეს არის მმართველი ძალის დამსახურება. სხვადასხვა მთავრობის პირობებში „ქართული ოცნება“ ყოველთვის ახერხებდა ფუნდამენტური წინსვლის მიღწევას და ეს წინსვლა იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი მთავრობის პიროებებში, ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში, რომელსაც საქართველოს კონსტრიტუციის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობა დაასახელებს“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა - „მასკარადი, როდესაც ინიშნებიან ადამიანები და რეალურად გადაწყვეტილების მიმღები არის თურმე პარტია, ავნებს საქართველოს, მის ევროპულ არჩევანს და ავნებს საქართველოს სტაბილურობას“.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: პრეზიდენტი - რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერ-მინისტრები, რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი?!
მთავარი თემა

ირაკლი ღარიბაშვილი - 'ქართული ოცნების' მიერ წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ
იენს სტოლტენბერგი - იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში
'მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე' - ლადო აფხაზავას ემოციური გზავნილი ცერემონიალის შემდეგ
'მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019'-ის გამარჯვებული ცნობილია 
სააკაშვილი - ცხრა წელი იყო არა `სისხლიანი`, არამედ - ყველაზე წარმატებული
'სახელმწიფოს ვერ მოუგებ, თან ასეთ ქვეყანაში, როცა სამართალი მართლა საძებნელია'
'ნაციონალური მოძრაობის' ყრილობა
ანაკლიასთან პარტნიორობა მამუკა ხაზარაძესთან ერთად სანაპიროზე სეირნობა არ არის - მაია ცქიტიშვილი
'სამწუხაროდ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ნახევრად სიმართლე მიზნების მისაღწევად სერიოზული ინსტრუმენტია'
ირაკლი კობახიძე - რამდენიმე არასამთავრობო არის 'ნაცმოძრაობის' 'გონგო', რომელიც მასთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა
'ხომ გახსოვთ წერილზე ბრალდებას რა რეაქცია მოჰყვა 'თიბისი' ბანკის მფლობელებისგან? 'არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია' - გიორგი გახარია 
პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს
ფადი ასლი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიოს
'ევროპულმა საქართველომ' და 'თავისუფალმა დემოკრატებმა' ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის ოლქში საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი