Loading...
Close
24 ივნისი 2018 07:24
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გული მტკივა - საქართველოს პრეზიდენტი იყო არასერიოზული თავის განცხადებაში 
გამოქვეყნების დრო – 14 ივნისი 2018 12:31
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავრობის ცვლილება, ეს არის ნორმალური მოვლენა საპარლამენტო დემოკრატიაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. კობახიძე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გამოსვლასაც გამოეხმაურა.

„არასერიოზულ განცხადებებზე, ბუნებრივია, არ შეიძლება სერიოზული კომენტარის გაკეთება. ამაზე მართლა გული მტკივა. სახელმწიფოს მეთაური, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, არის გარანტი რაღაცეების, მათ შორის კონსტიტუციური სისტემის, თუნდაც სიმბოლურად, მაგრამ მაინც, არ შეიძლება ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. შესაბამისად, მე არ მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება. მე შემიძლია გითხრათ ის, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო დემოკრატია და ამ სისტემაში ეს არის უცხო ხილი. ჩვენ გვიწევდა ცხოვრება საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდებში 90-იანი წლებიდან, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უცხო მოვლენაა ეს დემოკრატიული პროცესები. საპარლამენტო დემოკრატიაში, საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობის ცვლილება არის ნორმალური, ჯანსაღი მოვლენა.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავრობის ცვლილება, ეს არის ნორმალური მოვლენა საპარლამენტო დემოკრატიაში. ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ. ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა. დღეს შეიკრიბება საპარლამენტო უმრავლესობა, სადაც განიხილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საკითხი. შესაბამისად, განიხილება ახალი სამთავრობო გუნდის საკითხი. ჩამოყალიბდება სამთავრობო გუნდი და გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენთვის მთავარია, რომ ის მიღწევები, რაც გვაქვს, შევინარჩუნოთ და ის გარკვეული ხარვეზები, რაც იყო გუნდის საქმიანობაში, მთლიანად გამოვასწოროთ. ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ახალი სამთავრობო გუნდის პირობებში. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მჭიდრო კომუნიკაციის და თანამშრომლობის არსებობა პარლამენტსა და მთავრობას შორის და დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ამ სულისკვეთებაზე იქნება აგებული ურთიერთობები პარლამენტსა და ახალ მთავრობას შორის“, - განაცადა კობახიძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: პრეზიდენტი - რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერ-მინისტრები, რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი?!
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge