Loading...
Close
25 მარტი 2019 15:47
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, დღეს, უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე დასახელდება
14 ივნისი 2018 13:23
„სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ასევე, ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური, გამოცდილება ჰქონდეს, კანდიდატს”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის გაფართოებულ სხდომაზე იქნება მიღებული.

“ჯერ-ჯერობით არასწორი იქნება განცხადების გაკეთება. ხუთ საათზე შეიკრიბება მმართველი გუნდი, საპარლამენტო უმრავლესობა გაფართოებულ ფორმატში და იქ იქნება მიღებული დღესვე, დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების თაობაზე.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, მე ვფიქრობ, ლოგიკურია ის მსჯელობა, რომ სწორი იქნება არსებული სამთავრობო გუნდიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება და ასევე, ლოგიკურია ისიც, რომ ეკონომიკური, ასე ვთქვათ გამოცდილება ჰქონდეს, განსაკუთრებული გამოცდილება ამ მიმართულებით კანდიდატს. შესაბამისად, ალბათ ესეც იქნება კრიტერიუმები. ყოველშემთხვევაში მე ამ კრიტერიუმებით ვიხელმძღვანელებდი. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება დღეს მიღებული ხუთი საათის სხდომაზე, რომელიც გაიმართება გაფართოებულ ფორმატში. ეს იქნება უმრავლესობის გაფართოებული სხდომა. დაესრწებიან ასევე პოლიტსაბჭოს სხვა წევრები. მთავრობის წევრები.

როდესაც დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ის შემოგვთავაზებს მთავრობის ახალ შემადგენლობას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩაერთოს პარლამენტი ამ დისკუსიაში და განხილვაში. პირველ რიგში, დავუტოვოთ ეს კონსტიტუციური უფლება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, რომელიც ასახელებს მთავრობის ახალ შემადგენლობას და ამის შემდეგ შეგვეძლება ჩვენ კომენტარების გაკეთება როტაციის თაობაზე, სამთავრობო ცვლილებების თაობაზე”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: პრეზიდენტი - ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს პრემიერ-მინისტრი, ის კარგი პრემიერი იყო
მთავარი თემა

ირაკლი ღარიბაშვილი - 'ქართული ოცნების' მიერ წარდგენილი კანდიდატები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ
იენს სტოლტენბერგი - იმედი მაქვს, მალე მოგესალმებით ნატო-ში
'მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე' - ლადო აფხაზავას ემოციური გზავნილი ცერემონიალის შემდეგ
'მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019'-ის გამარჯვებული ცნობილია 
სააკაშვილი - ცხრა წელი იყო არა `სისხლიანი`, არამედ - ყველაზე წარმატებული
'სახელმწიფოს ვერ მოუგებ, თან ასეთ ქვეყანაში, როცა სამართალი მართლა საძებნელია'
'ნაციონალური მოძრაობის' ყრილობა
ანაკლიასთან პარტნიორობა მამუკა ხაზარაძესთან ერთად სანაპიროზე სეირნობა არ არის - მაია ცქიტიშვილი
'სამწუხაროდ, ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ნახევრად სიმართლე მიზნების მისაღწევად სერიოზული ინსტრუმენტია'
ირაკლი კობახიძე - რამდენიმე არასამთავრობო არის 'ნაცმოძრაობის' 'გონგო', რომელიც მასთან ერთად ოპოზიციაში გადავიდა
'ხომ გახსოვთ წერილზე ბრალდებას რა რეაქცია მოჰყვა 'თიბისი' ბანკის მფლობელებისგან? 'არა, ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია' - გიორგი გახარია 
პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მოუსმინეს
ფადი ასლი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გია ხუხაშვილი - დარწმუნებული ვარ, პარლამენტარების 80% ივანიშვილის თვალის ჩაპაჭუნებას ელოდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავ-ყბა დაუნგრიოს
'ევროპულმა საქართველომ' და 'თავისუფალმა დემოკრატებმა' ბლოკი შექმნეს და მთაწმინდის ოლქში საერთო კანდიდატად შალვა შავგულიძე წარადგინეს

ინტერვიუ
'ადამიანი იბადება თავისუფლად და თუ ამას კარგავ, ან გაკარგვინებენ, ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია'
გოგა ჩანადირი - ჩვენს საზოგადოებას სჭირდება განათლება, რომ სიახლეებს არ შეუშინდეს, რომ ბოღმაზე და შურზე მაღლა დადგეს
ვიდეობლოგი
ანდაზირებული პოლიტიკოსები - დავით ზურაბიშვილი (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი