Loading...
Close
24 ივნისი 2018 07:23
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
მთავარი თემა
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მესამე სხდომას ზაზა სარალიძე ესწრება
დღის თემა
მარიამ ჯაში - სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება
ეკონომიკა
ნიკოლოზ გაგუა - ინიცირებული რეფორმები ორიენტირებულია ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე
ახალი ამბები »»»
ვიდეო
ბაია დვალიშვილის მიმართვა - მგონი, ჩვენი წუთებია დათვლილი ამ ქალაქში! ტირილამდე ვარ მისული! 
წულუკიანი ანა სუბელიანზე - ბევრჯერ გავეცი პასუხი, მაგრამ მემორიალზე ცეკვავდა და არ ეცალა
ნიკა მელია გიორგი გახარიასთან მიიჭრა
პოლიტიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკულტურაკონფლიქტებიმსოფლიოანონსი
პოლიტიკა
'გიორგი კვირიკაშვილს თავისუფლებას ვულოცავ' - დავით უსუფაშვილი მმართველ გუნდს სამ წინადადადებას სთავაზობს
გამოქვეყნების დრო – 14 ივნისი 2018 14:16
„შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს კრიზისიდან გამოსასვლელად სამ წინადადადებას სთავაზობს.

"14 ივნისი გათენდა საქართველოში და გიორგი კვირიკაშვილს თავისუფლებას ვულოცავ. მან შეძლო ბევრი რამ, ბევრი რამ ვერ შეძლო, მაგრამ ეს არის პოლიტიკური ცხოვრება და მაღალი თანამდებობის პირების ხვედრი. ვუსურვებ წარმატებას და ამქვეყნად თავაწეულ, ამაყად სიარულს. ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუსურვო სახელმწიფო მოღვაწის დარი მხნეობა, გამჭრიახობა და სწორი გადაწყვეტილების მიღება. სწორედ მის გადაწყვეტილებებზე არის დამოკიდებული ის, თუ რა იქნება ამ ქვეყანაში უახლოეს დღეებში და წლებში და როგორ მოვახერხებთ ან ვერ მოვახერხებთ ცივილიზებულ გადასვლას ქვეყნის განვითარების მომდევნო ეტაპზე, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შემდეგ",- განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი ბიძინა ივანიშვილს და მმართველ გუნდს მიმართავს სამი წინადადებით:

„1. ბიძინა ივანიშვილმა იტვირთოს პრემიერ-მინისტრობა, როგორც ამას ითხოვს საპარლამენტო დემოკრატია და რა ვალდებულებაც მან აიღო ქართველი ხალხის წინაშე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

2. სუს-მა შეწყვიტოს პოლიტიკური პროცესების მართვა და სახელმწიფო ორგანოების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება.

3. უახლოესი საპარლამენტო არჩევნებისთვის, იქნება ეს ვადამდელი თუ ვადიანი, დაუყოვნებლივ იქნას შემოღებული პროპორციული სისტემა“, - აცხადებს უსუფაშვილი.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
ახალი ამბები
ინტერვიუ
ვიდეობლოგი
ანალიტიკა
განათლება
ხელოვნება
ჯანდაცვა/მედიცინა
მედია
ციტატები/ფრაზები
მეცნიერება
რელიგია
საინტერესო
ამინდი
ვალუტის კურსი
რა მოხდა დღეს
არქივი
პერსონა
ბლოგი
მოგზაურობა
ფლორა და ფაუნა
არქიტექტურა
გარემო
გასტრონომია
მოდა/სტილი
ფოტოამბავი
ჰოროსკოპი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media Agency Eurus.ge