Loading...
Close
18 თებერვალი 2019 23:05
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
საზოგადოება
ფონდი 'ქართუ' - გიორგი შენგელაია კვლავ იღებს დახმარებას თვეში 3000 ლარის ოდენობით
22 ივნისი 2018 19:05
საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ბოლო დროს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რეჟისორ გიორგი შენგელაიასთვის ფონდი „ქართუს“ ფულადი დახმარების შეწყვეტის თაობაზე. ამ საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, ფონდის ადმინისტრაცია საჭიროდ თვლის გააკეთოს კომენტარი.

პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. გ. შენგელაიას საქველმოქმედო დახმარება არ მოხსნია. ის კვლავაც იღებს ფონდი „ქართუს“ დახმარებას თვეში 3000 ლარის ოდენობით.

გ. შენგელაია არის ფონდის ერთ-ერთი უძველესი ბენეფიციარი, ფულად დახმარებას ის იღებს თითქმის 20 წლის განმავლობაში. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ყოველთვიური სტიპენდიისა, ფონდმა დააფინანსა მისი მხატვრული ფილმის „მიდიოდა მატარებლის“ გადაღება.

ფონდი „ქართუ“ ერთ-ერთი უძველესი და უდაოდ ყველაზე მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში. თავისი არსებობის 23 წლის განმავლობაში ფონდმა დახმარება გაუწია ათასობით ხელოვანს, მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს. ამავე დროს, ფონდის ისტორიაში არ არსებობს არცერთი პრეცედენტი, რომ ფონდს შეეწყვიტა ფულადი დახმარების გაცემა ბენეფიციარისთვის მისი პოლიტილური ან მსოფლმხედველობითი შეხედულებების გამო.

თუმცა, 2012 წელს ფონდის ზოგიერთმა ბენეფიციარმა, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, თავად თქვა უარი ფონდის დახმარებაზე. მაგალითისთვის შეიძლება ისეთი პირების დასახელება, როგორიც არიან: მწერალი გურამ დოჩანაშვილი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, არტისტი ვახტანგ კიკაბიძე, სპორტსმენი ნანა ალექსანდრია და სხვა. რიგ შემთხვევაში, იმავე პოლიტიკური მოტივით ფონდის დახმარებაზე უარის თქმა მოხდა კოლექტიურადაც, კერძოდ კახიძის მუსიკალური ცენტრის, მუსკომედიის თეატრისა და სხვა დასების მხრიდან.

მოგეხსენებათ, რომ ფონდი „ქართუს“ ერთადერთ დონორს წარმოადგენს ივანიშვილების ოჯახი.

ვინაიდან გიორგი შენგელაიამ არაერთგზის საჯაროდ გააკრიტიკა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი და გამოხატა თუ რაოდენ მიუღებელია მისთვის ბ. ივანიშვილის პიროვნება, ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ მისი ამჟამინდელი პოზიცია განპირობებებულია პოლიტიკური შეუთავსებლობით. ფონდის გამგეობა დაინტერესდა, ხომ არ ჰქონდა ბ-ნ გიორგის სურვილი, სხვების მსგავსად, თავისი ინიციატივით უარი ეთქვა ფონდის დახმარებაზე. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავუკავშირდით რეჟისორს. პასუხად შევიტყვეთ, რომ გ. შენგელაიას ივანიშვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, არა თუ არ სურს მის ფულზე უარის თქმა, არამედ სასამართლოშიც კი უჩივლებს ფონდს, თუ მას ამ დახმარებას შეუწყვეტენ.

გ. შენგელაიას პასუხის შემდეგ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მისი ბოლოდროინდელი საჯარო აქტიურობის მამოძრავებელ მოტივს არა პოლიტიკური, არამედ პირადი ხასიათის სარჩული გააჩნდეს. წლების განმავლობაში გ. შენგელაია უკმაყოფილო იყო მისი სტიპენდიის ოდენობით და თვლიდა, რომ მას სხვა ბენეფიციარების მსგავსად უფრო მაღალი ფულადი დახმარება უნდა მიეღო.

წლების განმავლობაში ის ითხოვდა ყოველთვიური დახმარების 5000 ლარამდე გაზრდას. ამ საკითხის განხილვისას ფონდის ადმინისტრაცია ითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ გ. შენგელაიასთან ერთად ფონდის დახმარებას მისი ოჯახის სხვა წევრიც იღებს და ამიტომაც არ თვლიდა მიზანშეწონილად მისი სტიპენდიის დამატებით გაზრდას. ჩვენთვის ცნობილია, რომ ფონდის გამგეობის აღნიშნული პოზიცია გ. შენგელაიას გაღიზიანებას იწვევდა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვფიქრობთ რომ უკანასკნელი დღეების აურზაურის მიზეზს შესაძლოა სწორედ ეს გარემოება ედოს საფუძვლად.

ბოლოს ცალსახად უნდა ითქვას, რომ მსგავსი თემების შესწავლა და განხილვა ფონდის გამგეობის პრეროგატივა და ვალდებულებაა. შესაბამისად, ფონდის გამგეობას საქმის კურსშიც კი არ ჩაუყენებია ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

'თიბისის' საქმე ანაკლიის პროექტს ურტყამს'  - მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პრესკონფერენცია გამართეს 
ანა დოლიძე - ვანო ზარდიაშვილი არის კლანის საცეცი პარლამენტში
თეა წულუკიანი - ანაკლიის პორტი არა მამუკა ხაზარაძის, არამედ სახელმწიფოს პროექტია
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი - როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა დეკანოზის შეწყალებას, ეკლესიაც მზად იყო და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, მე ასე ვიცი... 
ფოფხაძე - თუ ეს პროცესი არ შეჩერდა, ძალიან ცუდ სასამართლოს მივიღებთ - მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მოკლე ვადებში იუსტიციის საბჭოს შეეზღუდოს ეს უფლება 
მამუკა ხაზარაძე - დამაფიქრებელია, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ ერთმანეთის წარმატებას ვებრძვით
გიორგი გახარიას განცხადებით, მამუკა ხაზარაძესთან 'თიბისი ბანკის' წილების დათმობაზე საუბარი არ ჰქონია
თბილისში ინტენსიური მშენებლობა აღარ მოხდება - თბილისის მერის კახა კალაძის სპეციალური ბრიფინგი 
მამუკა ხაზარაძის განცხადება - ეროვნული ბანკი ითხოვს ჩამოგვაშორონ იმ კომპანიას, რომელიც 27 წლის წინ ერთად შევქმენით
პრეზიდენტის ჩართულობა უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში - დიმიტრი გაბუნიას პოზიცია
ლადო ბედუკაძე გრიგოლ ვაშაძეს ემუქრება - შუბლი ვერ გამიხვრიტა, ახლა ჩემი ჯერია, ასე გადაეცით
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ულტიმატუმი არ არის ის ფორმა, რაზეც შეიძლება ვისაუბროთ
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე ზაალ ლატარია დააკავეს
მამუკა ბახტაძის პოზიცია უმრავლესობაში დაპირისპირებასა და მოსამართლეების საკითხზე 
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ინტერვიუ
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი