Loading...
Close
16 ნოემბერი 2018 22:05
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პოლიტიკა
ბესელია - თუკი ირაკლი ქადაგიძის და ზაზა ჭაიას დახმარება გიგა ბოკერიას სჭირდება, მშვიდობაში დაიხმარონ, მაგრამ არა საგამოძიებო კომისიის სახელით
22 ივნისი 2018 19:23
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიაში ექსპერტის სტატუსით ირაკლი ქადაგიძისა და ზაზა ჭაიას მოწვევა, რომელიც “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების ინიციატივით მიიწვიეს, კამათის საგანი გახდა. კომისიის წევრის ბესელიას განცხადებით, თუკი კომისია ექსპერტებსა და სპეციალისტებს იწვევს, ამის თაობაზე კომისიის ყველა წევრმა უნდა იცოდეს და მათი მოწვევის გადაწყვეტილებაც კენჭისყრით იყოს მიღებული.

“კომისიის თავმჯდომარემ ექსპერტად ჭაია და ქადაგიძე მოიწვია, რომელთა გვარებიც კარგად იცის საზოგადოებამ. მათი მოწვევის თაობაზე ჩვენ - კომისიის წევრები ინფორმირებული არ ვიყავით. ამავე დროს, კომისიამ ისეთი ექსპერტები უნდა მოიწვიოს, რომელთაც შეუძლიათ კომისიას ღირებული და მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, კომისიის თავმჯდომარეს ასეთი გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიღების უფლება არა აქვს. მას შეუძლია თავის დამხმარედ ვინც უნდა ის მოიწვიოს, მაგრამ თუკი ასეთ პირებს კომისიის სახელით იწვევს, მინიმუმ ეს საკითხი კომისიის სხდომაზე უნდა დაისვას. პროცედურა პირდაპირ ადგენს, რომ ასეთ საკითხებს კომისია წყვეტს. მე არ ვიცი ჭაია და ქადაგიძე რით შეიძლება დაეხმარონ კომისიის წევრებს. თუ ეს დახმარება სჭირდება გიგა ბოკერიას ან ვინმეს სხვას, კი ბატონო, მშვიდობაში დაიხმარონ, მაგრამ არა კომისიის სახელით. ჩვენ ამ ადამიანების დახმარება ნამდვილად არ გვჭირდება. ძალიან პრინციპულია კომისიამ ისეთი ექსპერტები მოიწვიოს, რომელთა მიმართ სულ მცირე, მძიმე კითხვები არ არსებობს. ჩვენ წლების განმავლობაში ასეთი ადამიანების გამო ვიდექით ქუჩაში, როდესაც ძალადობას, ადამიანების ჩაგვრასა და უფლებების ფეხქვეშ გათელვას ვაპროტესტებდით, რადგან ასეთი ხალხი იყო შს სამინისტროს სისტემაში. თუკი კომისიას ასეთი ექსპერტები სჭირდება, ამაზე პასუხისმგებლობა აიღონ გიგა ბოკერიამ, სერგი კაპანაძემ და მათმა თანაგუნდელებმა.

ირაკლი ქადაგიძე იყო კრიმინალური პოლიციის უფროსი და ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირი, როცა კორტების სპეცოპერაცია ჩატარდა და ადამიანები ქუჩაში ჩაცხრილეს, ხოლო ჭაია მსჯავრდებულია ერთ-ერთ საკმაოდ გახმაურებულ საქმეზე. “, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ოხანაშვილი - ევროპული საქართველოს მიერ კომისიაში მოწვეული ზაზა ჭაიას და ირაკლი ქადაგიძის მიმართ საზოგადოებაში არსებობს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება
მთავარი თემა

ანა დოლიძე - ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა და უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას
კახა კალაძე - ჩვენს ჯარისკაცებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება
ზემო ფონიჭალაში 7 საათიანი ძებნის შემდეგ დედა და მისი ცხრა თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
თბილისში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ბანერები გამოჩნდა 
წულუკიანი - რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ამიტომ ოთხშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება
ზურაბიშვილი - არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია - ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის 
ევროპარლამენტის ანგარიში - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მოითხოვს
მამუკა ბახტაძე - ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია
ანა გომეში სალომე ზურაბიშვილზე - მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძეზე - ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია
'მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა' - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში
'ჩამოდით დაბლა!' - პანკისელების აქცია 'ქართული ოცნების' ოფისთან
სალომე სამადაშვილი - ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ ჰააგაში დადგინდეს ქართული მხარის ბრალეულობა 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი