განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება.
„სახელმწიფო მდივანი იქნება არაპოლიტიკური თანამდებობა, ეს იქნება კონკრეტული დარგის პორტფოლიოს მენეჯერი, რომელიც, მიუხედავად პოლიტიკური პროცესებისა და ცვლილებისა, დარჩება დარგის წამყვან მენეჯერად. პირველ ეტაპზე, თუკი პოზიციები შეჯერდება, საერთო პაკეტის ნაწილი იქნება სახელმწიფო მინისტრის პორტფოლიოს განსაზღვრაც.
ჩვენ ველოდებით, რომ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით იქნება. იხილება შესაძლებლობა, რომ ყველა სამინისტროს ფარგლებში იყოს არაპოლიტიკური პოზიცია, სახელმწიფო მდივნების მიმართულებით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები მიმდინარეობს.