Loading...
Close
16 ნოემბერი 2018 22:04
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნას გაეცნონ
29 ივნისი 2018 11:22
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 2018 წლის 27 ივნისს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მხარდასაჭერად დაამტკიცა გაფართოებული დაფინანსების მექანიზმი, რომელიც საქართველოს სამწლიანი პროგრამის მეორე მიმოხილვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.

''ველით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მომდევნო ანგარიშიც პოზიტიური იქნება და მხარდაჭერილი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე ორიენტირებული სტრუქტურული რეფორმები, რაც საშუალო ვადიან პერიოდში ხელს შეუწყობს მდგრად და რაც მთავარია, ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, სადაც მთავარი პრიორიტეტი კერძო სექტორში ზრდა იქნება.

მინდა ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდო, რომ გაეცნოს ამ დასკვნას, ვინაიდან იქ არის ნათლად ასახული გამოწვევები, რაც დგას დღეს ჩვენი ეკონიმიკის წინაშე, ამავე დროს, ნათლადაა ასახული, რომ რეფორმები, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, არის სრულ თანხვედრაში გამოწვევებთან, რაც დღეს არის ჩვენი ეკონომიკის წინაშე'', – განაცხადა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

მისი განმარტებით, სავალუტო ფონდი ასევე მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალია, გაუმჯობესებულია ფისკალური და საგარეო პარამეტრები, მნიშვნელოვანი პროგრესია დაფიქსირებული სტრუქტურული რეფორმების გატარების თვალსაზრისით.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მამუკა ბახტაძე - 'საქსტატის' მონაცემები იმის დადასტურებაა, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს
მთავარი თემა

ანა დოლიძე - ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა და უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას
კახა კალაძე - ჩვენს ჯარისკაცებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება
ზემო ფონიჭალაში 7 საათიანი ძებნის შემდეგ დედა და მისი ცხრა თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
თბილისში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ბანერები გამოჩნდა 
წულუკიანი - რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ამიტომ ოთხშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება
ზურაბიშვილი - არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია - ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის 
ევროპარლამენტის ანგარიში - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მოითხოვს
მამუკა ბახტაძე - ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია
ანა გომეში სალომე ზურაბიშვილზე - მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძეზე - ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია
'მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა' - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში
'ჩამოდით დაბლა!' - პანკისელების აქცია 'ქართული ოცნების' ოფისთან
სალომე სამადაშვილი - ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ ჰააგაში დადგინდეს ქართული მხარის ბრალეულობა 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი