Loading...
Close
16 აგვისტო 2018 18:28
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ყველას გილოცავთ მაისის თვის რეალური ეკონომიკური ზრდა 7,5%-ია
29 ივნისი 2018 17:01
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების მაჩვენებელი 7,5% იყო, განცხადებით ეხმაურება.

“დღეს საქსტატმა 2018 წლის მაისის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომელმაც ბოლო რამდენიმე წლის რეკორდული მაჩვენებელი 7,5% შეადგინა. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ეკონომიკური ზრდის ტემპი 2018 წლის პირველი ხუთი თვის მიხედვით. მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ტრანსპორტის, დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობის, საფინანსო საქმიანობის, სასტუმროებისა და რესტორნების დარგში. ამ მონაცემის გამოქვეყნება დროში დაემთხვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ “გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მეორე მიმოხილვის დამტკიცებას.

მეგობრებო, მინდა მოგახსენოთ, რომ ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის, როგორც აწ უკვე ყოფილი, ისე დღევანდელი თანამდებობის პირთა დაუღალავი შრომა. მადლობა ყველას ვინ თავისი წვლილი შეიტანა ჩვენს მიერ დაწყებული რეფორმების შეუქცევადობაში. სავალუტო ფონდის მხრიდან კი ეს არის მხარდაჭერა და აღიარება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის. პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა მოიწონა და მიიჩნია საქართველოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის დამაჩქარებლად, უნდა გაგრძელდეს და განვითარდეს. რეფორმები, რომლებიც საქართველოში მიმდინარეობს ან სამომავლოდ უნდა დაიწყოს, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას ევროპული დონის სახელმწიფოდ გადააქცევს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ მაისის თვის რეალური ეკონომიკური ზრდა 7,5%-ია. ჩემს CV-შიც შეიცვალა რიცხვები: დავიწყეთ 2,6%-დან მივაღწიეთ 7,5%. სულ მალე ორ ნიშნა ზრდა გვენახოს“, – წერს ქუმსიშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.
საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: მამუკა ბახტაძე - 'საქსტატის' მონაცემები იმის დადასტურებაა, რომ მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს
მთავარი თემა

რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
გია ხუხაშვილი: ერთადერთი კანდიდატი, ვისაც პრიორიტეტები მეტ-ნაკლებად სწორად აქვს დალაგებული, არის უსუფაშვილი
აგვისტოს ომის 'ნათელი' და ბნელი მხარეები - რა მოგვცა რუსეთ-საქართველოს ომმა და რა დაგვაკარგვინა
08.08.08 - რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წელი გავიდა
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
გიორგი გახარია, თეა წულუკიანი და ირაკლი შოთაძე  საგამოძიებო კომისიის პირისპირ - ხორავას ქუჩის საქმე 
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება
NDI: გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს
მარიხუანის მოხმარება ლეგალური გახდა - საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 
პრემიერი - 2020 წელს საქართველო შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს
პრემიერი - ჩემი ამოცანაა, გადასახადებისგან გავათავისუფლოთ ის სექტორი, რომელიც შეძლებს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებას
ხორავას ქუჩის საქმე და ახალი გარემოება - საგამოძიებო კომისიის წევრები განცხადებას აკეთებენ 
სპეციალური დანიშნულების რაზმი ჭუბერსა და ხაიშში - საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს 
ბახტაძე - ჩვენი დემოკრატიისთვის იქნება უკეთესი, რომ 'ქართულ ოცნებას' არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე 

ინტერვიუ
რა რეაქცია ექნება რუსეთს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებასა და წვრთნაზე და დგას თუ არა ქვეყანა რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე
2x2=? - ანუ, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?
ვიდეობლოგი
'მიხეილ სააკაშვილმა კი არა, მამაღმერთმა რომ მთხოვოს, არ დავთანხმდები' - ნიკა რურუა 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი