Loading...
Close
18 ოქტომბერი 2018 07:02
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სამხედრო
ლევან იზორიას ავღანეთში ვიზიტის დროს სამხედრო ბაზის მიმართულებით თავდასხმა განხორციელდა
6 ივლისი 2018 12:05
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას მიერ ავღანეთში, ბაზა „კუნდუზზე" ქართული ოცეულის მონახულების შემდეგ, ბაზის მიმართულებით ორი არაპირდაპირი გასროლა განხორციელდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჭურვები ბაზის სიახლოვეს ჩამოვარდა.

„საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ბაზა „კუნდუზზე" დისლოცრებული IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეული მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. თავდაცვის მინისტრი ბაზა „კუნდუზზე“ გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
ბაზა „კუნდუზზე“ ვიზიტის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გადაინაცვლა, სადაც IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის პირად შემადგენლობასთან შეხვედრა გამართა. ლევან იზორიამ სამხედროებს სიტყვით მიმართა, მათ მისიის წარმატებით დასრულება და საქართველოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა. მოგვიანებით კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ვოლფ-იურგენ შთალთან შეხვედრა გამართეს. საუბარი გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო, ხაზი გაესვა ქართველი და გერმანელი სამხედროების სამშვიდობო მისიაში ერთობლივ მსახურს. გერმანელმა გენერალმა ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა და გერმანელ სამხედროების მხარდამხარ „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა“, - აცხადებენ სამინისტროში.

თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ვიზიტი ბაზა „კუნდუზზე“ IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეულის მონახულებით დაიწყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები „კუნდუზზე“ დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეხვდნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობა პირადად მოისმინეს. IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეული, ბაზა „კუნდუზზე“ ორკვირიანი როტაციის პრინციპით ბაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას იანვრიდან ასრულებს. ქართული ქვედანაყოფი გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, ოპერაციის რაიონში პატრულირებას და სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე.

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

გახსნილია ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი - განცხადება პროკურატურაში
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი დადგმულია
მირზა სუბელიანის საქმე – პროკურატურა ფარულ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები - გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადება
ირაკლი კობახიძე - თუ იქნება მუქარა მირზა სუბელიანის მხრიდან, ამ მუქარის არავის ეშინია
ფარული ჩანაწერები, რომელშიც მირზა სუბელიანი ფიგურირებს – პროკურატურის სპეციალური განცხადება
'მირზა სუბელიანი მისი ცხოვრების ბედს განიცდის - ჭკუაარეულმა რა ილაპარაკა, ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩანაწერები როგორ გაკეთდა, ეს უფრო საინტერესო უნდა იყოს' - ვიქტორ ჯაფარიძე
ვანო მერაბიშვილი - ყველაფერს გავაკეთებ, რომ 'ევროპული საქართველო' და 'ნაციონალური მოძრაობა' იყოს ერთიანი
ახალი სკანდალური აუდიო ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლი საუბრობენ
ზურა ჯაფარიძე - კანონს დავარღვევ მხოლოდ მე - გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს
მიხეილ ბენიძე - ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ ფაქტს, როცა ხდებოდა ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიების შეგროვება და ეს თანამშრომლები ამას ადასტურებენ
უკრაინის პატრიარქი განცხადებას აკეთებს
'საპნის ოპერეტა გვარამიას რეჟისურითა და ოქუაშვილის შესრულებით' – ვანო ჩხარტიშვილი ბრალდებებს პასუხობს
თბილისის პროკურატურა ლევან ყიფიანის ჩვენებას ასაჯაროებს
'ომეგა ჯგუფის' გენერალური მენეჯერი - ბრიტანულმა კომპანიამ დაადასტურა, რომ ჩანაწერები ავთენტურია

ინტერვიუ
თამაზ ჩიქვანაია - სამსახურის შესანარჩუნებლად ჟურნალისტი სიცრუეს არ უნდა ავრცელებდეს
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი