Loading...
Close
19 იანვარი 2019 03:58
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
პერსონა
მაია დუგლაძე - ხატვა ჩემთვის ჰობი არ არის - ეს ჩემი მდგომარეობაა, რომელიც არ შემიძლია არ გადმოვცე
10 ივლისი 2018 14:55

ავტორი: მარიამ ადამია



მაია დუგლაძე თვითნასწავლი მხატვარია, რომლის შემოქმედებაც რთული ფიგურატიულობით, მრავალფეროვანი თემატიკით და საოცარი ფერადოვნებით ხასიათდება. თუმცა ასევე ბევრია გრაფიკული ნამუშევრები, რომლებშიც ფერები მინიმალისტურადაა გამოყენებული. როცა მის რთულ კომპოზიციებს უყურებ, რთულია დაიჯერო, რომ მას სპეციალური სამხატვრო განათლება არსად მიუღია; პროფესიით ფსიქოლოგი, თვითნასწავლი მხატვარი მაია ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს და თავის საყვარელ საქმიანობას ჰარმონიულად უთავსებს. რამდენიმე დღის წინ მაია დუგლაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. საკუთარი შემოქმედების და იმის შესახებ, თუ რატომ დაარქვა თავის პირველ პერსონალურ გამოფენას „რეინკარნაცია“ მხატვარი „ეურუსთან“ ინტერვიუში საუბრობს.

: მაია, როდის აღმოაჩინეთ რომ ხატვის ნიჭი გქონდათ?

- მხატვრობა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ადრეული ბავშვობიდან ვხატავდი, გაცნობიერებულად კი 14-15 წლის ასაკიდან მცირე დეტალების ხატვა დავიწყე. ეს იყო გრაფიკული ნამუშევრები. მივხვდი რომ აბსტრაქტულის ხატვა უფრო საინტერესო იყო, ვიდრე რაღაც-კონკრეტულის. ბოლო 10 წელია ინტენსიურად ვხატავ. არასოდეს არ მივლია არც მასწავლებელთან, არც აკადემია დამიმთავრებია. ვხატავ მხოლოდ იმას, რასაც ემოციით ვგრძნობ და მგონია, რომ გადმომაქვს. დიდი ხანი ვერ ვრისკავდი გამოფენას, მზად არ ვიყავი, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში ეს მომენტიც დადგა.

- თქვენ პირველ გამოფენას „რეინკარნაცია“ დაარქვით. ამბობთ რომ ბოლო დროს თქვენმა ნახატებმა მეტი სიმძაფრე შეიძინა-რა იყო გარდამტეხი, პირად ისტორიას ხომ არ უკავშირდება?

- კი, როცა დავაანონსე ეს გამოფენა, მოკლედ ავხსენი, რომ ჩემზე იმოქმედა ბოლო წლების ძლიერმა დანაკარგმა- 2017 წელი ზოგადად ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, მამა გარდამეცვალა, რამდენიმე თვეში კი ჩემი მეუღლის მამა ჩამოასვენეს, რომელიც 24 წელი აფხაზეთში იყო დაკარგული. ეს ჩემთვის ორმაგად ემოციური სტრესი იყო. ამ მოვლენების შემდეგ უფრო მეტს ვხატავ, არ ვჩერდები და რადგან რეინკარნაცია ნიშნავს გარდაცვალების შემდეგ რაღაც ახლის დაბადებას, გარდასახვას, მივიჩნიე, რომ ამ ემოციებმა რაღაც ახალი მომიტანა მხატვრობის კუთხით; თითქოს ხედვა, მიმართულებები შევცვალე. აქამდე თუ შავ-თეთრს ვხატავდი, ახლა შავზე ოქროსფრით ვხატავ.

- რა უპირატესობა აქვთ თვითნასწავლ მხატვრებს სამხატვრო განათლების მქონე მხატვრებთან შედარებით?

- ზოგადად, ყველა ხელოვან ადამიანს ძალიან დიდ პატივს ვცემ, არა აქვს მნიშვნელობა რომელი მიმართულებით მოღვაწეობს. როდესაც ადამიანი ხელოვანია და რაღაცას ქმნის, ყოველთვის საინტერესოა. რა თქმა უნდა, მგონია, რომ მხატვრისთვის პროფესიული განათლება ძალიან მნიშვნელოვანია და მათი შეფასება ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ისინი ხატავენ თავისი ემოციით, ხატავენ იმას რასაც გრძნობენ და თან იციან - როგორ ხატონ. შესაბამისად, უპირატესობას არ ვგრძნობ. უბრალოდ, ხატვა - ეს ჩემთვის ჰობი არ არის. ეს არის ჩემი მდგომარეობა, რომელიც არ შემიძლია რომ არ გადმოვცე; ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება ყველა მხატვრის მიერ გაკეთებული ყველანაირი კომენტარი ჩემს ნამუშევრებთან დაკავშირებით.

- ალბათ თქვენი პროფესია-ფსიქოლოგია, ძალიან გეხმარებათ შემოქმედებით პროცესში.

- სამწუხაროდ, არ ვმუშაობ პროფესიით. უკვე თითქმის 11 წელია სახელმწიფო სტრუქტურაში ვარ. ჩემი პროფესია-ფსიქოლოგია ბევრ რამეში მეხმარება, მათ შორის-ადამიანებთან ურთიერთობაში.





- როგორ ფიქრობთ, რა მოსწონთ თქვენს შემოქმედებაში?

- შეფასებები, ზოგადად, ძალიან არაერთგვაროვანია; ვიღაცას მხიარული ფერები მოსწონს, ზოგს კონკრეტული ფორმა, ვიღაცას ჩიტი, ვიღაცას ქალი და ა.შ. ერთი წელია, რაც ფეისბუქზე დაახლოებით 8000-მდე მომწონებელი მყავს. არიან მყიდველები, რომლებსაც ჩემი ნახატის შეძენისას ძალიან დიდი ემოცია ჰქონდათ. მახსოვს ერთი მამაკაცი, რომელმაც მითხრა, რომ პენსიონერია და ჩემი ფერების შეხამება და მათი ჰარმონიულობა ძალიან მოსწონს და თუ ოდესმე მექნებოდა გამოფენა, აუცილებლად მოვიდოდა. ეს ადამიანი გამოფენაზე დავპატიჟე.

- როგორც აღნიშნეთ, თქვენი ნამუშევები იყიდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად შემოსავლიანია საქართველოში მხატვრობა?

- ჩემი ნამუშევრები უკვე ერთ წელია რაც „ფეისბუქით“ მეგობრების წრეში იყიდება. პერიოდულად მაქვს შეკვეთები. მაგალითად, მეუბნებიან, რომ დავხატო საათი ან ხე, დანარჩენი უკვე ჩემეული ინტერპრეტირებით კეთდება. ვერ ვიტყვი, რომ მხატვრობა ჩემთვის შემოსავლის წყაროა. დასაწყისისთვის ალბათ ნორმალურია, თუმცა - არასტაბილური.


No automatic alt text available.

No automatic alt text available.





საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
მთავარი თემა

მამუკა ბახტაძე - საქართველოს მთავრობა არასდროს ჩაერევა დამოუკიდებელი შტოს - სასამართლოს საქმიანობაში
აფეთქება დიდ დიღომში – შსს-მ 'ყაზტრანსგაზის' ორი თანამშრომელი დააკავა
კალაძე - მთაწმინდიდან გამოსაქანებელ ადგილს ვაფართოებთ - ხაბეიშვილს, მიშას, შალიკოს შეუძლიათ ავიდნენ
წითელას აცრა ყველასთვის უფასო გახდება
'არ ვაპირებდით სამძიმრის გარდა რაიმეზე საუბარს!' - გიგი უგულავა კახა კალაძეს პასუხობს
ანა დოლიძე - იმედი მქონდა, რომ ამ 7 წლის განმავლობაში გიგა ბოკერიამ რაიმე ისწავლა, თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა
'აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია' - 'ყაზტრანსგაზ-თბილისი' დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კახა კალაძემ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასა და მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე სპეციალური განცხადება გააკეთა
'ფოტო, რომელიც ტრაგედიაზე გიყვება'
იბერიის დახურვა, მთავრობის მიერ NGO-ების კრიტიკა, საზმაუსთვის რეკლამის უფლება, არჩევნები, ნარკოპოლიტიკა - Human Rights Watch-ის ანგარიში
დიდ დიღომში აფეთქებამდე მოქალაქეებმა 'ყაზტრანსგაზი' გამოიძახეს, თუმცა კომპანიამ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა
'კურიერის' ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის შვილი მონაწილეობდა 
ირაკლი კობახიძე - სათანადო საკანონმდებლო საფუძველი მომზადდება, რომ მოსამართლეები სწორი პროცედურისა და კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩნენ
თამარ ჩუგოშვილი - დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს - არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას 
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის პირველი კომენტარი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
რობი კუხიანიძე - ჩემი მიცემული 15 თეთრი რაში ეყოფა გაჭირვებულს და ბიძინასთან ამ 15 თეთრისთვის რატომ მივიდე?
ვიდეობლოგი
როგორ დაეხმარება დიმიტრი შაშკინი მიხეილ სააკაშვილს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი