Loading...
Close
16 ნოემბერი 2018 22:31
მთავარიჩვენს შესახებსერვისებიკონტაქტი
ყველა სიახლეპოლიტიკაეკონომიკასაზოგადოებასამართალირეგიონიკონფლიქტებიმსოფლიოსამხედროსპორტიმედიაანონსი
სოციალური ქსელი
ნუგზარ წიკლაური - ამ ხეობის სახელი სამუდამოდ დაუკავშირდა წაქცეულ კაცს, კლდიდან გაფრენილ ქალს და მოკლული ბავშვის ზვავში ჩაფვლას
10 ივლისი 2018 22:34
ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ შემთხვევას, რა დროსაც, გამოძიების ინფორმაციით 19 წლის მწყემსმა ამერიკელი ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის შვილი მოკლა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალური ქსელის გვერდზე ეხმაურება.

"ხადა, ჩემი ბავშვობის ჟანგისფერი ციხეების ხადა... არც კი ვიცი, რამდენჯერ ჩავედი, რამდენი ღამე გავატარე კარავში ვეძის წყლის პირზე, ქოროღოს ტაძართან, იუხოსთან, მუღურესთან, ბედონთან. რამდენჯერ ვიყავი იმ ჩანჩქერთან, წკერესთან და ცეცხლისჯვართან.

''ადგილი კლდოვანი და სამოცკოშკოვანი” - ამბობს ვახუშტი ბატონიშვილი ხადას ხეობაზე, დიდი ომების და ვაჟკაცობის ხეობაზე; მაგარ, გაუტეხელ ხალხზე.

აქ უბრძოლიათ ათასგვარ დამპყრობელთან, აქ დაუხვდნენ მონღოლების შემოსევას, აქ დაიწყო რუსების წინააღმდეგ მთიულეთის დიდი აჯანყების პირველი ბრძოლები 1804 წელს. ხადელების თქმით, ალექსანდრე ყაზბეგის ელგუჯაც აქ ეომებოდა რუსეთს.

ხალხური ლექსიც ხომ ამბობს:

''არ ვიცი ხანდო-ჭართალი,
გუდამაყარი სად არი,
ხადაში გამიგონია
სამოცი ციხე მაგარი“.

და აი ახლა, ამ ხეობის უძვირფასესი სახელი სამუდამოდ დაუკავშირდა საზარელ ძალადობას და დაღვრილ სისხლს, გავარდნილი თოფის ხმას, წაქცეულ კაცს, კლდიდან გაფრენილ ქალს და მოკლული ბავშვის ზვავში ჩაფლვას. ხადას ხსენებაზე პირველად აღარასდროს აღარ გამახსენდება ქოროღოს ტაძარზე ამოკვეთილი ქტიტორები, მშენებლები, ურმებში შებმული ხარების რელიეფები... ლურჯ ცას შერთული ყვითელი, შემოდგომის ტყეები.

პირველად ყოველთვის ეს უმწეო ქართველი ამერიკელების ოჯახი დამიდგება თვალწინ, ალბათ შიშმა და გაკვირვებამ რომ აუვსო თვალები სიკვდილის წინ", - წერს ნუგზარ წიკლაური.


Image may contain: sky, mountain, outdoor and nature

Image may contain: sky, mountain, grass, outdoor and nature

No automatic alt text available.

Image may contain: mountain, sky, outdoor and nature

Image may contain: 3 people, people smiling, outdoor

საინფორმაციო სააგენტო "ეურუსი" - Media agency Eurus.ge
იხილეთ: ვინ იყვნენ სმიტები, რომლებიც ხადას ხეობაში სასტიკად მოკლეს
მთავარი თემა

ანა დოლიძე - ადამიანი, რომელსაც აცვია პოლიციისა თუ ჯარისკაცის ფორმა, სახელმწიფოს სიმბოლოა და უნდა მოვარიდოთ პოლიტიკას
კახა კალაძე - ჩვენს ჯარისკაცებს ელოდებათ არა სასამართლო, არამედ დიდება
ზემო ფონიჭალაში 7 საათიანი ძებნის შემდეგ დედა და მისი ცხრა თვის შვილი გარდაცვლილი იპოვეს
გრიგოლ ვაშაძე თეა წულუკიანის და დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს
თბილისში სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის ბანერები გამოჩნდა 
წულუკიანი - რუსეთის პირისპირ მარტო არ ვართ და შევეცდებით, ჰააგის დახმარებით დავამტკიცოთ ის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 
არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება, ამიტომ ოთხშაბათი უქმე დღედ გამოცხადდება
ზურაბიშვილი - არც ერთი ჯარისკაცი არ დამიდანაშაულებია - ვიღაც ცდილობს ხინჯი შემოიტანოს მომავალ მთავარსარდალსა და სამხედროებს შორის 
ევროპარლამენტის ანგარიში - ელიტური კორუფცია სერიოზულ პრობლემად რჩება - საქართველოში კორუფციასთან ბრძოლა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას მოითხოვს
მამუკა ბახტაძე - ევროპარლამენტარებმა გაგვაფრთხილეს, რომ პრეზიდენტის პოსტზე საბჭოთა დიპლომატის არჩევა მიუღებელია
ანა გომეში სალომე ზურაბიშვილზე - მასიური თავდასხმები ქალ კანდიდატზე მიუღებელია და არ ემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს
ევროპარლამენტარი გრიგოლ ვაშაძეზე - ყოფილი რუსი ელჩი საქართველოს პრეზიდენტად მიუღებელია
'მთავარი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა' - 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში
'ჩამოდით დაბლა!' - პანკისელების აქცია 'ქართული ოცნების' ოფისთან
სალომე სამადაშვილი - ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ ჰააგაში დადგინდეს ქართული მხარის ბრალეულობა 

ინტერვიუ
'ქართველი ქალი ძალიან ძლიერია და მასზე დგას ქართული სახელმწიფო' - ბლიც-ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი? - პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სასურველი კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა
ვიდეობლოგი
როგორ 'სელფის' გაუგზავნიდა რომან გოცირიძე პუტინს - 'პარალელურ სამყაროში' (ვიდეობლოგი)
ბოლო სიახლეები
ანალიტიკა
მეცნიერება
რელიგია
ხელოვნება
მოგზაურობა
გარემო
რჩევები
ბლოგი
რა მოხდა დღეს
კულინარია
არქიტექტურა
არქივი
ჩვენს შესახებ
სერვისები
კონტაქტი